საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 481. მოწმის ჩვენების წაკითხვა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილითორნიკე ჩიქოვანი

1.სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიების დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მისი აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია ასევე თვით მოწმის შუამდგომლობით ან მისი თანხმობით. მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

2.მოწმის ხმის ჩანაწერის საჯაროდ მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ მისი დაკითხვის ოქმის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ.

2¹.თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ მოწმის ან დაზარალებულის მიმართ იყო იძულება, მუქარა, დაშინება ან მოსყიდვა, მხარეს უფლება აქვს სასამართლოს (მოსამართლის) წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ამ მუხლის პირველი ნაწილის დაუცველად მოწმის ან დაზარალებულის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის, ასევე მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენის შესახებ. ამ შემთხვევაში მოცემული ჩვენება მიიჩნევა დასაშვებ მტკიცებულებად. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 34

ყველა გადაწყვეტილება
  • №300აპ-222022-07-2039
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    განზრახ მკვლელობის ბრალდების მტკიცება

    საქმე შეეხებოდა განზრახ მკვლელობის ბრალდების დასადასტურებლად ურთიერთსაწინააღმდეგო მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების საკმარისობას, აგრეთვე აუცილებელი მოგერიების გამორიცხვის შესაძლებლობას. უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მტკიცებულებები არ ქმნიდა ბრალეულობის დასადასტურებლად საჭირო უტყუარ ერთობლიობას და აუცილებელი მოგერიება გამორიცხული არ იყო. პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დარჩა; ბრალდებულს სასჯელი არ შეფარდებია.

  • №318აპ-162016-11-0738
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასება

    საკასაციო პალატამ განიხილა ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების მტკიცებულებათა საკმარისობა. მან პირველი ორი დანაშაულის ნაწილში მსჯავრდება ძალაში დატოვა, ხოლო იარაღის ეპიზოდში მსჯავრდება გააუქმა და საქმე შეწყვიტა. საბოლოოდ უცვლელი დარჩა თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლით, ერთი თვითა და თხუთმეტი დღით და ჯარიმა ექვსი ათას ხუთასი ლარის ოდენობით.

  • №133აპ-092009-06-2417
    საკასაციო არსებითი (T2)

    ბინაში უკანონო შეღწევის ნიშანი

    საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქურდობა დადასტურებული იყო, მაგრამ ბინაში უკანონო შეღწევის ნიშანი არ არსებობდა. სხვადასხვა დროსა და ადგილას ნივთების დაუფლება ერთიანი განზრახვით ჩადენილ განგრძობად დანაშაულად შეფასდა. დამცველის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა ქმედება გადაკვალიფიცირდა და საბოლოოდ სასჯელად ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა.

  • №980აპ2009-02-2013
    საკასაციო არსებითი (T2)

    თაღლითობისა და ძარცვის გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ განიხილა მოტყუებით ტელეფონის მიღების შემდეგ მისი დაბრუნების მოთხოვნის მიუხედავად მიმალვის სამართლებრივი კვალიფიკაცია. პალატის დასკვნით, მოტყუება დანაშაულის ჩადენის გაადვილებას ემსახურებოდა და ქმედება თაღლითობიდან ძარცვაზე გადაკვალიფიცირდა. მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, თუმცა განაჩენი მის სასიკეთოდ შეიცვალა და საბოლოოდ ცხრა წლით, ექვსი თვითა და თორმეტი დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

  • №1537აპ2008-03-1915
    საკასაციო არსებითი (T2)

    ძარცვის მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერება

    საკასაციო პალატამ დაზარალებულის ამოცნობისა და სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით ძარცვისთვის მსჯავრდება დასაბუთებულად მიიჩნია და დაცვის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამასთან, პალატამ გააუქმა დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის დაკისრება, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება არ დაწყებულა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი უცვლელად დარჩა და საბოლოო სასჯელად შენარჩუნდა თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლითა და ექვსი თვით.

  • №9-...2008-02-2829
    საკასაციო არსებითი (T2)

    ორი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა

    საკასაციო პალატამ ორი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისა და ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული დანაშაულისათვის მსჯავრდება ძალაში დატოვა. პალატამ დაადგინა, რომ დაცვის საჩივრის საფუძველზე განაჩენის გაუქმების შემდეგ საქმის ხელახალი განხილვისას მკვლელობისათვის ადრე დანიშნულზე მკაცრი სასჯელის დანიშვნა დაუშვებელი იყო. საჩივრის დაუკმაყოფილებლობის მიუხედავად, პალატამ განაჩენი მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვალა და საბოლოოდ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიების დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მისი აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია ასევე თვით მოწმის შუამდგომლობით ან მისი თანხმობით. მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. 2. მოწმის ხმის ჩანაწერის საჯაროდ მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ მისი დაკითხვის ოქმის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ. 2 1 . თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ მოწმის ან დაზარალებულის მიმართ იყო იძულება, მუქარა, დაშინება ან მოსყიდვა, მხარეს უფლება აქვს სასამართლოს (მოსამართლის) წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ამ მუხლის პირველი ნაწილის დაუცველად მოწმის ან დაზარალებულის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის, ასევე მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენის შესახებ. ამ შემთხვევაში მოცემული ჩვენება მიიჩნევა დასაშვებ მტკიცებულებად. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 დეკ. 2005 – 1 იან. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    481-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩვენების საჯაროდ წაკითხვა დასაშვებია მხოლოდ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებისთვის (სასამართლო განხილვის დროს მიცემული ამოღებულია); ბოლო პირობა ცალკე „ან თუ“-თი გამოიყო.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    481-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩვენების წაკითხვის საფუძვლებს ახლებურად ადგენს და უკრძალავს მხოლოდ ასეთ ჩვენებაზე გამამტყუნებელ განაჩენს; დაემატა 2¹ ნაწილი ზეწოლის შემთხვევებისთვის.

  3. 481-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩვენების წაკითხვა და ჩანაწერის მოსმენა დასაშვებია მოწმის შუამდგომლობის გარდა მისი თანხმობითაც.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
36198111147148141243247759¹4024481
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…ადამიანის უფლებათა და …არასრულწლოვანთა მართლმ…სისხლის სამართლის სფერ…