საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 552. საკასაციო საჩივარი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკასაციო საჩივარში აღინიშნება: ა) იმ სასამართლოს დასახელება, რომელშიც შედის საჩივარი; ბ) მონაცემები იმ პირის შესახებ, რომელსაც შეაქვს საჩივარი (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო მდგომარეობა); გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილება, მისი გამომტანი სასამართლო და გამოტანის თარიღი; დ) მომჩივნის აზრით, რა სამართლებრივი საკითხები გადაწყდა არასწორად და რა ადასტურებს ამას; ე) რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის უსამართლობა; ვ) საპროცესო ნორმების რა მოთხოვნები დაირღვა და არსებითია თუ არა ეს დარღვევები; ზ) დამატებით წარმოდგენილი მასალები.

2.თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლოს მოსამართლე კასატორს აძლევს დროს 5 დღის ვადით, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ხოლო თუ მომჩივანს უჭირს ამის გაკეთება, უნიშნავს მას დამცველს. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო საჩივარი არ განიხილება, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

3.კასატორს უფლება აქვს სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა არ დაიშვება, ხოლო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.

4.მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის.

5.საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საკასაციო საჩივარში აღინიშნება: ა) იმ სასამართლოს დასახელება, რომელშიც შედის საჩივარი; ბ) მონაცემები იმ პირის შესახებ, რომელსაც შეაქვს საჩივარი (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო მდგომარეობა); გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილება, მისი გამომტანი სასამართლო და გამოტანის თარიღი; დ) მომჩივნის აზრით, რა სამართლებრივი საკითხები გადაწყდა არასწორად და რა ადასტურებს ამას; ე) რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის უსამართლობა; ვ) საპროცესო ნორმების რა მოთხოვნები დაირღვა და არსებითია თუ არა ეს დარღვევები; ზ) დამატებით წარმოდგენილი მასალები. 2. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლოს მოსამართლე კასატორს აძლევს დროს 5 დღის ვადით, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ხოლო თუ მომჩივანს უჭირს ამის გაკეთება, უნიშნავს მას დამცველს. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო საჩივარი არ განიხილება, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 3. კასატორს უფლება აქვს სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა არ დაიშვება, ხოლო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება. 4. მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის. 5. საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 1 ნოე. 2005-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2005

    552-ე მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომლითაც საკასაციო სასამართლოს ეძლევა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის უფლებამოსილება.

  2. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    552-ე მუხლში დაემატა კასატორის უფლება, სასამართლოს სათათბირო ოთახში გასვლამდე გაითხოვოს საკასაციო საჩივარი, განმეორებითი შეტანისა და განჩინების გასაჩივრების აკრძალვით.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    საკასაციო საჩივრის შინაარსიდან ამოღებულია შესაგებლის კრიტიკა; ხარვეზის შესავსებად დაწესდა 5-დღიანი ვადა და ამოღებულია გასაჩივრების ვადის გასვლის მითითება.

  4. 552 მუხლს დაემატა შედეგი კასატორის მიერ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის: საჩივარი არ განიხილება და უარის თქმის განჩინება საბოლოოა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34¹21¹⁰⁶281²281³396391397555¹59530130330275⁵⁵14 (დ…552
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საერთო სასამართლოების …საქართველოს ადმინისტრა…