1.ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს მათი თანხმობით სახელმწიფოს ხარჯზე დაუნიშნოს დამცველი – ადვოკატი, თუ ისინი არასმქონენი არიან, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.
2.დაცვა დანიშვნით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს დადგენილ განაკვეთზე ნაკლები.
3.დაცვა დანიშვნით გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს არ მოუწვევია დამცველი შეთანხმებით.
4.სახელმწიფო ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, აგრეთვე ადვოკატთა კოლეგიასა და ადვოკატთა სხვა გაერთიანებას უფლება აქვთ ეჭვმიტანილი და ბრალდებული გაათავისუფლონ დაცვის საფასურისაგან სხვა შემთხვევაშიც, რომელიც ამ მუხლში არ არის აღნიშნული. პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ დამცველის საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების შემთხვევაში სახელმწიფო კისრულობს მისი შრომის ანაზღაურების მთელ ხარჯებს.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
უზენაესმა სასამართლომ შეაფასა, რამდენად კანონიერად დაენიშნა მსჯავრდებულს სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატი სააპელაციო განხილვისას. პალატამ დაადგინა, რომ ადვოკატი დაინიშნა მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე და საქმეში მისი ორდერი არ მოიპოვებოდა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განაჩენი გაუქმდა მხოლოდ საჩივრის ავტორის მიმართ და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ახალი განხილვისათვის დაუბრუნდა.
საკასაციო პალატამ განიხილა სახელმწიფოს ხარჯზე დამცველის მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე დანიშვნის საკითხი. პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ ადვოკატი მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე დანიშნა და საქმეში ადვოკატის ორდერიც არ მოიპოვებოდა. მან საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მსჯავრდებულის მიმართ სააპელაციო განაჩენი გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ხელახლა განსახილველად დაუბრუნა; საბოლოო სასჯელი არ განუსაზღვრავს.
საკასაციო პალატამ განიხილა დაცვის უფლების, მტკიცებულებების შეფასებისა და მსჯავრდებულთათვის უფრო მსუბუქი სისხლის სამართლის კანონის გამოყენების საკითხები. მან საჩივრები არ დააკმაყოფილა, თუმცა ზედმეტად წარდგენილი ბრალდებები მოხსნა და ცალკეული ქმედებები გადააკვალიფიცირა. საბოლოო სასჯელები უცვლელად დარჩა: ორი მსჯავრდებულისთვის შესაბამისად 20 და 18 წლით, ხოლო მესამე მსჯავრდებულისთვის, პატიმრობაში გატარებული დროის ჩათვლით, 9 წლით, 9 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატამ შეაფასა დაცვის უფლების, სასამართლოს შემადგენლობისა და მტკიცებულებათა შეფასების შესახებ საჩივრები, აგრეთვე სასჯელების სიმკაცრე. პალატამ ორივე საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და სააპელაციო განაჩენი უცვლელად დატოვა. ოთხი მსჯავრდებულის საბოლოო სასჯელები დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა, ჩვიდმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა, ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა და ხუთი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა.
პალატამ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა სასამართლო განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შუამდგომლობის გადაწყვეტა. მან დაასკვნა, რომ მაშინ მოქმედი საპროცესო კანონი ამ სტადიაზე ასეთი შუამდგომლობის განხილვას არ ითვალისწინებდა. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განხილვის გადაწყვეტილება.
უზენაესმა სასამართლომ განიხილა ექსტრადიციის შესახებ გენერალური პროკურორის დადგენილების გასაჩივრებისას დამცველის სავალდებულო მონაწილეობის საკითხი. პალატამ დაადგინა, რომ პროცესის ენის არმცოდნე მსჯავრდებულის საჩივარი ადვოკატის გარეშე განიხილეს, რაც სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ექსტრადიციის საკითხზე საქმე იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახლა განსახილველად გადაეცა. ცალკეული სისხლის სამართლის განაჩენით განსაზღვრული ოთხწლიანი თავისუფლების აღკვეთის შეცვლა ამ განჩინებით არ გადაწყვეტილა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს მათი თანხმობით სახელმწიფოს ხარჯზე დაუნიშნოს დამცველი – ადვოკატი, თუ ისინი არასმქონენი არიან, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.2. დაცვა დანიშვნით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს დადგენილ განაკვეთზე ნაკლები.3. დაცვა დანიშვნით გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს არ მოუწვევია დამცველი შეთანხმებით.4. სახელმწიფო ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, აგრეთვე ადვოკატთა კოლეგიასა და ადვოკატთა სხვა გაერთიანებას უფლება აქვთ ეჭვმიტანილი და ბრალდებული გაათავისუფლონ დაცვის საფასურისაგან სხვა შემთხვევაშიც, რომელიც ამ მუხლში არ არის აღნიშნული. პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ დამცველის საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების შემთხვევაში სახელმწიფო კისრულობს მისი შრომის ანაზღაურების მთელ ხარჯებს.საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №6 · ძალაშია 1 ივნ. 1999-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
80-ე მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა: სავალდებულო დაცვა ახლა ეფუძნება არასმქონეობას და სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნას, ამოღებულია სავალდებულო დაცვის ქვეპუნქტიანი ჩამონათვალი და დამცველზე უარის თქმის წესი, ხოლო პუნქტები გადანომრილია.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შინაგან სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო პენსიის/საპ…საქართველოს ადმინისტრა…