Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 140

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 140. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების სასამართლო წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617181920

1.პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით გასცემს ბრძანებას აღკვეთის ღონისძიების, ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების, საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების, ქონებაზე ყადაღის დადების, ბრალდებულის ან სხვა პირის სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების გამოყენების, აღკვეთის ღონისძიებათა შეცვლის შესახებ, აგრეთვე დადგენილებას აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან, შეცვლასთან ან ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ.

2.ჩხრეკის, ამოღების, სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემის წესი განსაზღვრულია 290-293-ე მუხლებით.

3.პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი საპროცესო მოქმედების ჩატარების თაობაზე მოსამართლის ბრძანების მიღების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს.

4.შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს ზუსტი მონაცემები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც გამოითხოვება ბრძანება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოსაყენებლად.

5.შუამდგომლობა მისი განხილვისათვის საჭირო მასალების ასლებთან ერთად წარედგინება მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ოპერატიული მონაცემების წარდგენა დაუშვებელია.

6.მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად პროკურორის მონაწილეობით. განხილვას აგრეთვე ესწრება ის გამომძიებელი, რომელმაც პროკურორის თანხმობით შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს. სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს ბრალდებულს, იმ პირს, რომლის მიმართაც სასამართლოში შეტანილია შუამდგომლობა სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა), თანამდებობიდან გადაყენების, ქონებაზე ყადაღის დადების, სისხლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების შესახებ, აგრეთვე მათ დამცველებსა და კანონიერ წარმომადგენლებს.

7.მოსამართლე შუამდგომლობას პირის დაპატიმრების, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების ან მის მიმართ აღკვეთის სხვა ღონისძიების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ განიხილავს შუამდგომლობისა და საქმის მასალების წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც დაკავებულთა მოთავსების ან პატიმრობის ადგილიდან ბრალდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის, სტიქიური უბედურების ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო, მოსამართლეს შეუძლია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად სასამართლო სხდომა ჩაატაროს დაკავებულთა მოთავსების ან პატიმრობის ადგილას.

8.მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს შუამდგომლობას, და შუამდგომლობის შემტან პირს წინადადება მისცეს წარმოადგინოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი. ამასთან, მოსამართლე არ განიხილავს პირის ბრალეულობის საკითხს და არკვევს მხოლოდ იმას, დაცული იყო თუ არა ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები მტკიცებულებათა მოპოვებისა და საპროცესო დამაგრების დროს.

9.მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა შუამდგომლობა განიხილება, ასახელებს პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. იმ ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც შუამდგომლობა შეიტანა, ასაბუთებს მას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლისა და პროცესის სხვა მონაწილეთა შეკითხვებს. შუამდგომლობის აღმძვრელისა და მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

10.თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ დაკავებული, დაპატიმრებული, სხვა პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მათი დამცველები და წარმომადგენლები, პროკურორი, მათ ეძლევათ შესაძლებლობა მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.

11.სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გასცემს ბრძანებას სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების, მისი ვადის გაგრძელების ან შეცვლის შესახებ, ხოლო თუ საქმეში არ მოიპოვება პირის მიმართ ასეთი ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძველები (არ არის საკმაო მტკიცებულებანი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის), მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე უფლებამოსილია სათანადო საფუძვლის მითითებით უარყოს შუამდგომლობაში აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებულს შეურჩიოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, ხოლო პროკურორის შუამდგომლობით – უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

12.სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენება დაშვებულია აგრეთვე სასამართლოს განჩინებით (მოსამართლის დადგენილებით), თუ ამის საჭიროება წარმოიშვა, სამართალში მიცემის სტადიაზე ან სასამართლო განხილვის დროს. შერჩეული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ შუამდგომლობს ბრალდების მხარე (გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი).

13.სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებაში უნდა აღინიშნოს: ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; განკარგულება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ, ამასთან, ზუსტად უნდა იყოს მითითებული, რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება; ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრძანების მოქმედების, აგრეთვე სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების ვადები; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს ბრძანება; მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; განკარგულება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების ან შეცვლის შესახებ გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი შეასრულოს დადგენილება; ამ კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების შემთხვევებში – გასაჩივრების წესი და ვადები; მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.

14.ბრძანების ან დადგენილების შემსრულებელი ბრძანების მიღების შესახებ ადგენს ოქმს, რომელიც უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

15.ბრძანების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებათა გამოვლენის შემთხვევაში მოსამართლეს უფლება აქვს გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა 14 დღით, შუამდგომლობის განმეორებითი განხილვის გარეშე.

16.პირის დაპატიმრების, პატიმრობის ვადის გაგრძელების, აღკვეთის სხვა ღონისძიების გამოყენებისა და შეცვლის, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების სასამართლო ბრძანებები, აგრეთვე მოსამართლის დადგენილება აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ დგება 6 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმომდგენ ორგანოს (ერთი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს), მესამე იგზავნება დაპატიმრებულთა განთავსების ადგილას ან აღკვეთის სხვა სახის ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებთან, იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, მეოთხე გადაეცემა პროკურორს, მეხუთე გადაეცემა ბრალდებულს ან მის დამცველს, ხოლო მეექვსე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.

17.ბრალდებულს, მის დამცველს, პროკურორს უფლება აქვთ, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის ან აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართონ სასამართლოს, გამოძიების ადგილის მიხედვით. დამცველის მიერ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვა დასაშვებია მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი არასრულწლოვანია, ან აქვს ისეთი ფსიქიკური ან ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ შუამდგომლობით აღნიშნული სასამართლოებისათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ პროკურორს. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს, თუ რა ახალი გარემოებები გამოვლინდა, რომლებიც უცნობი იყო აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, და დაერთოს შესაბამისი მტკიცებულებანი (მასალები) ამ ახალ გარემოებათა შესახებ. სასამართლო (მოსამართლე) ზეპირი მოსმენის გარეშე, 24 საათში წყვეტს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, აკმაყოფილებს თუ არა შუამდგომლობა ამ ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთანავე, გამოკვლეულ იქნა თუ არა არსებითად იგივე საკითხები აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას ან სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას განხილულ იქნა თუ არა არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. შუამდგომლობის დასაშვებობის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება. შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით.

18.შუამდგომლობის შემტანს უფლება აქვს უკან გაითხოვოს თავისი შუამდგომლობა. იმავე საფუძვლით შუამდგომლობის განმეორებით შეტანა არ დაიშვება.

19.საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული, უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების საკითხის გადასაწყვეტად პროკურორი დაკავების ადგილის მიხედვით რაიონულ სასამართლოს წარუდგენს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური პირის (ორგანოს) მიერ გაცემულ ბრძანებას დაპატიმრების შესახებ, დადგენილებას ძებნის გამოცხადების თაობაზე და პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებს. მოსამართლე პროკურორის მონაწილეობით ერთპიროვნულად განიხილავს შუამდგომლობას მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს აქვს სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება.

20.ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე სასამართლო აცხადებს მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68 თავი XIX დაკავება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №83 · ძალაშია 18 აპრ. 2008-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2005 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 18 აპრ. 2008· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2008

    140-ე მუხლის პირველ ნაწილში ბრძანების გაცემის საგნებს დაემატა პასპორტის მოქმედების შეჩერება, ხოლო „საპროცესო სამართლებრივი იძულების“ ფორმულირებას დაემატა სიტყვა „სისხლის“.

  2. 1 აგვ. 2007· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2007

    მე-17 ნაწილში დაემატა დამცველისთვის დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობის მოთხოვნა, შუამდგომლობის შინაარსობრივი მოთხოვნა (ახალი გარემოებები და მტკიცებულებები) და დასაშვებობის შემოწმების გაფართოებული კრიტერიუმი; მე-18 ნაწილში უკან გაწვევის დროითი შეზღუდვა ამოღებულია.

