საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 367. დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გამომძიებელს ან პროკურორს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გამოაქვს დადგენილება, რომელშიც უნდა აღინიშნოს ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტიზისათვის გაგზავნილი სხვა ობიექტები იმის მითითებით, თუ სად, როდის და რა ვითარებაში აღმოაჩინეს ცნობები, რომლებსაც უნდა დაემყაროს ექსპერტის დასკვნები, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, საექსპერტო დაწესებულების დასახელება ან იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება.

2.დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სავალდებულოა იმ პირთათვის, რომელთაც იგი ეხებათ. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №165-კოლ2006-02-2715
    საკასაციო არსებითი (T2)

    თავისუფლების უკანონო აღკვეთა და გამოძალვა

    საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულთა საჩივრები ბრალის დაუდასტურებლობისა და საპროცესო დარღვევების შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებდა ინკრიმინირებულ დანაშაულებს, ქმედებები სწორად იყო დაკვალიფიცირებული და სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა. ორივე საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელად დარჩა: ერთ მსჯავრდებულს საბოლოოდ რვა წლით, მეორეს კი ათი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

  • №61აგ-142014-10-2813
    გადასინჯვა / ცნობა (T3)

    განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა მსჯავრდებულის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობაზე. პალატამ დაადგინა, რომ მითითებული გარემოებები გადასინჯვის არც ერთ კანონიერ საფუძველს არ აკმაყოფილებდა და საჩივარი არ დააკმაყოფილა. უცვლელად დარჩა მსჯავრდებულისთვის მანამდე განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა 18 წლითა და 6 თვით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამომძიებელს ან პროკურორს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გამოაქვს დადგენილება, რომელშიც უნდა აღინიშნოს ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტიზისათვის გაგზავნილი სხვა ობიექტები იმის მითითებით, თუ სად, როდის და რა ვითარებაში აღმოაჩინეს ცნობები, რომლებსაც უნდა დაემყაროს ექსპერტის დასკვნები, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, საექსპერტო დაწესებულების დასახელება ან იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება. 2. დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სავალდებულოა იმ პირთათვის, რომელთაც იგი ეხებათ. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    367-ე მუხლის პირველ პუნქტში დადგენილების გამომტანთა წრიდან ამოღებულია მომკვლევი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
861325716316216648341441461697 (და…42367
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…საექიმო საქმიანობის შე…არბიტრაჟის შესახებ