ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

მუხლი 54

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 აპრ. 1998

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები შეთანხმდებიან მსჯავრდებულის გადაყვანაზე, შემსრულებელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო გადაწყვეტილებაში მოცემული განაჩენის აღსრულების შესახებ, განსაზღვრავს სასჯელის ისეთივე ხარისხსა და ვადას, რაც განაჩენითაა დადგენილი.

2.თუ სასჯელი თავისი ხასიათით ან ხანგრძლივობით არ შეესაბამება აღმსრულებელი მხარის კანონმდებლობას, ამ უკანასკნელის კომპეტენტურმა ორგანომ შეუძლია გამოიყენოს იმავე კვალიფიკაციის დანაშაულისათვის თავის კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი. აღნიშნული სასჯელი თავისი ხასიათით, შეძლებისდაგვარად, უნდა შეესაბამებოდეს განაჩენში მითითებულ სასჯელს. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის მიერ გამოყენებული სასჯელი თავისი ხასიათით არ შეიძლება იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე განაჩენში მითითებული სასჯელი და არ უნდა აღემატებოდეს ამ კვალიფიკაციის დანაშაულისათვის მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმს.

3.აღმასრულებელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს არ შეუძლია გამოიყენოს პირის თავისუფლების აღმკვეთი სასჯელის ნაცვლად სხვა რომელიმე სახის სასჯელი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
467328028370475351556275254
მნიშვნელობით ახლოსხელშეკრულება საქართველ…სისხლის სამართლის სფერ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა