საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 151. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანი და საფუძველი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, ხელი არ შეეშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს არ შეიძლება შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა ან აღკვეთის სხვა ღონისძიება, თუ უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს ამ ნაწილით გათვალისწინებულ მიზნებს.

2.აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოზე, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

3.აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების სახის მიზანშეწონილობა და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახის გამოყენების შეუძლებლობა, ხოლო წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების შუამდგომლობის წარდგენისას – მოთხოვნილი ვადის აუცილებლობა.

4.სასამართლო უფლებამოსილია აღკვეთის ღონისძიების სახით პირს შეუფარდოს პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, ხელი არ შეეშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს არ შეიძლება შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა ან აღკვეთის სხვა ღონისძიება, თუ უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს ამ ნაწილით გათვალისწინებულ მიზნებს. 2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოზე, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. 3. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების სახის მიზანშეწონილობა და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახის გამოყენების შეუძლებლობა, ხოლო წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების შუამდგომლობის წარდგენისას – მოთხოვნილი ვადის აუცილებლობა. 4. სასამართლო უფლებამოსილია აღკვეთის ღონისძიების სახით პირს შეუფარდოს პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    151-ე მუხლში პირველ ნაწილს დაემატა ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიების უპირატესობა, მე-2 ნაწილში ახლებურად განისაზღვრა გამოყენების საფუძვლები, ხოლო მე-3 და მე-4 ნაწილებში პროკურორის დასაბუთების ვალდებულება და პატიმრობის გამოყენების პირობა დაწესდა.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    151-ე მუხლის მე-3 ნაწილში დაპატიმრების საფუძველში სიმძიმის კრიტერიუმი ახლებურად ჩამოყალიბდა: ამჟამად ის არის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
561541621686496521982061993060649462151
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…