1.საქმის წარმოების დამთავრებამდე გამოძიების ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს: მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ პირუტყვს, ფრინველს, სხვა შინაურ ცხოველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვთ დადებული. საქმის წარმოების დამთავრებამდე გამოძიების ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვთ დადებული.
1¹.თუ ნივთიერი მტკიცებულება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არის სატრანსპორტო საშუალება – საგანი, რომელიც მესაკუთრის (მფლობელის) ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი კანონიერი მფლობელობიდან, საქმის მწარმოებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით წერილობით შესთავაზებს საგნის მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს, თუ ასეთი პირი ცნობილია, დაიბრუნოს თავისი კუთვნილი საგანი. საქმის მწარმოებელმა ორგანომ წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს საგნის მესაკუთრეს (მფლობელს) მისი ვინაობის დადგენისთანავე. წერილობითი შეტყობინების მიღება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით ან ამ შეტყობინებაზე საგნის მესაკუთრის (მფლობელის) ხელის მოწერით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისად ოჯახის წევრის ანდა უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. საგნის მესაკუთრე (მფლობელი) წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 45 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს თავისი კუთვნილი საგნის დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას. თუ საგნის მესაკუთრე (მფლობელი) აღნიშნულ ვადაში არ დაიბრუნებს თავის კუთვნილ საგანს, საქმის მწარმოებელი ორგანო უზრუნველყოფს მის შენახვას არა უმეტეს 3 თვისა. თუ ასეთ შემთხვევაში საგნის მესაკუთრე (მფლობელი) გადაწყვეტს საგნის დაბრუნებას, იგი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის საგნის შენახვისა და მოვლის ხარჯებს, რომელთა დღიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი საბაზრო ღირებულების 1%-ს. საგნის შეფასებას ახორციელებს ექსპერტი. სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ პროკურორი სასამართლოს მიმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით ამ კოდექსის 233
1
მუხლით დადგენილი წესით საგნის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საგნის განკარგვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2.თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი არ არის ცნობილი, არ არსებობს მისი კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი უნდა ჩაბარდეს შესაბამის ორგანიზაციას გამოსაყენებლად, შესანახად, მოსავლელად ან უნდა განხორციელდეს მისი სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა ამ კოდექსის 233
1
მუხლით დადგენილი წესით. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საგნის განკარგვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქმის წარმოების დამთავრებამდე გამოძიების ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს: მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ პირუტყვს, ფრინველს, სხვა შინაურ ცხოველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვთ დადებული. საქმის წარმოების დამთავრებამდე გამოძიების ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვთ დადებული.11. თუ ნივთიერი მტკიცებულება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არის სატრანსპორტო საშუალება – საგანი, რომელიც მესაკუთრის (მფლობელის) ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი კანონიერი მფლობელობიდან, საქმის მწარმოებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით წერილობით შესთავაზებს საგნის მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს, თუ ასეთი პირი ცნობილია, დაიბრუნოს თავისი კუთვნილი საგანი. საქმის მწარმოებელმა ორგანომ წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს საგნის მესაკუთრეს (მფლობელს) მისი ვინაობის დადგენისთანავე. წერილობითი შეტყობინების მიღება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით ან ამ შეტყობინებაზე საგნის მესაკუთრის (მფლობელის) ხელის მოწერით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისად ოჯახის წევრის ანდა უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. საგნის მესაკუთრე (მფლობელი) წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 45 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს თავისი კუთვნილი საგნის დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას. თუ საგნის მესაკუთრე (მფლობელი) აღნიშნულ ვადაში არ დაიბრუნებს თავის კუთვნილ საგანს, საქმის მწარმოებელი ორგანო უზრუნველყოფს მის შენახვას არა უმეტეს 3 თვისა. თუ ასეთ შემთხვევაში საგნის მესაკუთრე (მფლობელი) გადაწყვეტს საგნის დაბრუნებას, იგი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის საგნის შენახვისა და მოვლის ხარჯებს, რომელთა დღიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი საბაზრო ღირებულების 1%-ს. საგნის შეფასებას ახორციელებს ექსპერტი. სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ პროკურორი სასამართლოს მიმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით ამ კოდექსის 2331მუხლით დადგენილი წესით საგნის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საგნის განკარგვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი არ არის ცნობილი, არ არსებობს მისი კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი უნდა ჩაბარდეს შესაბამის ორგანიზაციას გამოსაყენებლად, შესანახად, მოსავლელად ან უნდა განხორციელდეს მისი სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა ამ კოდექსის 2331მუხლით დადგენილი წესით. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საგნის განკარგვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №77 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2007
123-ე მუხლის 1¹ და მე-2 ნაწილებში სატრანსპორტო საშუალების სახით ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა ახლა პროკურორის შუამდგომლობით სასამართლოს გზით, 233¹ მუხლის წესით ხდება; ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში იხდება.
· გამოქვეყნდა 3 იან. 2007
123-ე მუხლის პირველ ნაწილში სატრანსპორტო საშუალებები გამოეყო იმ საგნების ჩამონათვალს, რომელთა დაბრუნებაც გამოძიების ორგანოს ევალება, და ცალკე წინადადებით მათი ყადაღადაუდებელი სახით მესაკუთრისთვის ან მფლობელისთვის დაბრუნება ახლა შესაძლებლობაა.
· გამოქვეყნდა 27 აგვ. 2004
123-ე მუხლს დაემატა 1¹ ნაწილი უკანონოდ გასული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის დაბრუნების შეთავაზების, 45-დღიანი ვადისა და 3-თვიანი შენახვის წესით; მე-2 ნაწილში დაემატა კანონიერი წარმომავლობის დოკუმენტის არარსებობის საფუძველი და საგნის განკარგვის შესაძლებლობა.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სამოქალაქო…ინტელექტუალურ საკუთრებ…