საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 362. საკომისიო ექსპერტიზა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რთული ექსპერტიზა შეიძლება ჩაატარონ ერთი სპეციალობის მქონე ექსპერტთა კომისიებმა. მხარეთა მოთხოვნით, საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ მათ მიერ მოწვეული ექსპერტები. ისინი თათბირობენ და, თუ საერთო აზრს გამოიტანენ, ხელს აწერენ დასკვნას. ექსპერტთა შორის უთანხმოების შემთხვევაში თითოეული იძლევა ცალკე დასკვნას უთანხმოების გამომწვევ ყველა ან ზოგიერთ საკითხზე.

2.გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა საკომისიო ექსპერტიზის ჩასატარებლად სავალდებულოა შეასრულოს საექსპერტო დაწესებულებამ. თუ ექსპერტიზა დაევალა საექსპერტო დაწესებულებას, მის ხელმძღვანელს უფლება აქვს ორგანიზაცია გაუწიოს საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებას.

3.დაუშვებელია საექსპერტო გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღონ იმ პირებმა, რომლებიც არ არიან ექსპერტთა კომისიის წევრები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 5

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-789-1004-082009-03-0219სამოქალაქო
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    გამორიცხავს თუ არა შენობის დამოუკიდებლად დაურეგისტრირებლობა მის სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევას?

    დავა ეხებოდა მაღაზიის გასხვისების ნაწილში ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, უპირატესი შესყიდვის უფლების აღიარებასა და ხელშეკრულების დადების დავალდებულებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შენობის დამოუკიდებლად დაურეგისტრირებლობა არ გამორიცხავს მის სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევას, როდესაც ის მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილია. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ უპირატესი შესყიდვის უფლების დარღვევა თავისთავად ხელშეკრულების ბათილობას არ იწვევს, ხოლო ბათილობის მოთხოვნა მოცემულ საქმეში დოკუმენტების გაყალბებას ეფუძნებოდა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • №21I2004-07-2027სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    დამატებითი სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა

    საკასაციო პალატამ განიხილა ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ორი საექსპერტო დასკვნა და დამატებითი გამოკვლევის საჭიროება. პალატამ საჭიროდ მიიჩნია დამატებითი კომპლექსური სტაციონარული ექსპერტიზა ფსიქიატრების, ფსიქოლოგისა და ნარკოლოგის მონაწილეობით, ხოლო არსებული სტაციონარული ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლად ცნობის საფუძველი ვერ დაადგინა. დაზარალებულთა საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იძულებითი მკურნალობის შესახებ განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას დაუბრუნდა; საბოლოო სასჯელი არ განსაზღვრულა.

  • №336192001-09-1615სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი

    საკასაციო პალატამ განიხილა, საჭიროებდა თუ არა საქმეში გამოვლენილი ხარვეზები დამატებით გამოძიებას. პალატამ მიიჩნია, რომ დაზიანების გარემოებებისა და ნივთების ღირებულების გარკვევა, აგრეთვე დოკუმენტების დედნების გამოთხოვა სასამართლოს შეეძლო. საბრალდებო დასკვნის ასლის ჩაბარების გაურკვევლობისა და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში გადასწორების გამო საქმე დამატებითი გამოძიების ნაცვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად გადაეცა; პატიმრობა უცვლელად დარჩა.

  • №ას-1122-20192021-07-2319სამოქალაქო
    დოქტრინული დასაშვებობა (T5)

    როგორ ნაწილდება მხარეებს შორის მოთხოვნისა და მის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლების მტკიცების ტვირთი?

    თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ხუთი მოპასუხისგან დანაშაულით მიყენებული ზიანის სახით 62500 ლარის სოლიდარულად ანაზღაურებას ითხოვდა. დავა შეეხებოდა სისხლის სამართლის განაჩენის მნიშვნელობას სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და დელიქტური მოთხოვნის ხანდაზმულობას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა დასკვნა, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო, და განმარტა განაჩენის შეფასების თავისებურებები საქმის კონკრეტულ გარემოებებში. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • №349საზ2008-05-2720სისხლის
    გადასინჯვა / ცნობა (T3)

    სასჯელის შემამსუბუქებელი სისხლის სამართლის კანონის უკუძალა

    საკასაციო პალატამ განიხილა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შემდგომ მიღებულ, სასჯელის შემამსუბუქებელ კანონთან შესაბამისობა. მან მკვლელობისა და ავტომობილის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისთვის მსჯავრდებულის ქმედებები გადააკვალიფიცირა და დანიშნული სასჯელები შეამცირა. საჩივარი დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 17 წლითა და 6 თვით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. რთული ექსპერტიზა შეიძლება ჩაატარონ ერთი სპეციალობის მქონე ექსპერტთა კომისიებმა. მხარეთა მოთხოვნით, საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ მათ მიერ მოწვეული ექსპერტები. ისინი თათბირობენ და, თუ საერთო აზრს გამოიტანენ, ხელს აწერენ დასკვნას. ექსპერტთა შორის უთანხმოების შემთხვევაში თითოეული იძლევა ცალკე დასკვნას უთანხმოების გამომწვევ ყველა ან ზოგიერთ საკითხზე. 2. გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა საკომისიო ექსპერტიზის ჩასატარებლად სავალდებულოა შეასრულოს საექსპერტო დაწესებულებამ. თუ ექსპერტიზა დაევალა საექსპერტო დაწესებულებას, მის ხელმძღვანელს უფლება აქვს ორგანიზაცია გაუწიოს საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებას. 3. დაუშვებელია საექსპერტო გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღონ იმ პირებმა, რომლებიც არ არიან ექსპერტთა კომისიის წევრები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    362-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულია მომკვლევი მოთხოვნის წარმდგენ პირთა შორის.

  2. 362-ე მუხლის პირველ ნაწილში მხარეთა მიერ მოწვეული ექსპერტების კომისიაში შეყვანის წესი სავალდებულოდან დისპოზიციური გახდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
86212116616717328144524243815362
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…გარემოსდაცვითი შეფასებ…საექიმო საქმიანობის შე…სამრეწველო ემისიების შ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…