საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 617. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

დავით ელისაბედაშვილი

1.განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულის მონაწილეობით. მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.

2.თუ საკითხი ეხება განაჩენის აღსრულებას სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, სასამართლო სხდომაზე იძახებენ აგრეთვე სამოქალაქო მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამ პირთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.

3.სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ავადმყოფობის გამო განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სავალდებულოა დასკვნის გამცემი საექიმო კომისიის წარმომადგენლის დასწრება.

4.თუ სასამართლო განიხილავს სასჯელის მოხდისაგან ხანდაზმულობის გამო ან პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხებს, სასამართლო სხდომაზე იძახებენ სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს წარმომადგენელს.

5.თუ სასამართლო საქმეს განიხილავს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოსა და სამეთვალყურეო კომისის ერთობლივი ან შეთანხმებული წარდგინებით, იგი ატყობინებს კომისიებს წარდგინების განხილვის დროსა და ადგილს და მათ მიერ უფლებამოსილ პირებს უზრუნველყოფს საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობით.

6.თუ სასამართლო განიხილავს საკითხს, რომელიც დაკავშირებულია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირებასთან ან გაზრდასთან, ანდა იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებასთან, რომლის მიმართაც გადავადებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ან განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად ამ პირების გაგზავნასთან, სასამართლო სხდომაზე იძახებენ მათი ყოფაქცევის მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.

7.საქმის წარმოება მიმდინარეობს სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესებით. საქმის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ წარდგინების ან შუამდგომლობის წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო იკვლევს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის, მსჯავრდებულისა და მისი დამცველის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამის შემდეგ იწყება პროცესის მონაწილეთა კამათის მოსმენა. ბოლოს სიტყვით გამოდიან მსჯავრდებული და მისი დამცველი. შემდეგ სასამართლო გადის დადგენილების გამოსატანად.

8.მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ მისი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელია, სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1399 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.95

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 11

ყველა გადაწყვეტილება
  • №415-დად2005-11-3022
    საკასაციო არსებითი (T2)

    განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა

    საკასაციო პალატამ განიხილა პირობითი მსჯავრის გაუქმებისას მსჯავრდებულის დაცვისა და სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლების დარღვევა. მან დაადგინა, რომ მსჯავრდებულს არ შეტყობინებია სხდომის დრო, არ ჰყოლია დამცველი და მხარეთა კამათი ფაქტობრივად არ ჩატარებულა. პალატამ გააუქმა პირობითი მსჯავრის გაუქმების დადგენილება, საქმე ხელახლა განსახილველად სხვა მოსამართლეს გადასცა და მსჯავრდებული პატიმრობიდან გაათავისუფლა.

  • №329-დად2005-07-2818
    საკასაციო არსებითი (T2)

    პირობითი მსჯავრის გაუქმების წარდგინების განხილვა

    საქმე ეხება პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ წარდგინების განხილვას მსჯავრდებულისა და მისი დამცველის მონაწილეობის გარეშე. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა დაცვის უფლების უხეში დარღვევა, გააუქმა პირობითი მსჯავრის გაუქმების დადგენილება და საკითხი იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახლა განსახილველად გადასცა. მსჯავრდებული გათავისუფლდა პატიმრობიდან; პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ განჩინებით არ მიღებულა.

  • №11-დად2005-01-2517
    საკასაციო არსებითი (T2)

    სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი. პალატამ სასჯელის სამ მეოთხედზე მეტის მოხდა, დადებითი დახასიათება, წახალისებები და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინა და დაასკვნა, რომ გამოსწორებისთვის სასჯელის სრულად მოხდა საჭირო აღარ იყო. მან გააუქმა გათავისუფლებაზე უარის თქმის დადგენილება და მსჯავრდებული პირობით ვადამდე გაათავისუფლა.

  • №495-დად2004-12-2319
    საკასაციო არსებითი (T2)

    პირობითი მსჯავრის გაუქმება

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, საკმარისი იყო თუ არა პრობაციის სამსახურში სამჯერ გამოუცხადებლობა პირობითი მსჯავრის გასაუქმებლად. პალატამ დაადგინა, რომ გაცდენების რაოდენობა თავისთავად არ ადასტურებდა მოვალეობის შესრულებისათვის ჯიუტად თავის არიდებას, ხოლო რაიონულმა სასამართლომ მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე განიხილა წარდგინება. კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, პირობითი მსჯავრის გაუქმების დადგენილება გაუქმდა და მსჯავრდებული გათავისუფლდა პატიმრობიდან. გაგრძელდა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის პირობითი მსჯავრის აღსრულება, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.

