საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 109¹. დაცვის სპეციალური ღონისძიებანი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქმის არსებითი განხილვის დროს დაუშვებელია სასამართლოში პროცესის მონაწილის დაკითხვა მისი ვინაობის გასაიდუმლოებით ან იდენტიფიცირების შეცვლით.

2.სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილე იკითხება უშუალოდ და ზეპირად.

3.მოსამართლე (სასამართლო), პროკურორის შუამდგომლობით უფლებამოსილია გამოიყენოს პროცესის მონაწილეთა დაცვის ერთი ან რამდენიმე შემდეგი სპეციალური ღონისძიება: ა) საჯარო რეესტრიდან ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერიდან დაზარალებულის ან მოწმის ამოცნობისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობის მქონე მონაცემთა, კერძოდ, სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის შეცვლა ან ამოღება; ბ) დაზარალებულის ან მოწმის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი საპროცესო და ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტის გასაიდუმლოება; გ) ფსევდონიმის მინიჭება; დ) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიება.

4.პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პროცესის მონაწილეთა დაცვის შემდეგი სახის სპეციალური ღონისძიების გამოყენებაზე: ა) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიება; ბ) საცხოვრებელი ადგილის დროებითი ან მუდმივი შეცვლა; გ) გარეგნობის შეცვლა.

5.სასამართლოში არსებითი განხილვისას მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვის შემდეგ პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში ჩამოთვლილი ნებისმიერი დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

6.პროკურორი უფლებამოსილია პროცესის მონაწილესთან დაკავშირებული პირების მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული დაცვის ნებისმიერი სპეციალური ღონისძიება.

7.ბრალდებულის ან განსასჯელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიება. აღნიშნული შუამდგომლობა წარედგინება მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით.

8.სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების განხორციელების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

9.თუ მოწმის ან დაზარალებულის მიმართ წინასწარი გამოძიების დროს გამოყენებული იყო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიება, სასამართლოში მისი დაკითხვის შემდეგ, ბრალდებულს ან მის დამცველს, მოთხოვნის შემთხვევაში, მოსამართლე (სასამართლო) აძლევს გონივრულ ვადას დაცვის მომზადებისათვის, მაგრამ არა უმეტეს 7 დღისა. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქმის არსებითი განხილვის დროს დაუშვებელია სასამართლოში პროცესის მონაწილის დაკითხვა მისი ვინაობის გასაიდუმლოებით ან იდენტიფიცირების შეცვლით. 2. სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილე იკითხება უშუალოდ და ზეპირად. 3. მოსამართლე (სასამართლო), პროკურორის შუამდგომლობით უფლებამოსილია გამოიყენოს პროცესის მონაწილეთა დაცვის ერთი ან რამდენიმე შემდეგი სპეციალური ღონისძიება: ა) საჯარო რეესტრიდან ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერიდან დაზარალებულის ან მოწმის ამოცნობისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობის მქონე მონაცემთა, კერძოდ, სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის შეცვლა ან ამოღება; ბ) დაზარალებულის ან მოწმის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი საპროცესო და ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტის გასაიდუმლოება; გ) ფსევდონიმის მინიჭება; დ) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიება. 4. პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პროცესის მონაწილეთა დაცვის შემდეგი სახის სპეციალური ღონისძიების გამოყენებაზე: ა) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიება; ბ) საცხოვრებელი ადგილის დროებითი ან მუდმივი შეცვლა; გ) გარეგნობის შეცვლა. 5. სასამართლოში არსებითი განხილვისას მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვის შემდეგ პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში ჩამოთვლილი ნებისმიერი დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების თაობაზე. 6. პროკურორი უფლებამოსილია პროცესის მონაწილესთან დაკავშირებული პირების მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული დაცვის ნებისმიერი სპეციალური ღონისძიება. 7. ბრალდებულის ან განსასჯელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიება. აღნიშნული შუამდგომლობა წარედგინება მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. 8. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების განხორციელების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. 9. თუ მოწმის ან დაზარალებულის მიმართ წინასწარი გამოძიების დროს გამოყენებული იყო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიება, სასამართლოში მისი დაკითხვის შემდეგ, ბრალდებულს ან მის დამცველს, მოთხოვნის შემთხვევაში, მოსამართლე (სასამართლო) აძლევს გონივრულ ვადას დაცვის მომზადებისათვის, მაგრამ არა უმეტეს 7 დღისა. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 10 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 მარ. 1998 – 10 იან. 2006 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14820331684011875⁶¹2423473430109¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო დაცვის შე…პროკურატურის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…