საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 124. გადაწყვეტილება ნივთიერ მტკიცებულებათა შესახებ საქმის წარმოების დამთავრების დროს

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინებაში ან დადგენილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ ჩამორთმევას დაქვემდებარებულ დანაშაულის საგანს ან/და იარაღს ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს ღირებულება, იგი უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, ნადგურდება, ხოლო დაინტერესებული პირის ან დაწესებულების შუამდგომლობით, მას გადაეცემა; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, გადაეცემა სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, განსასჯელისა და იმ პირის გარდა, რომელთაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. თუ ნივთი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, მასზე ვრცელდება ამ კოდექსის 123-ე მუხლის 1 1 ნაწილით დადგენილი წესი.

2.წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას მატერიალური ღირებულების მქონე ნივთიერი მტკიცებულების განადგურება, ჩამორთმევა და გადაცემა ხდება მხოლოდ მოსამართლის დადგენილების საფუძველზე. ამ საკითხს მოსამართლე განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, იმ ცნობისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც გამომძიებელმა წარადგინა.

3.ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების გამო დავა წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. თუ ასეთი დავა წარმოიშვა, ნივთიერი მტკიცებულება ინახება სისხლის სამართლის საქმესთან სარჩელის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლოს, რომელიც ასეთ სარჩელს განიხილავს, უფლება აქვს გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმესთან შენახული ნივთიერი მტკიცებულება.

4.ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება ჩამორთმევას ან სამოქალაქო სარჩელის ანაზღაურებას. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინებაში ან დადგენილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ ჩამორთმევას დაქვემდებარებულ დანაშაულის საგანს ან/და იარაღს ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს ღირებულება, იგი უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, ნადგურდება, ხოლო დაინტერესებული პირის ან დაწესებულების შუამდგომლობით, მას გადაეცემა; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, გადაეცემა სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, განსასჯელისა და იმ პირის გარდა, რომელთაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. თუ ნივთი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, მასზე ვრცელდება ამ კოდექსის 123-ე მუხლის 1 1 ნაწილით დადგენილი წესი. 2. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას მატერიალური ღირებულების მქონე ნივთიერი მტკიცებულების განადგურება, ჩამორთმევა და გადაცემა ხდება მხოლოდ მოსამართლის დადგენილების საფუძველზე. ამ საკითხს მოსამართლე განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, იმ ცნობისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც გამომძიებელმა წარადგინა. 3. ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების გამო დავა წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. თუ ასეთი დავა წარმოიშვა, ნივთიერი მტკიცებულება ინახება სისხლის სამართლის საქმესთან სარჩელის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლოს, რომელიც ასეთ სარჩელს განიხილავს, უფლება აქვს გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმესთან შენახული ნივთიერი მტკიცებულება. 4. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება ჩამორთმევას ან სამოქალაქო სარჩელის ანაზღაურებას. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №378 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.123 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 1 თებ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 იან. 2006

    124-ე მუხლის პირველი პუნქტის ბოლო წინადადებაში ამოღებულია მითითება მსჯავრდებულის ქონებაზე, ხოლო „საპროცესო კონფისკაციას, განადგურებას“ ჩანაცვლებულია „ჩამორთმევით“; გამონაკლისი ეხება ქონებას, რომელიც ექვემდებარება ჩამორთმევას ან სამოქალაქო სარჩელის ანაზღაურებას.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    124-ე მუხლის მე-2 პუნქტში ამოღებულია „მომკვლევმა ან“, ამიტომ მოსამართლისთვის ცნობისა და სხვა დოკუმენტების წარმდგენად დასახელებულია მხოლოდ გამომძიებელი.

  3. · გამოქვეყნდა 27 აგვ. 2004

    124-ე მუხლის პირველ ნაწილში დაემატა დათქმა, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე ვრცელდება 123-ე მუხლის 1¹ ნაწილის წესი.

  4. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    124-ე მუხლის პირველ ნაწილში ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტის წესი ახლა ვრცელდება განაჩენზე, განჩინებასა და საქმის შეწყვეტის დადგენილებაზე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4241272491611541581238180793566124
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის საერ…ხელშეკრულება საქართველ…