1.ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, რომელიც დასაბუთებული ვარაუდისა და საკმარისი საფუძვლის არსებობისას, შუამდგომლობით მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს სასამართლოს ბრძანებით.
2.მოსამართლის ბრძანებაში, გარდა ამ კოდექსის 140-ე მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილი მონაცემებისა, უნდა აღინიშნოს: საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, პასპორტის გამცემი ორგანო და პასპორტის გაცემის თარიღი.
3.საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირის საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომლის მოქმედებაც შეჩერებულია, არ შეიძლება გამოყენებულ (მიღებულ) იქნეს, როგორც საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილებისათვის საკმარისი (საჭირო) დოკუმენტი.
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, რომელიც დასაბუთებული ვარაუდისა და საკმარისი საფუძვლის არსებობისას, შუამდგომლობით მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს სასამართლოს ბრძანებით.2. მოსამართლის ბრძანებაში, გარდა ამ კოდექსის 140-ე მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილი მონაცემებისა, უნდა აღინიშნოს: საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, პასპორტის გამცემი ორგანო და პასპორტის გაცემის თარიღი.3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირის საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომლის მოქმედებაც შეჩერებულია, არ შეიძლება გამოყენებულ (მიღებულ) იქნეს, როგორც საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილებისათვის საკმარისი (საჭირო) დოკუმენტი.საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №83 · ძალაშია 18 აპრ. 2008-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
20 მარ. 1998 – 18 აპრ. 2008მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს მოქალაქეებ…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეობ…