საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 347. პირის წარდგენა ამოსაცნობად

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის ამოსაცნობად წარდგენამდე გამომძიებელმა უნდა დაკითხოს მოწმე, დაზარალებული, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, ამ პირის გარეგნობისა და სხვა ნიშნების, აგრეთვე იმ გარემოების შესახებ, რომელშიც ამომცნობმა ნახა ეს პირი.

2.თუ ამომცნობი მოწმეა ან დაზარალებული, იგი უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ჩვენების მიცემისაგან თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტონ, რომ უფლება აქვს არ გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

3.ამომცნობს ამოსაცნობი პირი უნდა წარუდგინონ იმავე სქესის არანაკლებ სამ ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით.

4.ამოცნობამდე გამომძიებელი ამოსაცნობს სთავაზობს დაიკავოს ნებისმიერი ადგილი სხვა პირთა შორის.

5.გამომძიებლის გადაწყვეტილებით, პირის ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ამოსაცნობის ვიზუალური დაკვირვების გარეშე.

6.ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული არ ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ ამომცნობმა მიუთითა ისეთ ნიშანზე, რომელიც არ არის საკმარისი ამოსაცნობი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. ერთი და იმავე ამომცნობის მიერ პირის ამოცნობის ხელმეორედ ჩატარება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ჩატარდა ფოტოსურათით.

7.განსაკუთრებულ შემთხვევაში პირის ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ სამი სხვადასხვა პირის ფოტოსურათი, რომლებზედაც ამოსაცნობნი მკვეთრად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან გარეგნობითა და ტანსაცმლით.

8.დამცველს უფლება აქვს დაესწროს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ამოცნობას.

9.(ამოღებულია). საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირის ამოსაცნობად წარდგენამდე გამომძიებელმა უნდა დაკითხოს მოწმე, დაზარალებული, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, ამ პირის გარეგნობისა და სხვა ნიშნების, აგრეთვე იმ გარემოების შესახებ, რომელშიც ამომცნობმა ნახა ეს პირი. 2. თუ ამომცნობი მოწმეა ან დაზარალებული, იგი უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ჩვენების მიცემისაგან თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტონ, რომ უფლება აქვს არ გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ. 3. ამომცნობს ამოსაცნობი პირი უნდა წარუდგინონ იმავე სქესის არანაკლებ სამ ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით. 4. ამოცნობამდე გამომძიებელი ამოსაცნობს სთავაზობს დაიკავოს ნებისმიერი ადგილი სხვა პირთა შორის. 5. გამომძიებლის გადაწყვეტილებით, პირის ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ამოსაცნობის ვიზუალური დაკვირვების გარეშე. 6. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული არ ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ ამომცნობმა მიუთითა ისეთ ნიშანზე, რომელიც არ არის საკმარისი ამოსაცნობი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. ერთი და იმავე ამომცნობის მიერ პირის ამოცნობის ხელმეორედ ჩატარება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ჩატარდა ფოტოსურათით. 7. განსაკუთრებულ შემთხვევაში პირის ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ სამი სხვადასხვა პირის ფოტოსურათი, რომლებზედაც ამოსაცნობნი მკვეთრად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან გარეგნობითა და ტანსაცმლით. 8. დამცველს უფლება აქვს დაესწროს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ამოცნობას. 9. (ამოღებულია). საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    347-ე მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულია — პირის ამოსაცნობად წარდგენისას არანაკლებ ორი დამსწრის მონაწილეობის მოთხოვნა აღარ არსებობს.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    მე-5 ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა, მე-6 ნაწილში განმეორებითი ამოცნობის აკრძალვას დაემატა ფოტოსურათით წინა ამოცნობის გამონაკლისი, მე-7 ნაწილში ფოტოსურათით ამოცნობა განსაკუთრებული შემთხვევით შემოიფარგლა, ხოლო ახალი მე-9 ნაწილი ითხოვს არანაკლებ ორ დამსწრეს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
36148140131169113362019211514347
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სახელმწიფო…სისხლის სამართლის საერ…პოლიციის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ხელშეკრულება საქართველ…