საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 233¹. შუამდგომლობა საქმის წარმოების დამთავრებამდე ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პროკურორი საქმის წარმოების დამთავრებამდე ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, გამოძიების ადგილის მიხედვით.

2.მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, პროკურორის მონაწილეობით. შუამდგომლობის განხილვის შესახებ ეცნობება ნივთის მესაკუთრეს ან მფლობელს (თუ ასეთი ცნობილია), რომელსაც უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში. ნივთის მესაკუთრის (მფლობელის) გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას.

3.შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მოსამართლე ნივთიერ მტკიცებულებას მიაქცევს სახელმწიფო საკუთრებაში ან გამოაქვს დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4.მოსამართლის მიერ ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: დადგენილების გამოტანის დრო და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; ნივთის აღწერილობა და საიდენტიფიკაციო ნიშნები; ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი (თუ ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი უცნობია, მითითება მესაკუთრის (მფლობელის) დაუდგენლობის თაობაზე), სად და ვისთან ინახება იგი; გადაწყვეტილება ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს დადგენილება; დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადები.

5.მოსამართლის მიერ გამოტანილ დადგენილებაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უნდა აღინიშნოს: დადგენილების გამოტანის დრო და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; ნივთის აღწერილობა და საიდენტიფიკაციო ნიშნები; ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი (თუ ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი უცნობია, მითითება მესაკუთრის (მფლობელის) დაუდგენლობის თაობაზე), სად და ვისთან ინახება იგი; გადაწყვეტილება ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევაზე უარის თქმის თაობაზე; დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადები.

6.დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია მისი გამოტანიდან შვიდი დღის ვადაში ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს 72 საათის განმავლობაში. საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239 თავი XXX საჩივარი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პროკურორი საქმის წარმოების დამთავრებამდე ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, გამოძიების ადგილის მიხედვით. 2. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, პროკურორის მონაწილეობით. შუამდგომლობის განხილვის შესახებ ეცნობება ნივთის მესაკუთრეს ან მფლობელს (თუ ასეთი ცნობილია), რომელსაც უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში. ნივთის მესაკუთრის (მფლობელის) გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას. 3. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მოსამართლე ნივთიერ მტკიცებულებას მიაქცევს სახელმწიფო საკუთრებაში ან გამოაქვს დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 4. მოსამართლის მიერ ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: დადგენილების გამოტანის დრო და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; ნივთის აღწერილობა და საიდენტიფიკაციო ნიშნები; ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი (თუ ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი უცნობია, მითითება მესაკუთრის (მფლობელის) დაუდგენლობის თაობაზე), სად და ვისთან ინახება იგი; გადაწყვეტილება ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს დადგენილება; დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადები. 5. მოსამართლის მიერ გამოტანილ დადგენილებაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უნდა აღინიშნოს: დადგენილების გამოტანის დრო და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; ნივთის აღწერილობა და საიდენტიფიკაციო ნიშნები; ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი (თუ ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი უცნობია, მითითება მესაკუთრის (მფლობელის) დაუდგენლობის თაობაზე), სად და ვისთან ინახება იგი; გადაწყვეტილება ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევაზე უარის თქმის თაობაზე; დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადები. 6. დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია მისი გამოტანიდან შვიდი დღის ვადაში ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს 72 საათის განმავლობაში. საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239 თავი XXX საჩივარი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №77 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 მარ. 1998 – 1 აგვ. 2007 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2007

    ახალი 233¹ მუხლი აწესებს ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის სასამართლო პროცედურას: შუამდგომლობა, განხილვა, დადგენილების სავალდებულო რეკვიზიტები და გასაჩივრების წესი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21²³21³21²161158215123158²83¹23956³56⁵56⁹233¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს ადმინისტრა…