საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 285. ბრალდების შეცვლა და უარი ბრალდებაზე

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი უფლებამოსილია, წინასწარი გამოძიებისას წარდგენილი ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში პირს ახალი ბრალდება წარუდგინოს ამ კოდექსის 283-ე და 284ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. ახალ დადგენილებაში აგრეთვე მიეთითება, რომ გაუქმებულია თავდაპირველად გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. პროკურორი წინასწარი გამოძიებისას წარდგენილი ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში პირს ახალ ბრალდებას წარუდგენს უშუალოდ საბრალდებო დასკვნაში, ამ კოდექსის 415-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

2.პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს უფლება აქვს შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულის მიმართ, წაყენებული ბრალდების ამა თუ იმ ნაწილში.

3.სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება გადაეცემა ბრალდებულსა და დამცველს.

4.ბრალდების შეცვლის, შევსებისა და მასზე უარის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად პროკურორს უფლება აქვს წინასწარი გამოძიების ნებისმიერ მომენტში მოსთხოვოს გამომძიებელს სისხლის სამართლის საქმე არა უმეტეს 3 დღის ვადით. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 კარი მეშვიდე საგამოძიებო მოქმედება თავი XXXVI ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი უფლებამოსილია, წინასწარი გამოძიებისას წარდგენილი ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში პირს ახალი ბრალდება წარუდგინოს ამ კოდექსის 283-ე და 284ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. ახალ დადგენილებაში აგრეთვე მიეთითება, რომ გაუქმებულია თავდაპირველად გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. პროკურორი წინასწარი გამოძიებისას წარდგენილი ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში პირს ახალ ბრალდებას წარუდგენს უშუალოდ საბრალდებო დასკვნაში, ამ კოდექსის 415-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. 2. პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს უფლება აქვს შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულის მიმართ, წაყენებული ბრალდების ამა თუ იმ ნაწილში. 3. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება გადაეცემა ბრალდებულსა და დამცველს. 4. ბრალდების შეცვლის, შევსებისა და მასზე უარის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად პროკურორს უფლება აქვს წინასწარი გამოძიების ნებისმიერ მომენტში მოსთხოვოს გამომძიებელს სისხლის სამართლის საქმე არა უმეტეს 3 დღის ვადით. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 კარი მეშვიდე საგამოძიებო მოქმედება თავი XXXVI ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №71 · ძალაშია 17 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    285-ე მუხლის პირველი ნაწილი ახლებურად განსაზღვრავს ახალი ბრალდების წარმდგენ სუბიექტებს და წესს და ითვალისწინებს პროკურორის მიერ ახალი ბრალდების საბრალდებო დასკვნაში წარდგენას.

  2. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    მე-2 ნაწილში ბრალდების ნაწილში შეწყვეტა ეხება სისხლისსამართლებრივ დევნას და ხორციელდება პროკურორის ან მისი თანხმობით გამომძიებლის მიერ, პროკურორისთვის დასამტკიცებლად გაგზავნის წესი ამოღებულია; მე-3 ნაწილი შესაბამისად დაზუსტდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
73¹67¹70212162844152501061684948473285
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…ამნისტიის შესახებ