საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 285. ბრალდების შეცვლა და უარი ბრალდებაზე

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი უფლებამოსილია, წინასწარი გამოძიებისას წარდგენილი ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში პირს ახალი ბრალდება წარუდგინოს ამ კოდექსის 283-ე და 284ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. ახალ დადგენილებაში აგრეთვე მიეთითება, რომ გაუქმებულია თავდაპირველად გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. პროკურორი წინასწარი გამოძიებისას წარდგენილი ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში პირს ახალ ბრალდებას წარუდგენს უშუალოდ საბრალდებო დასკვნაში, ამ კოდექსის 415-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

2.პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს უფლება აქვს შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულის მიმართ, წაყენებული ბრალდების ამა თუ იმ ნაწილში.

3.სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება გადაეცემა ბრალდებულსა და დამცველს.

4.ბრალდების შეცვლის, შევსებისა და მასზე უარის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად პროკურორს უფლება აქვს წინასწარი გამოძიების ნებისმიერ მომენტში მოსთხოვოს გამომძიებელს სისხლის სამართლის საქმე არა უმეტეს 3 დღის ვადით. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 კარი მეშვიდე საგამოძიებო მოქმედება თავი XXXVI ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №362აპ2008-12-2513
    საკასაციო არსებითი (T2)

    ყაჩაღობის მტკიცებულებათა შეფასება

    საკასაციო პალატამ განიხილა ყაჩაღობისთვის მსჯავრდების მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულის მიერ სხვისი ნივთის ჯგუფურად და არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დადგენილი იყო. პალატამ საკასაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა, თუმცა სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სრული ვადის ნაცვლად მხოლოდ მოუხდელი ნაწილი დაუმატა. საბოლოოდ განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, 11 თვითა და 28 დღით.

  • №138-დად2003-07-0420
    საკასაციო არსებითი (T2)

    ბრალდების შეცვლის დადგენილების გასაჩივრება

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა წინასწარი გამოძიებისას ბრალდების შეცვლის შესახებ დადგენილების სასამართლოში გასაჩივრება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების გასაჩივრების წესით. პალატამ დაადგინა, რომ იმავე ქმედების ხელახალი სამართლებრივი შეფასება, როდესაც სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდება, არ არის საქმის არსებითად შეწყვეტა. კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს დადგენილება გაუქმდა და დაზარალებულის წარმომადგენლის საჩივარი განხილვის გარეშე დარჩა; სასჯელი არ დანიშნულა.

  • №71-კოლ2001-12-0364
    საკასაციო არსებითი (T2)

    ამნისტიის მოქმედების ვადა და მსჯავრდებულთა წრე

    საქმე ეხებოდა ქურთუკის გატაცების მცდელობის მტკიცებულებებს, აუცილებელი მოგერიების მტკიცებას და ამნისტიის მოქმედების ვადას. დიდმა პალატამ არ გაიზიარა დაცვის მოთხოვნა საქმის შეწყვეტის შესახებ და დაადგინა, რომ ამნისტიით სასჯელის განახევრება არ ვრცელდებოდა პირზე, რომელიც ამნისტიის გამოცემისა და მისი მოქმედების ვადაში მსჯავრდებული არ ყოფილა. პალატამ გააუქმა პირველი ინსტანციის განაჩენი და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა; საბოლოო სასჯელი ამ განჩინებით არ დაუნიშნავს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი უფლებამოსილია, წინასწარი გამოძიებისას წარდგენილი ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში პირს ახალი ბრალდება წარუდგინოს ამ კოდექსის 283-ე და 284ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. ახალ დადგენილებაში აგრეთვე მიეთითება, რომ გაუქმებულია თავდაპირველად გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. პროკურორი წინასწარი გამოძიებისას წარდგენილი ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში პირს ახალ ბრალდებას წარუდგენს უშუალოდ საბრალდებო დასკვნაში, ამ კოდექსის 415-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. 2. პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს უფლება აქვს შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულის მიმართ, წაყენებული ბრალდების ამა თუ იმ ნაწილში. 3. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება გადაეცემა ბრალდებულსა და დამცველს. 4. ბრალდების შეცვლის, შევსებისა და მასზე უარის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად პროკურორს უფლება აქვს წინასწარი გამოძიების ნებისმიერ მომენტში მოსთხოვოს გამომძიებელს სისხლის სამართლის საქმე არა უმეტეს 3 დღის ვადით. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 კარი მეშვიდე საგამოძიებო მოქმედება თავი XXXVI ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №71 · ძალაშია 17 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    285-ე მუხლის პირველი ნაწილი ახლებურად განსაზღვრავს ახალი ბრალდების წარმდგენ სუბიექტებს და წესს და ითვალისწინებს პროკურორის მიერ ახალი ბრალდების საბრალდებო დასკვნაში წარდგენას.

  2. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    მე-2 ნაწილში ბრალდების ნაწილში შეწყვეტა ეხება სისხლისსამართლებრივ დევნას და ხორციელდება პროკურორის ან მისი თანხმობით გამომძიებლის მიერ, პროკურორისთვის დასამტკიცებლად გაგზავნის წესი ამოღებულია; მე-3 ნაწილი შესაბამისად დაზუსტდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
73¹67¹70212162844152501061684948473285
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…ამნისტიის შესახებ