1.დაზარალებულის ინტერესებს წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში წარმოადგენს და იცავს ადვოკატი (ადვოკატები).
2.თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143
1
ან/და 143
2
მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულია, ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა. ამ შემთხვევაში პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ამ პირის საქმეში ადვოკატის მონაწილეობა, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო აანაზღაურებს დადგენილი წესით. დაზარალებულის ინტერესები შეიძლება დაიცვას აგრეთვე მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა.
3.გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში,
რომელსაც გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო,
სახელმწიფო უზრუნველყოფს არასმქონე დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენლად ადვოკატის მოწვევას სახელმწიფოს ხარჯზე.
გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში დაზარალებულისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.
4.კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოიწვიოს ადვოკატ-წარმომადგენელი.
5.დაზარალებულს შეუძლია უარი თქვას წარმომადგენელზე, მაგრამ ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს, შეიძლება არ მიიღოს უარი, თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143
1
ან/და 143
2
მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულია.
6.დაზარალებულის წარმომადგენელს აქვს 69-ე მუხლში აღნიშნული უფლებები, გარდა იმავე მუხლის „ო“, „პ“, „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა.
7.დაზარალებულის წარმომადგენელს ეკისრება 70-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული დაზარალებულის მოვალეობები.
8.დაზარალებულის წარმომადგენელს უფლება არა აქვს იმოქმედოს დაზარალებულის ინტერესების საზიანოდ.
9.დაზარალებულის წარმომადგენელს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წარმომადგენლობა ხორციელდება დაზარალებულის ნებისაგან დამოუკიდებლად, არა აქვს უფლება, მისი თანხმობის გარეშე დაეთანმოს უარს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტაზე, პროკურორის უარს ბრალდებაზე ან ბრალდების შეცვლაზე, უარი თქვას სარჩელზე, შეამციროს სარჩელის თანხა, მოურიგდეს ან შეურიგდეს ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება ან უარი თქვას მათ გასაჩივრებაზე.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197
თავი XI
ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დაზარალებულის ინტერესებს წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში წარმოადგენს და იცავს ადვოკატი (ადვოკატები).2. თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431ან/და 1432მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულია, ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა. ამ შემთხვევაში პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ამ პირის საქმეში ადვოკატის მონაწილეობა, რომლის ხარჯებსაც სახელმწიფო აანაზღაურებს დადგენილი წესით. დაზარალებულის ინტერესები შეიძლება დაიცვას აგრეთვე მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა.3. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში,რომელსაც გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო,სახელმწიფო უზრუნველყოფს არასმქონე დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენლად ადვოკატის მოწვევას სახელმწიფოს ხარჯზე.გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში დაზარალებულისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.4. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოიწვიოს ადვოკატ-წარმომადგენელი.5. დაზარალებულს შეუძლია უარი თქვას წარმომადგენელზე, მაგრამ ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს, შეიძლება არ მიიღოს უარი, თუ დაზარალებული არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431ან/და 1432მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულია.6. დაზარალებულის წარმომადგენელს აქვს 69-ე მუხლში აღნიშნული უფლებები, გარდა იმავე მუხლის „ო“, „პ“, „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა.7. დაზარალებულის წარმომადგენელს ეკისრება 70-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული დაზარალებულის მოვალეობები.8. დაზარალებულის წარმომადგენელს უფლება არა აქვს იმოქმედოს დაზარალებულის ინტერესების საზიანოდ.9. დაზარალებულის წარმომადგენელს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წარმომადგენლობა ხორციელდება დაზარალებულის ნებისაგან დამოუკიდებლად, არა აქვს უფლება, მისი თანხმობის გარეშე დაეთანმოს უარს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტაზე, პროკურორის უარს ბრალდებაზე ან ბრალდების შეცვლაზე, უარი თქვას სარჩელზე, შეამციროს სარჩელის თანხა, მოურიგდეს ან შეურიგდეს ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გაასაჩივროს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილება ან უარი თქვას მათ გასაჩივრებაზე.საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197თავი XIეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №65 · ძალაშია 12 აგვ. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2006
71-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებში ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობის და წარმომადგენლის უარის არმიღების საფუძვლებს დაემატა 143¹ ან/და 143² მუხლის დანაშაულში დაზარალებულობა; ადვოკატის უზრუნველყოფა ორგანოს პირდაპირ ვალდებულებად ჩამოყალიბდა.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
პირველ პუნქტში წარმომადგენლობის სტადიებიდან ამოღებულია მოკვლევა და ადვოკატთა რაოდენობის ზღვარი შეიცვალა ფორმულირებით „ადვოკატები“; მე-9 პუნქტში თანხმობის გარეშე უარზე დათანხმების აკრძალვა ახლა ეხება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას, ხოლო დანარჩენი ცვლილებები ფორმულირებითია.
· გამოქვეყნდა 30 მაი. 2000
71-ე მუხლის მე-2 ნაწილში ხანდაზმულობის ათვლის დასასრული გადატანილია განაჩენის ძალაში შესვლიდან ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის მომენტზე.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
71-ე მუხლში პირველი ნაწილიდან ამოღებულია დაზარალებულის მიერ მოწვეული პირის მიერ წარმომადგენლობა, მე-2 ნაწილიდან კანონიერ წარმომადგენელთა ჩამოთვლა (მშობელი, მეურვე, მზრუნველი), ხოლო მე-4 ნაწილიდან — რამდენიმე წარმომადგენლის შესახებ წინადადება.
71-ე მუხლის პირველ პუნქტში დაზარალებულის ადვოკატთა რაოდენობა შეიზღუდა სამით, ხოლო მე-2 პუნქტში ადვოკატის მონაწილეობის უზრუნველყოფის ვალდებულება სასამართლოდან გადავიდა პროცესის მწარმოებელ ორგანოზე.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…არასრულწლოვანთა მართლმ…ადვოკატთა შესახებსაქართველოს ადმინისტრა…