მუხლი 209. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევისათვის პირის პასუხისგებაში მიცემის წესი
1.თუ პროცესის რომელიმე მონაწილე წინასწარი გამოძიების სტადიაზე ჩაიდენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 კარით გათვალისწინებულ დანაშაულს (დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ), ცრუ ჩვენების მიცემის გარდა, გამომძიებელი ან პროკურორი აწარმოებს გამოძიებას ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2.პროკურორის მიერ დამტკიცებული ოქმი სამართალდარღვევის შესახებ (ამ კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ან
205-ე მუხლით
გათვალისწინებულ საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის) და თანდართული მასალები დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საკასაციო პალატამ განიხილა, შეეძლოთ თუ არა ქონებრივი ზიანის მქონე მეანაბრეებს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის გასაჩივრება დაზარალებულად ოფიციალური ცნობის გარეშე. პალატამ დაასკვნა, რომ მხოლოდ ასეთი სტატუსის არქმევა საჩივრის შეტანის უფლებას არ გამორიცხავდა. მან გააუქმა საჩივრის განუხილველად დატოვების დადგენილება და საჩივარი არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს გადასცა.
ადრე განზრახი მკვლელობის ჩამდენი პირის მიერ მკვლელობა
საზედამხედველო პალატამ განიხილა მსჯავრდებულისა და დამცველის საჩივრები მკვლელობის კვალიფიკაციის, სასჯელისა და სასჯელის მოხდის რეჟიმის შესახებ. პალატამ სწორად მიიჩნია მკვლელობის კვალიფიკაცია იმ პირის მიერ ჩადენილ მკვლელობად, რომელსაც ადრე ჰქონდა ჩადენილი განზრახ მკვლელობა, აგრეთვე მსჯავრდებულის განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობა. საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა საბოლოო სასჯელი — 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ პროცესის რომელიმე მონაწილე წინასწარი გამოძიების სტადიაზე ჩაიდენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 კარით გათვალისწინებულ დანაშაულს (დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ), ცრუ ჩვენების მიცემის გარდა, გამომძიებელი ან პროკურორი აწარმოებს გამოძიებას ამ კოდექსით დადგენილი წესით.2. პროკურორის მიერ დამტკიცებული ოქმი სამართალდარღვევის შესახებ (ამ კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ან205-ე მუხლითგათვალისწინებულ საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის) და თანდართული მასალები დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
209-ე მუხლის პირველ ნაწილში სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ დანაშაულზე გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი ან პროკურორი; მოკვლევის ორგანო და საქმის აღძვრის მითითება ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
ამოღებულია 209-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც 203-ე და 205-ე მუხლებში აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმისა და მასალების სასამართლოში გაგზავნის წესს ადგენდა, მათ შორის საქმის შეწყვეტის შემთხვევაში საქმის გარეშე გაგზავნას.