1.სააპელაციო ინსტანციას უფლება არა აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის თანხა ან მიიღოს მსჯავრდებულისათვის სხვა არასასიკეთო გადაწყვეტილება, თუ საქმის გადასინჯვა ხდება მსჯავრდებულის, დამცველის, მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის, სამოქალაქო მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე და საჩივარი არ შეუტანია პროკურორს, დაზარალებულს ან ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის სხვა მონაწილეს.
2.სააპელაციო ინსტანციას უფლება აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებული განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის გამო გადასახდელის თანხა ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ პროკურორმა, დაზარალებულმა, ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის სხვა მონაწილემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მათ ასეთი პოზიცია ეკავათ პირველი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება არა აქვს გასცდეს ბრალდების ფარგლებს, რომელიც მსჯავრდებულს წაუყენეს წინასწარი გამოძიების დროს და რომელსაც მხარი დაუჭირეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირობების არსებობისას მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესება შესაძლებელია, თუ საჩივარი შეიტანეს ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის მონაწილეებმა.
4.მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესება დაუშვებელია იმ საფუძველზე, რომელიც ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეთა სააპელაციო საჩივარში არ არის მითითებული.
5.გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა გამამართლებლის ნაცვლად შესაძლებელია, თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სასამართლო გამოძიება სრული მოცულობით ჩაატარა.
6.თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გააუქმა განაჩენი დაცვის მხარის საჩივრით, როცა ბრალდების მხარის საჩივარი არ არსებობს, დამატებითი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას ბრალდებულის მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს.
7.(ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საჩივრის შემტანის მდგომარეობის გაუარესების აკრძალვა
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ დაცვის მხარის საჩივრის განხილვისას მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების აკრძალვის ზოგადი საპროცესო პრინციპები საკასაციო განხილვის შემდეგ საქმის ხელახალ განხილვაზეც ვრცელდებოდა. პალატამ შეწყვიტა დევნა იმ ბრალდების ნაწილში, რომელშიც მსჯავრდებული ადრე გამართლებული იყო, ხოლო სსკ 361-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან იგი ამნისტიით გაათავისუფლა. დარჩენილი ბრალდებისთვის დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განისაზღვრა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატამ შეაფასა ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები და სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. პალატამ ერთ მსჯავრდებულს იარაღის ტარების ნაწილში მტკიცებულებების უქონლობის გამო შეუწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა და საბოლოო სასჯელად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მეორე მსჯავრდებულის მიმართ კვალიფიკაცია და ცამეტი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დარჩა; სამოქალაქო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ერთობლიობა
უზენაესმა სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მსჯავრი ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და პირადი დოკუმენტების გატაცებისათვის. პალატამ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა განაჩენი შეცვალა: ყაჩაღობისათვის სასჯელი შეამცირა სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნის ზღვრამდე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მსჯავრიდან ამორიცხა მუხლის მომდევნო ნაწილით მოცული ნაწილი და დოკუმენტების გატაცებისათვის სასჯელი ამნისტიით გაანახევრა. საბოლოოდ მსჯავრდებულს განესაზღვრა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ხუთი მსჯავრდებულის მიერ ჯგუფურად ქურდობის მცდელობა და სხვისი ნივთის დაზიანება. მან ქურდობის მცდელობა ხუთივე პირის სასარგებლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის რედაქციით გადააკვალიფიცირა და გააუქმა დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის დაკისრება, რადგან საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება არ დაწყებულა. საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დანიშნული სასჯელები უცვლელად დარჩა.
საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა დაზარალებულის უფლებამონაცვლის საჩივრის საფუძველზე განაჩენის გაუქმება მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შესაფარდებლად. პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო განხილვისას უფლებამონაცვლემ უარი თქვა საჩივრის მოთხოვნაზე და არასაპატიმრო სასჯელი მოითხოვა, ამიტომ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, პირობით, სამი წლის გამოსაცდელი ვადით.
საქმე შეეხებოდა ხულიგნობისთვის შეფარდებული სასჯელის სიმკაცრესა და სააპელაციო განხილვის კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ დაზარალებულის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო განაჩენი უცვლელად დატოვა. ძალაში დარჩა ექვსი თვით გამასწორებელი სამუშაოები ხელფასიდან ოცი პროცენტის დაკავებით; სასჯელი უკვე მოხდილი იყო.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სააპელაციო ინსტანციას უფლება არა აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის თანხა ან მიიღოს მსჯავრდებულისათვის სხვა არასასიკეთო გადაწყვეტილება, თუ საქმის გადასინჯვა ხდება მსჯავრდებულის, დამცველის, მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის, სამოქალაქო მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე და საჩივარი არ შეუტანია პროკურორს, დაზარალებულს ან ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის სხვა მონაწილეს.2. სააპელაციო ინსტანციას უფლება აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებული განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის გამო გადასახდელის თანხა ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ პროკურორმა, დაზარალებულმა, ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის სხვა მონაწილემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მათ ასეთი პოზიცია ეკავათ პირველი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება არა აქვს გასცდეს ბრალდების ფარგლებს, რომელიც მსჯავრდებულს წაუყენეს წინასწარი გამოძიების დროს და რომელსაც მხარი დაუჭირეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირობების არსებობისას მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესება შესაძლებელია, თუ საჩივარი შეიტანეს ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის მონაწილეებმა.4. მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესება დაუშვებელია იმ საფუძველზე, რომელიც ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეთა სააპელაციო საჩივარში არ არის მითითებული.5. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა გამამართლებლის ნაცვლად შესაძლებელია, თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სასამართლო გამოძიება სრული მოცულობით ჩაატარა.6. თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გააუქმა განაჩენი დაცვის მხარის საჩივრით, როცა ბრალდების მხარის საჩივარი არ არსებობს, დამატებითი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას ბრალდებულის მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს.7. (ამოღებულია).საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
540-ე მუხლის მე-7 ნაწილი ამოღებულია, მასთან ერთად მდგომარეობის გაუარესების შესახებ წესი.
540-ე მუხლის მე-3 ნაწილში გაუარესების პირობაა ბრალდების მხარის წარმომადგენლების საჩივარი; დაცვის მხარის მითითება ამოღებულია.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…ამნისტიის შესახებხელშეკრულება საქართველ…