საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 286. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო წესები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამომძიებელი ამოწმებს კანონით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩაბმულ მონაწილეებს, რომელთაც განუმარტავს მათს უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესებს.

2.საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ღამით დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.

3.საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოიყენონ დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები.

4.საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დაუშვებელია ძალის, მუქარის, შანტაჟის, მოტყუებისა და სხვა უკანონო ხერხების გამოყენება, ასევე დაუშვებელია ამ მოქმედებაში მონაწილე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამომძიებელი ამოწმებს კანონით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩაბმულ მონაწილეებს, რომელთაც განუმარტავს მათს უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესებს. 2. საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ღამით დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. 3. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოიყენონ დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები. 4. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დაუშვებელია ძალის, მუქარის, შანტაჟის, მოტყუებისა და სხვა უკანონო ხერხების გამოყენება, ასევე დაუშვებელია ამ მოქმედებაში მონაწილე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
211311113013410919535831286
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ფინანსთა ს…არასრულწლოვანთა მართლმ…ოპერატიულ-სამძებრო საქ…შეზღუდული შესაძლებლობი…პროკურატურის შესახებ