სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 56². ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის სახეები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურასა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი სახის თანამშრომლობა: ა) ჩხრეკა, ამოღება ან/და ქონებაზე ყადაღის დადება; ბ) შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებული ქონების იდენტიფიცირებასა და მოძიებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებისა და საბანკო გადარიცხვების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და მონიტორინგი; გ) ქონების ჩამორთმევა; დ) ჩამორთმეული ქონების განაწილება (გაყოფა) შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს და შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს შორის.

2.თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებულ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია შუამდგომლობის მიმღებ სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით, რომ ქონების ჩამორთმევის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნამდე განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობის ინიციატორი სახელწიფოს კომპეტენტური ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს ქონების ჩამორთმევის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნამდე ჩხრეკის, ამოღების ან/და ქონებაზე ყადაღის დადების აუცილებლობა. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურასა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი სახის თანამშრომლობა: ა) ჩხრეკა, ამოღება ან/და ქონებაზე ყადაღის დადება; ბ) შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებული ქონების იდენტიფიცირებასა და მოძიებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებისა და საბანკო გადარიცხვების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და მონიტორინგი; გ) ქონების ჩამორთმევა; დ) ჩამორთმეული ქონების განაწილება (გაყოფა) შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს და შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს შორის. 2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებულ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია შუამდგომლობის მიმღებ სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით, რომ ქონების ჩამორთმევის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნამდე განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობის ინიციატორი სახელწიფოს კომპეტენტური ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს ქონების ჩამორთმევის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნამდე ჩხრეკის, ამოღების ან/და ქონებაზე ყადაღის დადების აუცილებლობა. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 6 აგვ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 აგვ. 2010 – 6 აგვ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3252356⁴151158⁴29056³56⁵56⁶56⁹10183056²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…პროკურატურის შესახებსისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…სამართალდაცვით სფეროში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა