საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 342. საგამოძიებო ექსპერიმენტის წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი (სპეციალისტები) და ექსპერტი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, საცდელ მოქმედებათა ჩატარებაში შეიძლება ჩააბან სხვა პირები.

2.საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ პირი, რომლის ჩვენებაც უნდა შემოწმდეს. ამასთან, მოწმე და დაზარალებული უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო ექსპერიმენტში. დამცველს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის მონაწილეობით ჩატარებულ ყველა საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს უნდა გააცნონ ექსპერიმენტის მიზანი და ჩატარების წესი.

3.თუ ექსპერიმენტი ტარდება გამოსაკვლევი გარემოების აღსადგენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს შესამოწმებელ ჩვენებას ან ვერსიას. ამისათვის ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელს, დაზარალებულსა და მოწმეს წინადადება ეძლევათ აღიდგინონ შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილე ან თვითმხილველიც თავად იყვნენ. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერიმენტი ტარდება არაერთგზის. მან შეიძლება აგრეთვე სახე იცვალოს.

4.ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებას, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი მოქმედება და შემთხვევა.

5.საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს შეუძლია გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას, მოითხოვოს ექსპერიმენტის პირობის დაზუსტება და საცდელი მოქმედების განმეორება.

6.გამომძიებელი ან პროკურორი, საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ახდენს გაზომვას, ფოტოგრაფირებას, კინოგადაღებას, აუდიო- და ვიდეოჩაწერას, ადგენს გეგმას, სქემას, ნახაზს, ამზადებს კვალის ექსპერიმენტულ ტვიფრსა და ანაბეჭდს.

7.კანონის დარღვევით მიღებული ექსპერიმენტის შედეგებს სისხლის სამართლის საქმეზე არა აქვს მტკიცებულების მნიშვნელობა. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი (სპეციალისტები) და ექსპერტი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, საცდელ მოქმედებათა ჩატარებაში შეიძლება ჩააბან სხვა პირები. 2. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ პირი, რომლის ჩვენებაც უნდა შემოწმდეს. ამასთან, მოწმე და დაზარალებული უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო ექსპერიმენტში. დამცველს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის მონაწილეობით ჩატარებულ ყველა საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს უნდა გააცნონ ექსპერიმენტის მიზანი და ჩატარების წესი. 3. თუ ექსპერიმენტი ტარდება გამოსაკვლევი გარემოების აღსადგენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს შესამოწმებელ ჩვენებას ან ვერსიას. ამისათვის ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელს, დაზარალებულსა და მოწმეს წინადადება ეძლევათ აღიდგინონ შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილე ან თვითმხილველიც თავად იყვნენ. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერიმენტი ტარდება არაერთგზის. მან შეიძლება აგრეთვე სახე იცვალოს. 4. ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებას, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი მოქმედება და შემთხვევა. 5. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს შეუძლია გამომძიებლის ან პროკურორის ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას, მოითხოვოს ექსპერიმენტის პირობის დაზუსტება და საცდელი მოქმედების განმეორება. 6. გამომძიებელი ან პროკურორი, საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ახდენს გაზომვას, ფოტოგრაფირებას, კინოგადაღებას, აუდიო- და ვიდეოჩაწერას, ადგენს გეგმას, სქემას, ნახაზს, ამზადებს კვალის ექსპერიმენტულ ტვიფრსა და ანაბეჭდს. 7. კანონის დარღვევით მიღებული ექსპერიმენტის შედეგებს სისხლის სამართლის საქმეზე არა აქვს მტკიცებულების მნიშვნელობა. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    342-ე მუხლის პირველ პუნქტში ამოღებულია დამსწრეთა მონაწილეობით ექსპერიმენტის ჩატარების წესი და რთული ექსპერიმენტისთვის ორზე მეტი დამსწრისა და ერთზე მეტი სპეციალისტის მოთხოვნა; სპეციალისტის მოწვევა სპეციალისტებზეც გავრცელდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
168169140130111113281214 (დ…50731342
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს გარემოს და…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს სამოქალაქო…ხელშეკრულება საქართველ…არასრულწლოვანთა მართლმ…