Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 34

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 34. წარმომადგენლობა თავშესაფრის პროცედურაში

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლითავშესაფრის განცხადებებიექსტრადიციაწინასასამართლო და პროცედურული დაცვაკომერციული სასამართლოკინო და ტელევიზია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე შეუძლია საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურების უფლებით, ხოლო ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე თავშესაფრის მაძიებლის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან ან შეწყვეტასთან, საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარებით.

2.თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას, აგრეთვე სასამართლო დავის წარმოებისას ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ამასთანავე, სასამართლო დავის წარმოებისას ადვოკატმა მონაწილეობა შეიძლება მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ანკეტირებაზე, გასაუბრებაზე ან სასამართლო სხდომაზე ადვოკატის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ანკეტირების ან გასაუბრების ჩატარებას ან სასამართლოში საქმის განხილვას არ აფერხებს.

3.უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან/საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან ანკეტირებასა და გასაუბრებაზე დასწრების უფლება აქვს მის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატს (არსებობის შემთხვევაში).

4.უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან/საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან ანკეტირების ან გასაუბრების მიმდინარეობისას უფლებამოსილი თანამდებობის პირის შეკითხვებს უპასუხებს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი/საერთაშორისო დაცვის მქონე პირი. ადვოკატს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ანკეტირების ან გასაუბრების დასრულებისას დასვას დამაზუსტებელი შეკითხვები. ანკეტირების ან გასაუბრების მიმდინარეობისას ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის სხვაგვარი ჩარევა დაუშვებელია. ანკეტირებაში ან გასაუბრებაში ჩარევის შემთხვევაში ადვოკატმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა დატოვოს ის, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი. მასში მიეთითება ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ანკეტირების ან გასაუბრების დატოვების მიზეზი. ეს ოქმი დაერთვის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის/საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირად საქმეს.

5.თუ ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით ფერხდება თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობა, მათ შორის, სასამართლო დავის წარმოებისას, თავშესაფრის პროცედურა ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ხორციელდება.

6.თუ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის/საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ აყვანილი ადვოკატი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, სასამართლო სარჩელს ადვოკატის მონაწილეობის გარეშე განიხილავს. ამ შემთხვევაში არ ინიშნება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.

7.ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანზე. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან ანკეტირებას ან გასაუბრებას ესწრება მისი კანონიერი წარმომადგენელი. კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია ანკეტირების ან გასაუბრების მიმდინარეობისას დასვას შეკითხვები ან გააკეთოს კომენტარები უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.

წინა მუხლი 33შემდეგი მუხლი 35

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მსხვერპლის მხარდაჭერა და წარმომადგენლობა11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იურიდიული მხარდაჭერა საგანგებო სიტუაციების დროს5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასამართლო დავების მხარდაჭერ4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაკმაყოფილება და აბეტინგის დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 33

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 66თავშესაფრის მაძიებლის უფლებები
  • 49თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტა
  • 41თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 27საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და ანკეტირება
  • 56თავშესაფრის მაძიებლის უფლებები
  • 40ფსიქიკური ან გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 41უცხოელის უფლებების დაცვა

პენიტენციური კოდექსი

  • 95იურიდიული დახმარება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 40ბრალდებულის დასწრების უფლების შეზღუდვა

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 5იურიდიული დახმარების გაწევის პირობები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 38საერთაშორისო სასამართლოში გამოძახება

ადვოკატთა შესახებ

  • 17ადვოკატის თანაშემწე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
381754041275640953366494134
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…იურიდიული დახმარების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026