საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 72. პირის ეჭვმიტანილად ცნობა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისთვის ბრალდების წასაყენებლად, გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება. თუ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მას უნდა წაეყენოს ბრალდება არა უგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას ბრალდება არ წაეყენა, დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება. ეჭვმიტანილი, რომელიც დაკავებული არ არის, სარგებლობს ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა უფლებით, გარდა იმავე ნაწილის „ა“, „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული უფლებებისა. მას აგრეთვე უფლება აქვს ეჭვმიტანილად ცნობისთანავე ხელზე მიიღოს მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების ასლი.

2.პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ეჭვმიტანილს ამ ვადის ამოწურვამდე უნდა წაეყენოს ბრალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ, მისი არსებობის შემთხვევაში, უქმდება, ხოლო პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

3.ეჭვმიტანილს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს დუმილის უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, დამცველის მოწვევის უფლება, უფლება, დაუკავშირდეს ახლობლებს, აგრეთვე ამ კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის სხვა უფლებები.

4.(ამოღებულია).

5.პირის მოთხოვნა დამცველის მოწვევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, ახსნა-განმარტების მიცემამდე ან, თუ ეს ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება, მაქსიმალურად გონივრულ დროში, რათა ეჭვმიტანილს მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება განახორციელოს თავისი დაცვა.

6.პირის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პროკურორს. პროკურორი უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაკავებულის დაკითხვისა და გამომძიებლის დასაბუთების მოსმენის გზით შეამოწმოს დაკავების კანონიერება და დასაბუთებულობა, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება და გაათავისუფლოს დაკავებული. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

2

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის ნორმა ან ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო

  • №2/3/182,185,19129.01.2003გადაწყვეტილება(3, პირველი წინადადება, 5, პირველი წინადადება)
    ტექსტი ძალადაკარგულია
    ძალის დაკარგვის თარიღი: 29.01.2003საქმის გადასინჯვის საფუძველი§156
  • №2/7/19120.06.2002საოქმო ჩანაწერი(5, პირველი წინადადება)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    მოქალაქე რევაზ ჯიმშერიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 9

ყველა გადაწყვეტილება
  • №996აპ2007-05-1520
    საკასაციო არსებითი (T2)

    მსუბუქი სისხლის სამართლის კანონის უკუძალა

    საკასაციო პალატამ ყაჩაღობაში მსჯავრი ძალაში დატოვა, თუმცა მსუბუქი სისხლის სამართლის კანონის უკუძალით ორივე მსჯავრდებულის ქმედება გადააკვალიფიცირა. ერთ-ერთი მსჯავრდებულის მიმართ ნარკოტიკული საშუალების გადაზიდვის ეპიზოდში დევნა შეწყდა მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, ხოლო დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის დაკისრება გაუქმდა. საბოლოო სასჯელები უცვლელი დარჩა: ერთ მსჯავრდებულს ექვსი, მეორეს კი შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №321-აპ2006-03-0619
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე გადაუდებელი ჩხრეკა

    საკასაციო პალატამ განიხილა ჩხრეკის შემდგომი გამოძიების საპროცესო დარღვევები და სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმის ჩვენების შეფასების სისრულე. პალატამ დაასკვნა, რომ გამოძიებისას დაირღვა საპროცესო მოთხოვნები და სასამართლო გამოძიება არასრულყოფილად ჩატარდა. საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობას; საბოლოო სასჯელი ამ განჩინებით არ განსაზღვრულა.

  • №534-აპ2006-02-2014
    საკასაციო არსებითი (T2)

    ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა

    საკასაციო პალატამ განიხილა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვისა და მოყვანის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობა და სასჯელის სამართლიანობა. პალატამ მიიჩნია, რომ დანაშაული შეკრებილი მტკიცებულებებით დადასტურდა, ხოლო დანიშნული სასჯელი მეტისმეტად მსუბუქი არ იყო. ორივე საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №261-დად2003-10-1620
    საკასაციო არსებითი (T2)

    სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება

    საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი. პალატამ მიიჩნია, რომ გაქარწყლებული ნასამართლობისა და ადრე ვადამდე გათავისუფლების საფუძველზე წარდგინების უარყოფა, საქმის კონკრეტულ გარემოებებში, დაუსაბუთებელი იყო. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და მსჯავრდებული ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა.

  • №43-აპ2003-03-0420
    საკასაციო არსებითი (T2)

    პირადი ჩხრეკის საპროცესო გაფორმება

    საკასაციო პალატამ შეაფასა პირადი ჩხრეკისა და დაკავების დარღვევები, აღიარების სარწმუნოობა და სასამართლო გამოძიების შეკვეცის კანონიერება. მან დაადგინა, რომ არსებულ წინააღმდეგობებსა და უხეშ საპროცესო დარღვევებს სასამართლო განხილვით ვეღარ გამოასწორებდნენ და ბრალეულობის საკითხის გადასაწყვეტად დამატებითი გამოძიება იყო საჭირო. პალატამ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო განაჩენი გააუქმა, საქმე დამატებითი გამოძიებისთვის დააბრუნა და მსჯავრდებული პატიმრობიდან გაათავისუფლა.

