1.დათვალიერება ტარდება 333-339-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით.
2.წინასწარი გამოძიების დროს საქმისთვის დართულ ნივთიერ მტკიცებულებებს, აგრეთვე უშუალოდ სასამართლო განხილვისას მხარეთა ან სხვა პირთა მიერ წარმოდგენილ საგანს სასამართლო ათვალიერებს სასამართლო სხდომის დარბაზში მხარეთა მონაწილეობით. დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი, სპეციალისტი და მოწმე.
3.ადგილმდებარეობის, შენობის, ნაგებობის, სათავსოს, აგრეთვე ტრანსპორტისა და სხვა იმ ობიექტის დათვალიერებას, რომლის მოტანაც სასამართლო სხდომის დარბაზში შეუძლებელია, სასამართლო ატარებს ამ ობიექტის მდებარეობის ადგილზე ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ პირთა მონაწილეობით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დათვალიერება ტარდება 333-339-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით.2. წინასწარი გამოძიების დროს საქმისთვის დართულ ნივთიერ მტკიცებულებებს, აგრეთვე უშუალოდ სასამართლო განხილვისას მხარეთა ან სხვა პირთა მიერ წარმოდგენილ საგანს სასამართლო ათვალიერებს სასამართლო სხდომის დარბაზში მხარეთა მონაწილეობით. დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი, სპეციალისტი და მოწმე.3. ადგილმდებარეობის, შენობის, ნაგებობის, სათავსოს, აგრეთვე ტრანსპორტისა და სხვა იმ ობიექტის დათვალიერებას, რომლის მოტანაც სასამართლო სხდომის დარბაზში შეუძლებელია, სასამართლო ატარებს ამ ობიექტის მდებარეობის ადგილზე ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ პირთა მონაწილეობით.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
485-ე მუხლის მე-2 ნაწილში ამოღებულია მოკვლევის დროს დართული ნივთიერი მტკიცებულებების მითითება და შეიცვალა ერთი სიტყვა სტილისტურად.
485-ე მუხლის პირველ ნაწილში დათვალიერების წესის მიმთითებელი მუხლების დიაპაზონი 335–341-დან 333–339-ზე გადავიდა.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს გარემოს და…