საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 348. საგნის წარდგენა ამოსაცნობად

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამოსაცნობად საგნის წარდგენისას გამომძიებელმა საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე უნდა დაკითხოს ამომცნობი ამოსაცნობი საგნის ნიშნებისა და იმ ვითარების შესახებ, რომელშიც მან ეს საგანი ნახა.

2.თუ ამომცნობი მოწმეა ან დაზარალებული, მას აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, თავის არიდების, ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტავენ, რომ უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

3.ამოსაცნობი საგანი ამომცნობს უნდა წარუდგინონ სხვა ერთგვაროვან საგნებთან ერთად, რომელთა რაოდენობაც სამზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამომცნობს სთავაზობენ მიუთითოს საგანი, რომლის ამოცნობაც შეუძლია, და განმარტოს, რა ნიშნებით ამოიცნო იგი.

4.გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი საგნის ამოცნობისას, რომლის ანალოგიური საგნის შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ წარმოდგენილი საგნის (გვამის) მიხედვით.

5.(ამოღებულია). საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამოსაცნობად საგნის წარდგენისას გამომძიებელმა საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე უნდა დაკითხოს ამომცნობი ამოსაცნობი საგნის ნიშნებისა და იმ ვითარების შესახებ, რომელშიც მან ეს საგანი ნახა. 2. თუ ამომცნობი მოწმეა ან დაზარალებული, მას აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, თავის არიდების, ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტავენ, რომ უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ. 3. ამოსაცნობი საგანი ამომცნობს უნდა წარუდგინონ სხვა ერთგვაროვან საგნებთან ერთად, რომელთა რაოდენობაც სამზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამომცნობს სთავაზობენ მიუთითოს საგანი, რომლის ამოცნობაც შეუძლია, და განმარტოს, რა ნიშნებით ამოიცნო იგი. 4. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი საგნის ამოცნობისას, რომლის ანალოგიური საგნის შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ წარმოდგენილი საგნის (გვამის) მიხედვით. 5. (ამოღებულია). საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    348-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულია — საგნის ამოსაცნობად წარდგენისას არანაკლებ ორი დამსწრის მონაწილეობის მოთხოვნა აღარ არსებობს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
36238158169148131169120367348
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…ხელშეკრულება საქართველ…სისხლის სამართლის საერ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს ადმინისტრა…