  • №50I2004-11-0418
    საკასაციო არსებითი (T2)

    განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება

    საქმე ეხება დაზარალებულის უფლებას, საკასაციო წესით გაასაჩივროს მსჯავრდებულის განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ დაზარალებული ასეთი გადაწყვეტილების საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი არ არის და მისი მოწვევა აღსრულების საკითხის განხილვაზე კანონით გათვალისწინებული არ არის. პალატამ კერძო საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა სააპელაციო განჩინება, რომლითაც დაზარალებულის საჩივარი განსახილველად არ იქნა მიღებული. ძალაში დარჩა პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ დადგენილების გაუქმება; თავდაპირველად დანიშნული იყო სამი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, სამი წლის გამოსაცდელი ვადით.

  • №345102003-11-1614
    საკასაციო არსებითი (T2)

    პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველი

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა პირობითი მსჯავრის გაუქმება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადაუხდელობის გამო. პალატამ დაადგინა, რომ მხოლოდ გადაუხდელობა გაუქმების საფუძველი არ იყო, რადგან განაჩენით თანხის განსაზღვრულ ვადაში გადახდის პირობა არ დაწესებულა. პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სამი წლით თავისუფლების აღკვეთის პირობითი მსჯავრი, სამი წლის გამოსაცდელი ვადით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულის მონაწილეობით. მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. 2. თუ საკითხი ეხება განაჩენის აღსრულებას სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, სასამართლო სხდომაზე იძახებენ აგრეთვე სამოქალაქო მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს. ამ პირთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას. 3. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ავადმყოფობის გამო განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სავალდებულოა დასკვნის გამცემი საექიმო კომისიის წარმომადგენლის დასწრება. 4. თუ სასამართლო განიხილავს სასჯელის მოხდისაგან ხანდაზმულობის გამო ან პირობით ვადამდე განთავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხებს, სასამართლო სხდომაზე იძახებენ სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს წარმომადგენელს. 5. თუ სასამართლო საქმეს განიხილავს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოსა და სამეთვალყურეო კომისის ერთობლივი ან შეთანხმებული წარდგინებით, იგი ატყობინებს კომისიებს წარდგინების განხილვის დროსა და ადგილს და მათ მიერ უფლებამოსილ პირებს უზრუნველყოფს საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობით. 6. თუ სასამართლო განიხილავს საკითხს, რომელიც დაკავშირებულია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირებასთან ან გაზრდასთან, ანდა იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებასთან, რომლის მიმართაც გადავადებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ან განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად ამ პირების გაგზავნასთან, სასამართლო სხდომაზე იძახებენ მათი ყოფაქცევის მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს. 7. საქმის წარმოება მიმდინარეობს სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესებით. საქმის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ წარდგინების ან შუამდგომლობის წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო იკვლევს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის, მსჯავრდებულისა და მისი დამცველის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამის შემდეგ იწყება პროცესის მონაწილეთა კამათის მოსმენა. ბოლოს სიტყვით გამოდიან მსჯავრდებული და მისი დამცველი. შემდეგ სასამართლო გადის დადგენილების გამოსატანად. 8. მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ მისი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელია, სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1399 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.95

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №92 · ძალაშია 1 სექ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 ივლ. 2009

    617-ე მუხლის მე-7 ნაწილში მტკიცებულებების წარმდგენი კომისია დეპარტამენტის ნაცვლად საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიაა.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    მე-7 პუნქტში კომისია დაკონკრეტდა როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისია, ხოლო ახალი მე-8 პუნქტი იძლევა შუამდგომლობის მსჯავრდებულის გარეშე განხილვის შესაძლებლობას, როცა მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

  3. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2002

    617 მუხლის მე-4 ნაწილში სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს წარმომადგენლის სხდომაზე გამოძახების შემთხვევათა ჩამონათვალს დაემატა სასჯელის მოხდისაგან ხანდაზმულობის ასაკის გამო განთავისუფლების საკითხის განხილვა.

  4. 617-ე მუხლი ახლა განაჩენის დაზუსტების უფლებამოსილებას აწესრიგებს და მასში გადატანილია განაჩენის ბუნდოვანებათა აღმოფხვრის ყოფილი 618-ე მუხლის ტექსტი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21³⁷27¹267¹28426228028326071532291617
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო კერძო სამ…სისხლის სამართლის სფერ…