საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 15. სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითობა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიგიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილი

1.სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

2.ბრალდების, დაცვისა და საქმის გადაწყვეტის ფუნქციები გამოყოფილია ერთმანეთისაგან და არ შეიძლება დაეკისროს ერთსა და იმავე ორგანოს ან ერთსა და იმავე თანამდებობის პირს.

3.მხარეებს სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვთ წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მათს გამოკვლევაში, განაცხადონ შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვან საკუთარი აზრი სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერ საკითხზე.

4.შეჯიბრებითობა წინასწარ გამოძიებაში უზრუნველყოფილია იმით, რომ: ბრალდების ფუნქცია ეკისრება პროკურორს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და მათ წარმომადგენლებს; დაცვის უფლება აქვთ ბრალდებულს, დამცველს, სამოქალაქო მოპასუხესა და მის წარმომადგენელს; დაწესებულია სასამართლო კონტროლი გამომძიებლისა და პროკურორის იმ საპროცესო მოქმედებაზე, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან; ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველსა და პროცესის სხვა მონაწილეს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით უფლება აქვთ სასამართლოში გაასაჩივრონ გამომძიებლის ან პროკურორის უარი შუამდგომლობის, საჩივრისა თუ განცხადების დაკმაყოფილებაზე.

5.სასამართლო არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო, არ ასრულებს დაცვისა და ბრალდების ფუნქციას. სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარეებს უქმნის საჭირო პირობებს მტკიცებულებათა წარდგენისათვის, მათი ყოველმხრივი და სრული გამოკვლევისათვის.

6.სასამართლო შებოჭილი არ არის მხარეთა მოსაზრებებით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 24

ყველა გადაწყვეტილება
  • №871აპ-092010-04-2816
    საკასაციო არსებითი (T2)

    მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასება

    საკასაციო პალატამ შეაფასა მოწმის ჩვენების სანდოობა, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი და სააპელაციო სასამართლოს მიერ საკასაციო მითითებების შესრულება. პალატამ დაცვის საჩივარი არ დააკმაყოფილა და მსჯავრდება ძალაში დატოვა, თუმცა წინა სასჯელის მოუხდელი ნაწილი ერთი დღით შეამცირა და საბოლოოდ დანიშნა 9 წლით, 1 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა. დაზარალებულის უარის გამო სამოქალაქო სარჩელის წარმოება შეწყდა და დაზუსტდა ნივთმტკიცებათა საკითხი.

  • №1198აპ-082009-03-0931
    საკასაციო არსებითი (T2)

    მოწმეთა წინააღმდეგობრივი ჩვენებების შეფასება

    საკასაციო პალატამ განიხილა მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების, დაცვის მტკიცებულების გამოკვლევაზე უარისა და სხდომის ოქმში ჩვენების შეუტანლობის გავლენა განაჩენის კანონიერებაზე. პალატამ ერთი მსჯავრდებულის დამცველის საჩივარი დააკმაყოფილა, მეორის დამცველის მოთხოვნა ქმედების სასიკეთოდ გადაკვალიფიცირების შესახებ არ დააკმაყოფილა და ორივეს მიმართ სააპელაციო განაჩენი გააუქმა. საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა; საბოლოო სასჯელი ამ განჩინებით არ განსაზღვრულა.

  • №1938აპ2008-02-0816
    საკასაციო არსებითი (T2)

    სასამართლო გამოძიების შეკვეცა

    საკასაციო პალატამ განიხილა დაცვის მხარის პრეტენზია სასამართლო გამოძიების შეკვეცისა და მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობის შეზღუდვის შესახებ. პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ სასამართლო გამოძიება კანონის დაცვით შეიკვეცა, მტკიცებულებები გამოიკვლიეს და დაცვის უფლების განხორციელებისთვის საკმარისი დრო მიეცათ. ამნისტიის საფუძველზე სასამართლომ ერთ-ერთი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი გაანახევრა და საბოლოოდ მსჯავრდებულს 13 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

  • №958აპ2007-12-2036
    საკასაციო არსებითი (T2)

    მხარეთა თანასწორობა მტკიცებულებების გამოკვლევისას

    საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულის დაუსწრებლად დაზარალებულის დაკითხვის გავლენა დაცვის უფლებასა და საქმის სრულყოფილ განხილვაზე. პალატამ დაადგინა, რომ ძირითადი მტკიცებულების ასეთმა გამოკვლევამ არსებითად დაარღვია საპროცესო კანონი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დარღვევა არ გამოასწორა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №177აპ2007-07-2759
    საკასაციო არსებითი (T2)

    ნივთის განადგურებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანის დადგენა

    საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულთა ბრალეულობა, ნივთის განადგურებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანის დადასტურება და მსჯავრდებულთა მდგომარეობის გაუარესების საპროცესო პირობები. პალატამ ნივთის განადგურების ეპიზოდში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა, რადგან ნივთების ღირებულება და ზიანის ოდენობა დადგენილი არ იყო; სხვა ნაწილში მსჯავრი ძალაში დატოვა. საბოლოოდ ერთ მსჯავრდებულს განესაზღვრა შვიდი წლითა და ექვსი თვით, დანარჩენ სამს კი ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

  • №177აპ2007-07-2759
    საკასაციო არსებითი (T2)

    სხვისი ნივთის განადგურებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანის დადასტურება

    საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ ოთხი მსჯავრდებულის მიმართ სხვისი ნივთის განადგურებისთვის მსჯავრდება დაუსაბუთებელი იყო, რადგან ნივთების ღირებულება და მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა დადგენილი არ იყო. პალატამ ამ ეპიზოდში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი უცვლელად დატოვა. ერთ მსჯავრდებულს საბოლოოდ შვიდი წლითა და ექვსი თვით, ხოლო დანარჩენ სამს ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. 2. ბრალდების, დაცვისა და საქმის გადაწყვეტის ფუნქციები გამოყოფილია ერთმანეთისაგან და არ შეიძლება დაეკისროს ერთსა და იმავე ორგანოს ან ერთსა და იმავე თანამდებობის პირს. 3. მხარეებს სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვთ წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მათს გამოკვლევაში, განაცხადონ შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვან საკუთარი აზრი სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერ საკითხზე. 4. შეჯიბრებითობა წინასწარ გამოძიებაში უზრუნველყოფილია იმით, რომ: ბრალდების ფუნქცია ეკისრება პროკურორს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და მათ წარმომადგენლებს; დაცვის უფლება აქვთ ბრალდებულს, დამცველს, სამოქალაქო მოპასუხესა და მის წარმომადგენელს; დაწესებულია სასამართლო კონტროლი გამომძიებლისა და პროკურორის იმ საპროცესო მოქმედებაზე, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან; ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველსა და პროცესის სხვა მონაწილეს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით უფლება აქვთ სასამართლოში გაასაჩივრონ გამომძიებლის ან პროკურორის უარი შუამდგომლობის, საჩივრისა თუ განცხადების დაკმაყოფილებაზე. 5. სასამართლო არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო, არ ასრულებს დაცვისა და ბრალდების ფუნქციას. სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარეებს უქმნის საჭირო პირობებს მტკიცებულებათა წარდგენისათვის, მათი ყოველმხრივი და სრული გამოკვლევისათვის. 6. სასამართლო შებოჭილი არ არის მხარეთა მოსაზრებებით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    მე-15 მუხლში გასაჩივრების უფლების აღმწერ დებულებაში დაემატა სიტყვა „დადგენილი“, ამიტომ უფლება ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გამოიყენება.

  2. მე-15 მუხლის მე-4 ნაწილში ბრალდების ფუნქციის მქონე სუბიექტებს დაემატა მოკვლევის ორგანო და მომკვლევი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
71233¹43144544744844992512643315
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…პროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…