  • №13-კოლ2002-03-1320
    საკასაციო არსებითი (T2)

    ფაქტობრივი დაკავება და ეჭვმიტანილის უფლებები

    საკასაციო პალატამ შეაფასა ფაქტობრივად დაკავებულ პირთა უფლებების დარღვევა, ჩხრეკის კანონიერება და საბაჟო ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მან საბაჟო წესის დარღვევის ეპიზოდში ბრალდება მოხსნა და საქმე შეწყვიტა, ხოლო სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ნაწილში მსჯავრი ძალაში დატოვა. გემის კაპიტანს საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით, ხოლო დანარჩენ ოთხ მსჯავრდებულს თითოეულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისთვის ბრალდების წასაყენებლად, გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება. თუ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მას უნდა წაეყენოს ბრალდება არა უგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას ბრალდება არ წაეყენა, დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება. ეჭვმიტანილი, რომელიც დაკავებული არ არის, სარგებლობს ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა უფლებით, გარდა იმავე ნაწილის „ა“, „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული უფლებებისა. მას აგრეთვე უფლება აქვს ეჭვმიტანილად ცნობისთანავე ხელზე მიიღოს მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების ასლი. 2. პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ეჭვმიტანილს ამ ვადის ამოწურვამდე უნდა წაეყენოს ბრალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ, მისი არსებობის შემთხვევაში, უქმდება, ხოლო პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 3. ეჭვმიტანილს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს დუმილის უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, დამცველის მოწვევის უფლება, უფლება, დაუკავშირდეს ახლობლებს, აგრეთვე ამ კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის სხვა უფლებები. 4. (ამოღებულია). 5. პირის მოთხოვნა დამცველის მოწვევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, ახსნა-განმარტების მიცემამდე ან, თუ ეს ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება, მაქსიმალურად გონივრულ დროში, რათა ეჭვმიტანილს მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება განახორციელოს თავისი დაცვა. 6. პირის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პროკურორს. პროკურორი უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაკავებულის დაკითხვისა და გამომძიებლის დასაბუთების მოსმენის გზით შეამოწმოს დაკავების კანონიერება და დასაბუთებულობა, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება და გაათავისუფლოს დაკავებული. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №68 · ძალაშია 20 დეკ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 დეკ. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    72-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულია — ეჭვმიტანილის დაკითხვის 24-საათიანი ვადა.

  2. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    პირველ ნაწილში ეჭვმიტანილად ცნობას პროკურორის თანხმობა დაემატა, ხოლო დაუკავებელი ეჭვმიტანილის უფლებათა გამონაკლისებიდან „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულია; დანარჩენი ცვლილებები რედაქციულია.

  3. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    72-ე მუხლის მე-6 პუნქტში დასაბუთების მომსმენი პროკურორი ახლა გამომძიებელს ისმენს, საქმის აღძვრის დადგენილების გაუქმების უფლებამოსილება ამოღებულია, ხოლო საქმის შეწყვეტა შეიცვალა სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტით.

  4. 72-ე მუხლში დამცველის საქმეში დაშვებისა და სავალდებულო მონაწილეობის წინა ტექსტი შეიცვალა ნორმით, რომლის თანახმადაც პირის მოთხოვნა დამცველის მოწვევაზე უნდა დაკმაყოფილდეს დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, ახსნა-განმარტების მიცემამდე, ან ობიექტური მიზეზების არსებობისას — მაქსიმალურად გონივრულ დროში.

  5. 72-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებს დაემატა არაკონსტიტუციურად ცნობის აღნიშვნა და მითითება „გვ. 7“; წყაროს მითითებაც შეივსო „, გვ. 7“-ით.

  6. 72-ე მუხლის მე-5 ნაწილში ეჭვმიტანილის დაკითხვისას დამცველის სავალდებულო მონაწილეობა ახლა 81-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზეა მიბმული, მე-80 მუხლის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების ნაცვლად.

  7. 72-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა დაუკავებელი ეჭვმიტანილის 30-დღიანი ვადა ბრალდების წასაყენებლად, დადგენილების გაუქმების შედეგი, უფლებათა წრე და დადგენილებათა ასლების მიღების უფლება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3623137317416938539216447572
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ხელშეკრულება საქართველ…საქართველოს კონსტიტუცი…სისხლის სამართლის საერ…ადამიანის უფლებათა და …