სისხლის სამართლის პროცესის ამოცანებია: დაადგინოს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტობრივი გარემოებანი და მისი ჩამდენი პირი, უზრუნველყოს კანონის სწორად გამოყენება, არ დაუშვას უდანაშაულო პირის მსჯავრდება, გამოასწოროს საგამოძიებო და სასამართლო შეცდომები, დაიცვას მოქალაქის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულის, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესის ყველა სხვა მონაწილის უფლებები და თავისუფლებები, დაამკვიდროს საზოგადოებაში კანონის, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის იდეების პატივისცემა. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
მუხლი 1. სისხლის სამართლის პროცესის ამოცანები
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია
კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა
- პროცესუალური / დასაშვებობა
მოსარჩელეები ლილი თელია, არჩილ მეფარიძ და გურამ თოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 5
- კრებულისაკასაციო არსებითი (T2)
განზრახ მკვლელობის მცდელობა
უზენაესმა სასამართლომ განიხილა განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე მტკიცებულებათა შეფასებისა და გარდაცვლილი დაზარალებულის სასამართლოში გადაუმოწმებელი ჩვენების გამოყენების საკითხები. პალატის დასკვნით, სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები სათანადოდ არ შეაფასა ინდივიდუალურად და ერთობლივად, ხოლო დაზარალებულის ჩვენების გამოყენებას ახლდა საკმარისი დამაბალანსებელი გარანტიები. უზენაესმა სასამართლომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა; საბოლოო სასჯელი არ დანიშნულა.
- კრებულისაკასაციო არსებითი (T2)
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა
საკასაციო პალატამ განიხილა იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მან მიიჩნია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობების ვარგისიანობის შესახებ სავარაუდო საექსპერტო დასკვნა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი ვერ იქნებოდა და ამ ეპიზოდში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისათვის მსჯავრდება და სასჯელი — ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი ათასი ლარის ჯარიმა — უცვლელი დარჩა.
- საკასაციო არსებითი (T2)
სასამართლო გამოძიების შეკვეცა
საკასაციო პალატამ განიხილა დაცვის მხარის პრეტენზია სასამართლო გამოძიების შეკვეცისა და მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობის შეზღუდვის შესახებ. პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ სასამართლო გამოძიება კანონის დაცვით შეიკვეცა, მტკიცებულებები გამოიკვლიეს და დაცვის უფლების განხორციელებისთვის საკმარისი დრო მიეცათ. ამნისტიის საფუძველზე სასამართლომ ერთ-ერთი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი გაანახევრა და საბოლოოდ მსჯავრდებულს 13 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
- საკასაციო არსებითი (T2)
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების მტკიცება
საკასაციო პალატამ არ დააკმაყოფილა პროკურორის საჩივარი, რადგან საქმის მასალებით არ დადასტურდა მეორე მსჯავრდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება. ამნისტიის საფუძველზე პირველ მსჯავრდებულს მოეხსნა 700 ლარის ოდენობის ჯარიმის მოხდის ვალდებულება და საბოლოოდ დარჩა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მეორე მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი იარაღის ტარების ბრალდებაში და ყაჩაღობისთვის დანიშნული 6 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელი დარჩა.
- საკასაციო არსებითი (T2)
გამართლებული პირის რეაბილიტაცია
საქმე შეეხებოდა გამართლებული პირისათვის უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნითა და პატიმრობით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ უკანონო მოქმედებებმა შელახა პირის თავისუფლება, ღირსება და რეპუტაცია და მას მორალური ზიანი მიაყენა. პალატამ გამართლებულის საჩივარი არ დააკმაყოფილა, ფინანსთა სამინისტროს საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მორალური ზიანის ანაზღაურება 50000 ლარიდან 25000 ლარამდე შეამცირა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია
სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი
კონსულტაცია: უფასო

ირაკლი ღლონტი
იურისტი
კონსულტაცია: ₾300

ნინო ბაზიკოშვილი
იურისტი, კონსულტანტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია
ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე
ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

