საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 41. სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება და უარყოფა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლოს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს ან უარყოს სამოქალაქო სარჩელი გამამტყუნებელ განაჩენში, აგრეთვე ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“, „ლ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში (განჩინებაში).

2.სასამართლო ვალდებულია უარყოს სარჩელი ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებში და მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას.

3.სასამართლო ვალდებულია არ განიხილოს სარჩელი ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას, აგრეთვე თუ სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით.

4.თუ 37 1 მუხლით გათვალისწინებული სარჩელი შეტანილია თანამდებობის პირის მიმართ, სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს და შესაბამისად გადაწყვეტილება გამოიტანოს სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვისაგან დამოუკიდებლად. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლოს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს ან უარყოს სამოქალაქო სარჩელი გამამტყუნებელ განაჩენში, აგრეთვე ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“, „ლ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში (განჩინებაში). 2. სასამართლო ვალდებულია უარყოს სარჩელი ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებში და მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას. 3. სასამართლო ვალდებულია არ განიხილოს სარჩელი ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას, აგრეთვე თუ სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით. 4. თუ 37 1 მუხლით გათვალისწინებული სარჩელი შეტანილია თანამდებობის პირის მიმართ, სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს და შესაბამისად გადაწყვეტილება გამოიტანოს სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვისაგან დამოუკიდებლად. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №79 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    41-ე მუხლის პირველი ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა: სასამართლო სამოქალაქო სარჩელს წყვეტს გამამტყუნებელ განაჩენსა და დევნის შეწყვეტის დადგენილებაში (განჩინებაში), ხოლო იძულებითი ღონისძიების აქტები ამოღებულია.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    41-ე მუხლის მე-2 ნაწილში სარჩელის უარყოფის საფუძვლები 28-ე მუხლის ახალი ქვეპუნქტების მიხედვით განისაზღვრა და საქმის შეწყვეტა შეიცვალა დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტით; მე-3 ნაწილში განუხილველობის საფუძვლად „კ“ და „ლ“-ის ნაცვლად „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები მიეთითა.

  3. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    41-ე მუხლის მე-3 ნაწილში 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტების ჩამონათვლიდან ამოღებულია „კ“ ქვეპუნქტი; დარჩა მხოლოდ „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები.

  4. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    დაემატა მე-4 ნაწილი, რომლითაც თანამდებობის პირის მიმართ 37¹ მუხლის სარჩელი შეიძლება განიხილოს სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისგან დამოუკიდებლად.

  5. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2000

    41-ე მუხლის მე-2 ნაწილში განახლდა 28-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ქვეპუნქტთა ჩამონათვალი, რომლებიც სარჩელის უარყოფას იწვევს: „ო“, „ჟ“ შეიცვალა „პ“-ით, ხოლო „რ“ — „ჟ“-ით.

  6. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    41-ე მუხლის პირველ, მეორე და მესამე ნაწილებში შეიცვალა 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტების მითითებები: პირველში „პ“-ის ნაცვლად „ო“, მეორეში „კ“-ს ნაცვლად „მ“, მესამეში „ლ“ და „მ“-ის ნაცვლად „კ“ და „ლ“.

  7. 41-ე მუხლის პირველ ნაწილში 28-ე მუხლის ქვეპუნქტების ჩამონათვალიდან ამოღებულია „რ“ ქვეპუნქტი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹127523083¹2837¹29250273304593441
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საკონსტიტუ…