საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 284. ბრალდების წაყენება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამომძიებელი ან პროკურორი ბრალდების წასაყენებლად გამოძახებულ პირსა და მის დამცველს გააცნობს დადგენილებას პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. გამომძიებელი პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს. გამოძახებული პირი და დამცველი წერილობით ადასტურებენ, რომ ისინი გაეცნენ დადგენილებას. დადგენილების ასლს ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით გამომძიებელი ან პროკურორი გადასცემს ბრალდებულსა და დამცველს. გარდა ამისა, გამომძიებელი ან პროკურორი, დამცველის მონაწილეობით, ბრალდებულს განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს.

1¹.თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამომძიებელი ან პროკურორი მის მიმართ ბრალდების წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის დამცველს და გააცნობს დადგენილებას პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რაც ჩაითვლება ბრალდების წაყენებად. ბრალდებულის დამცველი წერილობით ადასტურებს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გაცნობას.

2.ბრალდების წაყენების შემდეგ ბრალდებულს აქვს თავის დამცველთან პირისპირ კონსულტაციის უფლება. თუ ბრალდებული დაკავებულია, მის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.

3.დამცველთან ბრალდებულის პირისპირ საუბრის შემდეგ გამომძიებელი უფლებამოსილია დაკითხოს ბრალდებული წაყენებული ბრალდების ყველა პუნქტის მიხედვით, გარდა ამ მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა. დაკითხვაში მონაწილეობენ დამცველი, აგრეთვე პროკურორი, თუ მას ეს საჭიროდ მიაჩნია, ხოლო არასრულწლოვანთა, ყრუ-მუნჯთა, სამართალწარმოების ენის არმცოდნე პირთა საქმეებზე, იმ პირთა საქმეებზე, რომელთაც შეიძლება დაენიშნოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თუ ბრალდებული ან მისი წარმომადგენელი შუამდგომლობენ, პროკურორის მონაწილეობა დაკითხვაში სავალდებულოა.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული ბრალდების წარდგენის წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ბრალდებულს დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ გაეგზავნა ფოსტით ან გადაეცა მის დამცველს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამომძიებელი ან პროკურორი ბრალდების წასაყენებლად გამოძახებულ პირსა და მის დამცველს გააცნობს დადგენილებას პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. გამომძიებელი პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს. გამოძახებული პირი და დამცველი წერილობით ადასტურებენ, რომ ისინი გაეცნენ დადგენილებას. დადგენილების ასლს ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით გამომძიებელი ან პროკურორი გადასცემს ბრალდებულსა და დამცველს. გარდა ამისა, გამომძიებელი ან პროკურორი, დამცველის მონაწილეობით, ბრალდებულს განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს. 1 1 . თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამომძიებელი ან პროკურორი მის მიმართ ბრალდების წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის დამცველს და გააცნობს დადგენილებას პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რაც ჩაითვლება ბრალდების წაყენებად. ბრალდებულის დამცველი წერილობით ადასტურებს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გაცნობას. 2. ბრალდების წაყენების შემდეგ ბრალდებულს აქვს თავის დამცველთან პირისპირ კონსულტაციის უფლება. თუ ბრალდებული დაკავებულია, მის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი. 3. დამცველთან ბრალდებულის პირისპირ საუბრის შემდეგ გამომძიებელი უფლებამოსილია დაკითხოს ბრალდებული წაყენებული ბრალდების ყველა პუნქტის მიხედვით, გარდა ამ მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა. დაკითხვაში მონაწილეობენ დამცველი, აგრეთვე პროკურორი, თუ მას ეს საჭიროდ მიაჩნია, ხოლო არასრულწლოვანთა, ყრუ-მუნჯთა, სამართალწარმოების ენის არმცოდნე პირთა საქმეებზე, იმ პირთა საქმეებზე, რომელთაც შეიძლება დაენიშნოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თუ ბრალდებული ან მისი წარმომადგენელი შუამდგომლობენ, პროკურორის მონაწილეობა დაკითხვაში სავალდებულოა. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ბრალდების წარდგენის წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ბრალდებულს დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ გაეგზავნა ფოსტით ან გადაეცა მის დამცველს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №71 · ძალაშია 17 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    284-ე მუხლის 1¹ ნაწილში დამცველის მეშვეობით ბრალდების წაყენების წესი ახლა ეხება ბრალდებულს, რომელიც თავს არიდებს გამოცხადებას; თანამდებობის პირის, რეკეტირისა და ქურდული სამყაროს წევრის მითითებები ამოღებულია.

  2. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2005

    284-ე მუხლის 1¹ ნაწილში დამცველის მეშვეობით ბრალდების წაყენების წესი ქურდული სამყაროს წევრზეც გავრცელდა.

  3. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    მე-2 ნაწილში დამცველთან კონსულტაციის უფლება აღარ უკავშირდება პირველ დაკითხვას, მე-3 ნაწილში დაკითხვა გამომძიებლის უფლებამოსილებაა, ხოლო ახალი მე-4 ნაწილი ბრალდების წარდგენის წესს გამორიცხავს ფოსტით გაგზავნილი ან დამცველისთვის გადაცემული დადგენილების შემთხვევებში.

  4. 284-ე მუხლში დაკავებული ბრალდებულის დამცველთან კონსულტაციის ერთსაათიანი ვადა ჩანაცვლდა 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით.

  5. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004

    284-ე მუხლის 1¹ ნაწილში დამცველისთვის დადგენილების გაცნობით ბრალდების წაყენების წესი თანამდებობის პირთან ერთად რეკეტირზეც ვრცელდება.

  6. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    284-ე მუხლს დაემატა 1¹ ნაწილი, რომლის მიხედვით თავის ამრიდებელ თანამდებობის პირზე ბრალდება დამცველისთვის დადგენილების გაცნობით ითვლება წაყენებულად, და დაკითხვის წესს ამ შემთხვევისთვის გამონაკლისი დაემატა.

  7. 284-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატა არაკონსტიტუციურად ცნობის აღნიშვნა და მითითება „გვ. 7“.

  8. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    დაკავებული ბრალდებულის დამცველთან პირისპირ შეხვედრის ვადა ერთ საათამდეა შემოფარგლული.

  9. 284-ე მუხლის 1-ელ ნაწილში ბრალდებულის უფლება-მოვალეობების ნუსხის გადაცემა გაერთიანდა დადგენილების ასლის გადაცემის წინადადებასთან.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
361407328556591693733223349244748284
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებარასრულწლოვანთა მართლმ…სისხლის სამართლის საერ…კონკურენციის შესახებ