1.გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს, მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის, განსასჯელის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში დროული გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.
2.პროკურორი სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენის დროს განსაზღვრავს გირაოს თანხის ოდენობას და მისი შეტანის ვადას. გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, განსასჯელს, მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ სხვა პირს გირაოს თანხის ნაცვლად შეუძლია შეიტანოს ფულადი თანხის ეკვივალენტური უძრავი ან მოძრავი ქონება. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის
ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 2 000 ლარზე ნაკლები.
3.გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში.
4.ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ შუამდგომლობით პროკურორი ან გამომძიებელი პროკურორის თანხმობით მიმართავს შესაბამის სასამართლოს ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით.
5.თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი მიმართავს სასამართლოს უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
6.სასამართლო პროკურორის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობას უფარდებს ბრალდებულს, რომლის მიმართაც გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება დაკავების სახით, მის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სრულად ან ნაწილობრივ (მაგრამ არანაკლებ 50%-ისა) შეტანამდე. გირაოს შეტანას ადასტურებს სასამართლო ან პროკურორი.
7.თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოცხადებას, ჩაიდინა ახალი დანაშაული, განახორციელა ზეწოლა პროცესის მონაწილეზე ან/და საფრთხე შეუქმნა საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის ბრძანებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე ბრძანებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება, გირაოს სახით გათვალისწინებული თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
8.ბრალდებულს, განსასჯელს ან მათ სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ან განსასჯელი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
8¹.თუ ბრალდებული ან განსასჯელი კეთილსინდისიერად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, პროკურორი უფლებამოსილია გირაოს თანხის შემცირების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს წინასწარი გამოძიების ადგილის ან განსჯადობის მიხედვით. აღნიშნულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს მისი წარდგენიდან 24 საათში. მითითებული შუამდგომლობის წარდგენისას და განხილვისას გამოიყენება ამ ნაწილით და ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესები. წინასწარი გამოძიების ეტაპზე შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
9.თუ ბრალდებულის ან განსასჯელის სასარგებლოდ გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს პროცესის მწარმოებელ ორგანოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის ან განსასჯელის სათანადო ქცევას და მის დროულ გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში, გირაოს შემტანს 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით), მოძრავი ან უძრავი ქონება, ხოლო ბრალდებულის ან განსასჯელის მიმართ შეიძლება შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.
10.გირაოს შემტანისთვის გირაოს თანხის დაბრუნება ხდება საქმის განმხილველი სასამართლოს ან პროკურორის გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროში წარდგენის გზით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №894 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.318
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1535 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.120
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3369 - სსმ I, №40, 20.07.2010წ., მუხ.248
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს, მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის, განსასჯელის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში დროული გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.2. პროკურორი სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენის დროს განსაზღვრავს გირაოს თანხის ოდენობას და მისი შეტანის ვადას. გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, განსასჯელს, მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ სხვა პირს გირაოს თანხის ნაცვლად შეუძლია შეიტანოს ფულადი თანხის ეკვივალენტური უძრავი ან მოძრავი ქონება. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულისქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 2 000 ლარზე ნაკლები.3. გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში.4. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ შუამდგომლობით პროკურორი ან გამომძიებელი პროკურორის თანხმობით მიმართავს შესაბამის სასამართლოს ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით.5. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი მიმართავს სასამართლოს უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი.6. სასამართლო პროკურორის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობას უფარდებს ბრალდებულს, რომლის მიმართაც გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება დაკავების სახით, მის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სრულად ან ნაწილობრივ (მაგრამ არანაკლებ 50%-ისა) შეტანამდე. გირაოს შეტანას ადასტურებს სასამართლო ან პროკურორი.7. