ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 7. შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 21 თებ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილისანდრო სარუხანიშვილი

1.სამსახურის თანხმობით განმცხადებელს უფლება აქვს, საქონლის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით შეამოწმოს შეჩერებული საქონელი და აიღოს შესამოწმებელი საქონლის ნიმუში. განმცხადებლის თხოვნის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია თავად აიღოს შესამოწმებელი საქონლის ნიმუში და ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველსაყოფად განმცხადებელს გაუგზავნოს. საქონლის ნიმუშებისათვის პასუხისმგებლობა განმცხადებელს ეკისრება. ამასთანავე, თუ აღებული ნიმუში სრულად არ იქნება გახარჯული, განმცხადებელი ვალდებულია ექსპერტიზის დასრულებისთანავე დააბრუნოს ნიმუში ან მისი დარჩენილი ნაწილი.

2.განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის შეჩერების ვადის 10 სამუშაო დღით გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა არასაკმარისია შესამოწმებელი საქონლის აღებული ნიმუშის ექსპერტიზის ჩასატარებლად. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში ვადა არ გაგრძელდება.

3.მოთხოვნის საფუძველზე სამსახური ვალდებულია განმცხადებელსა და საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია (მათ შორის, საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობის, გამომგზავნის ან/და მიმღების, წარმოშობის ქვეყნის და დანიშნულების ადგილის შესახებ ინფორმაცია), რომელიც აუცილებელია საქონლის იდენტიფიცირებისათვის და შემოწმების ჩატარებისათვის. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. განმცხადებლის მიერ ამ ინფორმაციის გამჟღავნება იწვევს სამსახურის მიერ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღებას და საქონლის შეჩერების პროცედურის შეწყვეტას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
125214459611410971814135077
მითითებამნიშვნელობით ახლოსინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს საბაჟო კოდ…სასაქონლო ნიშნების შეს…პერსონალურ მონაცემთა დ…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა