კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

მუხლი 20⁴

რედაქცია №107 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტი

1.დაუშვებელია მამხილებლის ან მისი ახლო ნათესავის დაშინება, შევიწროება, იძულება, დამცირება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, დისკრიმინაციული მოპყრობა ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელება მხილების ფაქტთან დაკავშირებით.

2.დაუშვებელია მამხილებლის მიმართ ადმინისტრაციული ან სამოქალაქო სამართალწარმოების ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, აგრეთვე მის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენება მხილების ფაქტთან დაკავშირებული გარემოებების გამო.

3.თუ მამხილებლის მიმართ დისციპლინური წარმოება ან ადმინისტრაციული სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს, ის უნდა შეჩერდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) დისციპლინური წარმოება, ადმინისტრაციული სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან სისხლის სამართლის პროცესი მხილების ფაქტთან დაკავშირებული არ არის; ბ) ამ მუხლით დადგენილი დაცვის გარანტიებით სარგებლობის მიზანია სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ხელყოფა, მისი კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივება.

4.მამხილებლის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენებისას,  ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას შესაბამისი საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს, რომ ეს დაკავშირებული არ არის მხილების ფაქტთან და ამისათვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

5.ამ მუხლით დადგენილი დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.

6.სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას მხილებასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, თუ ამ საქმეში მონაწილეობის გამო მამხილებლის, მისი ახლო ნათესავის ან მხილების მოწმის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას საფრთხე ემუქრება, მამხილებელი, მისი ახლო ნათესავი, მხილების მოწმე ან განცხადების განმხილველი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს პროკურატურას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ.

7.მამხილებელი უფლებამოსილია განცხადების განმხილველი ორგანოს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევა გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40 საქართველოს 2014 წლის 2 აპრილის კანონი №2172 - ვებგვერდი, 14.04.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დაუშვებელია მამხილებლის ან მისი ახლო ნათესავის დაშინება, შევიწროება, იძულება, დამცირება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, დისკრიმინაციული მოპყრობა ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელება მხილების ფაქტთან დაკავშირებით. 2. დაუშვებელია მამხილებლის მიმართ ადმინისტრაციული ან სამოქალაქო სამართალწარმოების ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, აგრეთვე მის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენება მხილების ფაქტთან დაკავშირებული გარემოებების გამო. 3. თუ მამხილებლის მიმართ დისციპლინური წარმოება ან ადმინისტრაციული სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს, ის უნდა შეჩერდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) დისციპლინური წარმოება, ადმინისტრაციული სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან სისხლის სამართლის პროცესი მხილების ფაქტთან დაკავშირებული არ არის; ბ) ამ მუხლით დადგენილი დაცვის გარანტიებით სარგებლობის მიზანია სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ხელყოფა, მისი კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივება. 4. მამხილებლის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენებისას,  ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას შესაბამისი საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს, რომ ეს დაკავშირებული არ არის მხილების ფაქტთან და ამისათვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. 5. ამ მუხლით დადგენილი დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. 6. სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას მხილებასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, თუ ამ საქმეში მონაწილეობის გამო მამხილებლის, მისი ახლო ნათესავის ან მხილების მოწმის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას საფრთხე ემუქრება, მამხილებელი, მისი ახლო ნათესავი, მხილების მოწმე ან განცხადების განმხილველი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს პროკურატურას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ. 7. მამხილებელი უფლებამოსილია განცხადების განმხილველი ორგანოს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევა გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40 საქართველოს 2014 წლის 2 აპრილის კანონი №2172 - ვებგვერდი, 14.04.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №52 · ძალაშია 1 ივლ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 ნოე. 1997 – 1 აგვ. 2009 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²11⁵1120⁶20¹20³191¹475¹12535420⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსკორუფციის წინააღმდეგ ბ…საერთო სასამართლოების …დისკრიმინაციის ყველა ფ…საქართველოს სისხლის სა…შეკრებებისა და მანიფეს…პენიტენციურ დაწესებულე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №107 · ბოლოს შემოწმდა