  3. 17 იან. 2007· გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    140-ე მუხლის 17-ე ნაწილში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შუამდგომლობას სასამართლო ჯერ 24 საათში, ზეპირი მოსმენის გარეშე ამოწმებს დასაშვებობაზე და მხოლოდ დასაშვებად ცნობისას ატარებს ზეპირ მოსმენას; ძველი ფორმულირება ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის უფლებასა და უფრო მკაცრი ღონისძიების შუამდგომლობაზე ზეპირ მოსმენაზე ჩანაცვლდა.

  4. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    140-ე მუხლის მე-17 ნაწილში შეიცვალა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შუამდგომლობის სუბიექტები და განხილვის წესი, ხოლო ახალი მე-20 ნაწილით სასამართლო აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.

  5. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    140-ე მუხლის პირველ ნაწილში ამოღებულია ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოს კოლეგიის მოსამართლის ალტერნატიული უფლებამოსილება და გასწორდა ფორმულირება; მე-19 ნაწილში რაიონული სასამართლო განისაზღვრა დაკავების ადგილით.

  6. 10 იან. 2006· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    140-ე მუხლის მე-5 ნაწილში შუამდგომლობას თან ერთვის მხოლოდ მისი განხილვისთვის საჭირო მასალების ასლები, ხოლო მე-7 ნაწილის 24-საათიან ჩამონათვალში აღარ მოიხსენიება შინაპატიმრობა.

  7. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    მე-6 ნაწილში შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ პროკურორი და პროკურორის თანხმობით შუამდგომლობით მიმართული გამომძიებელი, დახურული სხდომისა და ორგანოს წარმომადგენლის მითითება კი ამოღებულია; მე-5 ნაწილში კოლეგიის დასახელება ახლებურად არის ჩამოყალიბებული, ხოლო ახალი მე-19 ნაწილი აწესრიგებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის დაპატიმრებას 24-საათიან ვადაში.

  8. 27 დეკ. 2005

    140-ე მუხლის პირველ ნაწილში მაგისტრატი მოსამართლის არყოფნისას ბრძანებას გასცემს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

  9. 1 ნოე. 2005· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2005

    140-ე მუხლში პირველი პუნქტით ბრძანებებს გასცემს მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო მე-5 პუნქტით შუამდგომლობა მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლეს წარედგინება გამოძიების ადგილის მიხედვით; საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის მოსამართლისთვის წარდგენის ალტერნატივა ამოღებულია.

  10. 15 მაი. 2005· გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    მე-17 პუნქტში შუამდგომლობის საგანში აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაც დაემატა.

  11. 1 ივნ. 2000· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    140-ე მუხლში დაემატა გასაჩივრების წესისა და ვადების მითითება (მე-13 პ.), ეგზემპლართა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა (მე-16 პ.), მე-17 პუნქტი დაზუსტდა და დაემატა მე-18 პუნქტი შუამდგომლობის გახმობის შესახებ.

  12. 14 მაი. 1999

    მე-5 პუნქტში ვადების მითითება მხოლოდ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებს ეხება, მე-13 პუნქტში გაუქმების დადგენილება მოსამართლის მიერ გაცემულად დაკონკრეტდა, ხოლო მე-17 პუნქტში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის სუბიექტები და წესი ახლებურად განისაზღვრა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 139შემდეგი მუხლი 141

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 14 დეკ. 2018 · №103

  • 12 ცვლილება · ბოლო 4 აპრ. 2008
  • ციტირებულია 7 მუხლი
  • 18 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 109³მუხლი 145მუხლი 160მუხლი 168მუხლი 189⁴მუხლი 193მუხლი 233

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 106გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება
  • 63აცილების შუამდგომლობის დაყენების წესი
  • 206აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება

ამნისტიის შესახებ

  • 5

„ამნისტიის შესახებ“

  • 4

ამნისტიის შესახებ

  • 6

ამნისტიის შესახებ

  • 3

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 6სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფორმა
  • 5საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ზოგადი წესი და მი

ამნისტიის შესახებ

  • 14

ამნისტიის შესახებ

  • 4

პროკურატურის შესახებ

  • 53საჩივარი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
109³145160168189⁴1932331066320646356140
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ“ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