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოცხადებას, ჩაიდინა ახალი დანაშაული, განახორციელა ზეწოლა პროცესის მონაწილეზე ან/და საფრთხე შეუქმნა საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის ბრძანებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე ბრძანებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება, გირაოს სახით გათვალისწინებული თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.8. ბრალდებულს, განსასჯელს ან მათ სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ან განსასჯელი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.81. თუ ბრალდებული ან განსასჯელი კეთილსინდისიერად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, პროკურორი უფლებამოსილია გირაოს თანხის შემცირების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს წინასწარი გამოძიების ადგილის ან განსჯადობის მიხედვით. აღნიშნულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს მისი წარდგენიდან 24 საათში. მითითებული შუამდგომლობის წარდგენისას და განხილვისას გამოიყენება ამ ნაწილით და ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესები. წინასწარი გამოძიების ეტაპზე შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.9. თუ ბრალდებულის ან განსასჯელის სასარგებლოდ გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს პროცესის მწარმოებელ ორგანოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის ან განსასჯელის სათანადო ქცევას და მის დროულ გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში, გირაოს შემტანს 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით), მოძრავი ან უძრავი ქონება, ხოლო ბრალდებულის ან განსასჯელის მიმართ შეიძლება შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.10. გირაოს შემტანისთვის გირაოს თანხის დაბრუნება ხდება საქმის განმხილველი სასამართლოს ან პროკურორის გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროში წარდგენის გზით.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №894 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.318საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1535 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.120საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3369 - სსმ I, №40, 20.07.2010წ., მუხ.248
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №100 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 12
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 20 ივლ. 2010
· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2009
· გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009
168-ე მუხლს დაემატა მე-10 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს გირაოს თანხის დაბრუნების წესს: სასამართლოს ან პროკურორის გადაწყვეტილება უნდა წარდგეს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სააღსრულებო ბიუროში.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
· გამოქვეყნდა 3 იან. 2007
168-ე მუხლის მე-7 პუნქტში გირაოს შეცვლის საფუძვლებს დაემატა ახალი დანაშაულის ჩადენა, ზეწოლა პროცესის მონაწილეზე და მტკიცებულებებისთვის საფრთხის შექმნა, ხოლო გადაწყვეტილებას პროკურორის შუამდგომლობით მოსამართლე ბრძანებით იღებს. გირაოს თანხა და ქონება სახელმწიფოს ამავე ბრძანებით გადაეცემა, განაჩენის აღსრულებიდან ერთთვიანი ვადა კი ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
168-ე მუხლში გირაოდან ამოღებულია მოძრავი ქონება, მე-6 ნაწილით სასამართლოს მიეცა საკუთარი ინიციატივით პატიმრობის შეფარდების უფლება, ხოლო მე-7 და მე-8 ნაწილებში გირაოს გადაირიცხვისა და დაბრუნების ვადა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვეა.
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გირაოს შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი.
· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005
168-ე მუხლში მე-5 ნაწილი ახლა ეხება აგრეთვე ეკვივალენტური ქონების შეუტანლობას; ძველი მე-6 ნაწილის ადგილას გაჩნდა წინასწარი პატიმრობის წესი გირაოს არანაკლებ 50%-ის შეტანამდე, ხოლო მე-7–მე-9 ნაწილები სახელმწიფოსთვის გადაცემასა და დაბრუნებას მოძრავ და უძრავ ქონებაზეც ავრცელებს, „სხვა ფასეულობის“ ნაცვლად.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
168-ე მუხლის მე-2 ნაწილში გირაოს თანხასა და ვადას განსაზღვრავს პროკურორი, მინიმალური თანხა 2 000 ლარია; დაემატა 4¹ ნაწილი გირაოს შეუტანლობისას უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის შესახებ.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
168-ე მუხლში გირაოს შეზღუდვა გავრცელდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზეც (მე-3 ნ.), ხოლო ბიუჯეტში გადარიცხვა კანონიერ ძალაში შესვლას უკავშირდება (მე-5 ნ.).
168-ე მუხლის ყველა ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა: შეიცვალა გირაოს განმარტება, თანხის განსაზღვრა, შუამდგომლობის წესი, ბიუჯეტში გადარიცხვისა და დაბრუნების საფუძვლები და დაემატა მე-7 ნაწილი.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…პენიტენციური კოდექსისააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სისხლის სა…