საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 9. თანასწორობა კანონისა და სასამართლოს წინაშე

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილისალომე კობერიძე

1.ყველა თანასწორია კანონისა და სასამართლოს წინაშე – რასის, ეროვნების, ენის, სქესის, სოციალური წარმოშობის, ქონებრივი და თანამდებობრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, რწმენის, აგრეთვე სხვა გარემოებების მიუხედავად.

2.საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრისა და საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო დამცველის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, – მათ მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი და საქართველოს სხვა კანონები.

3.დაუშვებელია ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირთა მიერ პრივილეგიებისა და იმუნიტეტის გამოყენება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • №18საზ-102010-09-2823
    საკასაციო არსებითი (T2)

    არასრულწლოვნით ვაჭრობის კვალიფიკაცია

    პალატამ განიხილა, წარმოადგენდა თუ არა არასრულწლოვნის შვილად აყვანის მიზნით გაყიდვის შესახებ ახალი ნორმა განაჩენის გადასინჯვისა და მსჯავრდებულთა ქმედების გადაკვალიფიცირების საფუძველს. პალატის განმარტებით, აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის გადამწყვეტია უშუალო გამყიდველისა და მყიდველის შვილად აყვანასთან დაკავშირებული მიზანი, რომელიც საქმეზე დადგენილი გარემოებებით არ არსებობდა. ორივე საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განაჩენი უცვლელად დარჩა: ოთხ მსჯავრდებულს საბოლოოდ მიესაჯა თერთმეტი წლით, ხოლო ერთს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №497-დად2004-12-1117
    საკასაციო არსებითი (T2)

    აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების შეფარდება

    საკასაციო პალატამ განიხილა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების შეფარდების კანონიერება. პალატის განმარტებით, ამ საკითხის განხილვისას სასამართლო ბრალეულობას არ წყვეტს, ხოლო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის იმუნიტეტზე მითითება ბრძანების გაუქმების საფუძველი არ იყო. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამი თვით დაპატიმრების შესახებ ბრძანება უცვლელად დარჩა.

  • №270-დად2004-07-1913
    საკასაციო არსებითი (T2)

    აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება

    საკასაციო პალატამ განიხილა ბრალდებულის საჩივარი აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების შეფარდებისა და მის მიერ მითითებული მოსამართლის იმუნიტეტის შესახებ. პალატის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების განხილვისას სასამართლო არ მსჯელობს ბრალეულობაზე, ხოლო მითითებული იმუნიტეტი ბრძანების გაუქმების საფუძველი არ იყო. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამი თვით დაპატიმრების ბრძანება უცვლელად დარჩა.

  • №200-დად2003-10-029
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის გასაჩივრება

    საკასაციო პალატამ განიხილა პოლიციელთა მიერ განმცხადებლის სავარაუდო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის კანონიერება. პალატის შეფასებით, მოკვლევისას განცხადებაში მითითებული ცნობები სრულყოფილად შემოწმდა, თუმცა ცემის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის აღძვრაზე უარი უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ყველა თანასწორია კანონისა და სასამართლოს წინაშე – რასის, ეროვნების, ენის, სქესის, სოციალური წარმოშობის, ქონებრივი და თანამდებობრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, რწმენის, აგრეთვე სხვა გარემოებების მიუხედავად. 2. საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრისა და საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო დამცველის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, – მათ მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კოდექსი და საქართველოს სხვა კანონები. 3. დაუშვებელია ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ პირთა მიერ პრივილეგიებისა და იმუნიტეტის გამოყენება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2976 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.192 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 23 მარ. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    მე-2 ნაწილის განსაკუთრებული სისხლისსამართლებრივი წესის მქონე პირთა ჩამონათვალიდან ამოღებულია გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრი, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატები, ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო დამცველი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

  2. · გამოქვეყნდა 5 სექ. 2003

    მე-2 ნაწილში პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და საპროცესო იძულების ღონისძიებათა განსაკუთრებული წესი გავრცელდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმუნიტეტის მქონე წარმომადგენელზე; ფრაზა „მათ მიმართ“ გადაადგილდა.

  3. მე-9 მუხლის მე-2 ნაწილში გაფართოვდა იმუნიტეტის მქონე პირთა ჩამონათვალი და წესის წყაროდ დაემატა საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კოდექსი და სხვა კანონები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
134363²111211212549739
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს კონსტიტუცი…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს ზოგადი ადმ…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს მოქალაქეობ…სისხლის სამართლის საერ…