საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 337. ადგილმდებარეობისა და შენობის დათვალიერება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამომძიებელი ან პროკურორი ადგილმდებარეობისა და შენობის დათვალიერებას ატარებს ამ კოდექსის 334-ე–339-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2.საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომებში ან დახურულ ტერიტორიაზე მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი მიმართავს მოსამართლეს, რომელიც შესაბამისი საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას დათვალიერების ჩასატარებლად. ბრძანება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება ტარდება საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში – მის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს.

3.გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებას შეიძლება მოჰყვეს ნივთიერ მტკიცებულებათა განადგურება, დამალვა ან გაფუჭება, გამონაკლისის სახით დასაშვებია ბინაში ან სამსახურებრივ სადგომში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების ჩატარება მოსამართლის ბრძანების გარეშე, ამ კოდექსით დადგენილი წესით.

4.დათვალიერებისას შედგენილი ოქმი და მასზე დართული გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ვიდეოჩანაწერი, კინოფილმი, ხმის ჩანაწერი, ტვიფრი, ანაბეჭდი ოქმზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ ამ მოქმედებაში მონაწილე პირებმა. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამომძიებელი ან პროკურორი ადგილმდებარეობისა და შენობის დათვალიერებას ატარებს ამ კოდექსის 334-ე–339-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. 2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომებში ან დახურულ ტერიტორიაზე მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი მიმართავს მოსამართლეს, რომელიც შესაბამისი საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას დათვალიერების ჩასატარებლად. ბრძანება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება ტარდება საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში – მის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს. 3. გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებას შეიძლება მოჰყვეს ნივთიერ მტკიცებულებათა განადგურება, დამალვა ან გაფუჭება, გამონაკლისის სახით დასაშვებია ბინაში ან სამსახურებრივ სადგომში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების ჩატარება მოსამართლის ბრძანების გარეშე, ამ კოდექსით დადგენილი წესით. 4. დათვალიერებისას შედგენილი ოქმი და მასზე დართული გეგმა, სქემა, ნახაზი, ფოტოსურათი, ვიდეოჩანაწერი, კინოფილმი, ხმის ჩანაწერი, ტვიფრი, ანაბეჭდი ოქმზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ ამ მოქმედებაში მონაწილე პირებმა. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    მე-2 პუნქტში ბრძანების სახელწოდებიდან ამოღებულია „სასამართლო“ და ბრძანების გაცნობა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის შემთხვევაში მის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს ეკისრება; მე-3 პუნქტში ამოღებულია საქმის აღძვრამდე/აღძვრის შემდეგ განსხვავება და 290-ე მუხლის მითითება; მე-4 პუნქტი ჩანაცვლებულია ოქმზე მონაწილეთა ხელმოწერის წესით.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    მე-2 და მე-3 ნაწილებში სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე დათვალიერების ბრძანება დაკავშირებულია მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩატარებასთან.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁴21¹³²1221593391271251202601153³188337
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…