საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 531. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის მონაწილენი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.

2.დამცველის მოწვევა და დანიშვნა დასაშვებია იმავე საფუძველზე და იმავე წესით, რაც სასამართლო განხილვისას.

3.პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვაში მონაწილეობს თავისი შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით.

4.მსჯავრდებულს, რომელიც პატიმრობაში არ იმყოფება, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს იძახებენ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, თუმცა მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას, მაგრამ, თუ რომელიმე მათგანის სააპელაციო საჩივარი განიხილება, საქმის მოსმენა გადაიდება. ამ პირთა განმეორებითი გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმე მათ დაუსწრებლად განიხილება.

5.(ამოღებულია).

6.(ამოღებულია). საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა. 2. დამცველის მოწვევა და დანიშვნა დასაშვებია იმავე საფუძველზე და იმავე წესით, რაც სასამართლო განხილვისას. 3. პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვაში მონაწილეობს თავისი შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით. 4. მსჯავრდებულს, რომელიც პატიმრობაში არ იმყოფება, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს იძახებენ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, თუმცა მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას, მაგრამ, თუ რომელიმე მათგანის სააპელაციო საჩივარი განიხილება, საქმის მოსმენა გადაიდება. ამ პირთა განმეორებითი გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმე მათ დაუსწრებლად განიხილება. 5. (ამოღებულია). 6. (ამოღებულია). საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №77 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2007

    531-ე მუხლის მე-3 ნაწილში პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის სააპელაციო განხილვაში მონაწილეობა დამოკიდებულია მის შუამდგომლობასა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    531-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები ამოღებულია — მოწმეთა და ექსპერტთა გამოძახებისა და მხარეთა მორიგების წესები.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    ამოღებულია ნორმა, რომელიც მხარეებს განხილვამდე ერთი კვირით ადრე გამოძახებული მოწმეებისა და ექსპერტების შეტყობინებას ავალდებულებდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁹34¹281²2937338927³2972922962482531
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საერთო სასამართლოების …საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს საკონსტიტუ…