საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 328. ამოღება და ჩხრეკა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და დიპლომატიურ წარმომადგენელთან

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილიმარიამ ჯორბენაძე

1.ამოღების ან ჩხრეკის ჩატარება დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიერ დაკავებულ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში შეიძლება მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თხოვნით ან თანხმობით.

2.ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად დიპლომატიური წარმომადგენლის ან მისი ოჯახის წევრების თანხმობის გამოთხოვა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

3.დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიერ დაკავებულ შენობაში ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას აუცილებელია პროკურორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დასწრება.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №77-კოლ2002-09-1216
    საკასაციო არსებითი (T2)

    ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერების დალუქვა

    საკასაციო პალატამ განიხილა ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების დალუქვისა და ექსპერტიზის დროს ლუქის გახსნის კანონიერება. პალატის თანახმად, ნივთიერება შემთხვევის ადგილზევე დაილუქა დამსწრეთა მონაწილეობით, ხოლო ექსპერტის მიერ ლუქის გახსნასა და ხელახლა დალუქვაზე მათი დასწრება მოქმედი კანონით არ მოითხოვებოდა. ორივე საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელად დარჩა; წარმოდგენილი ტექსტი საბოლოო სასჯელების განაწილებას არ ასახავს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარება დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიერ დაკავებულ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში შეიძლება მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თხოვნით ან თანხმობით. 2. ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად დიპლომატიური წარმომადგენლის ან მისი ოჯახის წევრების თანხმობის გამოთხოვა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. 3. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების მიერ დაკავებულ შენობაში ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას აუცილებელია პროკურორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დასწრება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁴412012212062307¹56²68 (დ…53³26328
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…უცხოელთა და მოქალაქეობ…დიპლომატიური სამსახური…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…