პოლიციის შესახებ

მუხლი 19. პირის გამოკითხვა

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პოლიციელი უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, თუ: ა) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას; გ) პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე ან სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების ადგილზე; დ) პირს თან აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იარაღი, რომლის ტარებაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, და ამ იარაღის ტარების უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია; ე) პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე; ვ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს.

1¹.პოლიცია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებისას, მათ შორის, სავარაუდოდ, ძებნილი პირის, სავარაუდოდ, დაკარგული პირის ან საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, უკანონოდ მყოფი უცხოელის იდენტიფიკაციის მიზნით ან პირისთვის უფლების შეჩერების ან ჩამორთმევის ფაქტის გადამოწმების მიზნით, შესაბამისი პირის შესახებ მონაცემები სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში გადაამოწმოს.

2.პოლიციელი უფლებამოსილია გამოჰკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მას აქვს საპოლიციო ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია. პირის მიერ ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 14 წლამდე ასაკის პირის მიმართ ამ ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით.

3.პირს უნდა განემარტოს საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი, თუ ეს ხელს არ შეუშლის პოლიციას, შეასრულოს ამ კანონით დაკისრებული ფუნქციები. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოკითხვის შემთხვევაში პირს ამ ღონისძიების განხორციელებამდე უნდა განემარტოს, რომ მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს 2021 წლის 1 დეკემბრის კანონი №1036 – ვებგვერდი, 06.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1576 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 6 ივნ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3614²³11312120171822141513252419
მითითებამნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…თავდაცვის კოდექსისააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა