საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 81. იძულებითი დაცვა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის უარი დამცველის დანიშვნაზე, თუ: ა) ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი არასრულწლოვანია; ბ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, ან ფსიქიკური დაავადება, რომელიც აძნელებს დაცვის უფლების განხორციელებას; გ) ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა ან განსასჯელმა არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; დ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც შეიძლება სასჯელად დაინიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა; ე) განიხილება პირის მიმართ სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საკითხი; ვ) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა ან განსასჯელთა ინტერესებს შორის არის წინააღმდეგობა და თუნდაც ერთ მათგანს ჰყავს დამცველი; ზ) დაზარალებულის ან სამოქალაქო მოსარჩელის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი; თ) ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე; ი) პროცესის მონაწილის მიმართ გამოყენებულია დაცვის სპეციალური ღონისძიება (გარდა ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიებისა).

2.თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევა შესაძლებლობა, 48 საათში დანიშნოს დამცველი. თუ იგი ამ ვადაში არ დანიშნავს დამცველს, პირს დამცველი დაენიშნება სავალდებულო წესით.

3.თუ განსასჯელის (მსჯავრდებულის) დამცველი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოში, სასამართლო უფლებამოსილია პირველივე გამოუცხადებლობის შემთხვევაში განსასჯელს (მსჯავრდებულს) დაუნიშნოს დამცველი სავალდებულო წესით, რაც არ ზღუდავს განსასჯელის (მსჯავრდებულის) უფლებას, მოიწვიოს დამცველი საკუთარი სურვილით.

4.თუ განსასჯელის (მსჯავრდებულის) მიერ არჩეული დამცველი საპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში და სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოუცხადებლობა აჭიანურებს პროცესის მიმდინარეობას ან/და ხელს უშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას, სასამართლო უფლებამოსილია განსასჯელს (მსჯავრდებულს) დაუნიშნოს დამცველი სავალდებულო წესით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის უარი დამცველის დანიშვნაზე, თუ: ა) ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი არასრულწლოვანია; ბ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, ან ფსიქიკური დაავადება, რომელიც აძნელებს დაცვის უფლების განხორციელებას; გ) ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა ან განსასჯელმა არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; დ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც შეიძლება სასჯელად დაინიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა; ე) განიხილება პირის მიმართ სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საკითხი; ვ) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა ან განსასჯელთა ინტერესებს შორის არის წინააღმდეგობა და თუნდაც ერთ მათგანს ჰყავს დამცველი; ზ) დაზარალებულის ან სამოქალაქო მოსარჩელის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი; თ) ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე; ი) პროცესის მონაწილის მიმართ გამოყენებულია დაცვის სპეციალური ღონისძიება (გარდა ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიებისა). 2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევა შესაძლებლობა, 48 საათში დანიშნოს დამცველი. თუ იგი ამ ვადაში არ დანიშნავს დამცველს, პირს დამცველი დაენიშნება სავალდებულო წესით. 3. თუ განსასჯელის (მსჯავრდებულის) დამცველი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოში, სასამართლო უფლებამოსილია პირველივე გამოუცხადებლობის შემთხვევაში განსასჯელს (მსჯავრდებულს) დაუნიშნოს დამცველი სავალდებულო წესით, რაც არ ზღუდავს განსასჯელის (მსჯავრდებულის) უფლებას, მოიწვიოს დამცველი საკუთარი სურვილით. 4. თუ განსასჯელის (მსჯავრდებულის) მიერ არჩეული დამცველი საპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში და სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოუცხადებლობა აჭიანურებს პროცესის მიმდინარეობას ან/და ხელს უშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას, სასამართლო უფლებამოსილია განსასჯელს (მსჯავრდებულს) დაუნიშნოს დამცველი სავალდებულო წესით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №79 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 დეკ. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    81-ე მუხლის 1-ლ ნაწილში ამოღებულია იძულებითი ღონისძიების მქონე პირისა და მისი წარმომადგენლის უარის წესი, „ბ“ ქვეპუნქტს დაემატა ფსიქიკური დაავადება, ხოლო „ე“ და „ი“ ქვეპუნქტები სტილისტურად გადაკეთდა.

  2. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    81-ე მუხლის მე-2 ნაწილი ახლა ეხება ნებისმიერ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, რომელიც თავს არიდებს გამოცხადებას; დამცველის დანიშვნის ვადაა 48 საათი, ხოლო ვადაში დაუნიშვნელობისას დამცველი სავალდებულო წესით ენიშნება.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    81-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 პუნქტები, რომლებიც სასამართლოს აძლევს უფლებას, დამცველის გამოუცხადებლობისას განსასჯელს (მსჯავრდებულს) სავალდებულო წესით დაუნიშნოს დამცველი.

  4. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2005

    81-ე მუხლის მე-2 ნაწილში ერთკვირიანი ვადით დამცველის დანიშვნისა და ვადის გაშვებისას სავალდებულო წესით დანიშვნის წესი ქურდული სამყაროს წევრსაც გავრცელდა, ზმნები კი მხოლობით რიცხვში ჩამოყალიბდა.

  5. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    81-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი უკავშირდება ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საკითხის განხილვას, ხოლო ახალი „ი“ ქვეპუნქტით დამცველის სავალდებულო მონაწილეობა ვრცელდება დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შემთხვევებზეც.

  6. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    81-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში ენის აღმნიშვნელი ტერმინი „სამართალწარმოების ენა“ შეიცვალა „სისხლის სამართლის პროცესის ენით“.

  7. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    81-ე მუხლში გადაკეთდა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების მქონე პირზე მიმართული ფორმულირება და ამოღებულია „თ“ ქვეპუნქტი სახელმწიფო ბრალმდებლის მონაწილეობის შესახებ.

  8. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004

    81-ე მუხლის მე-2 ნაწილში დამცველის დანიშვნისა და სავალდებულო დანიშვნის წესი რეკეტირზეც გავრცელდა.

  9. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    81-ე მუხლს დაემატა „თ“ ქვეპუნქტი საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების შემთხვევისთვის და ახალი მე-2 ნაწილი თავის ამრიდებელი თანამდებობის პირისთვის დამცველის დანიშვნის ერთკვირიანი ვადითა და სავალდებულო დანიშვნით.

  10. 81-ე მუხლის პირველ წინადადებაში დაემატა სიტყვა „აგრეთვე“, რომლითაც გამიჯნულია ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი და სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების მქონე პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი.

  11. 81-ე მუხლში დისკრეციული უფლება უარის არმიღებაზე შეიცვალა აკრძალვით და მიღების აკრძალვის საფუძვლად ახლა ა)–თ) ქვეპუნქტების ჩამონათვალია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3682314064255157683454046285073081
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს შინაგან სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს კონსტიტუცი…