საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 596. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრა და გამოძიება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავარ პროკურორთან, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორთან შეტანილი საჩივრის საფუძველზე ქვემდგომი პროკურორები გამოითხოვენ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეს და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებას. საჩივრის საფუძვლიანობის შემთხვევაში საქართველოს მთავარი პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი აღძრავს წარმოებას და გამოძიებას ავალებს პროკურორს ან გამომძიებელს, ხოლო თუ არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრის საფუძველი, პროკურორს ან გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება წარმოების აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით.

2.საჩივრის შემოწმება ხდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების გზით.

3.თუ ვერ დადგინდა საქმის გადასინჯვის საფუძველი, პროკურორი ან გამომძიებელი წყვეტს წარმოებას მოტივირებული დადგენილებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისად საქართველოს მთავარი პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი. დადგენილების ასლი ეგზავნება მომჩივანს, რომელსაც უფლება აქვს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

4.თუ დადგინდა საქმის გადასინჯვის შემაპირობებელი საფუძველი, რომელიც მითითებულია 593-ე მუხლის მე-2 ნაწილში , პროკურორი ან გამომძიებელი, რომელმაც გამოძიება ჩაატარა, ადგენს მოტივირებულ დასკვნას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის აუცილებლობის შესახებ. დასკვნაში აღინიშნება აგრეთვე: ა) დასკვნის შედგენის დრო და ადგილი; ბ) გამოძიების ჩამტარებელი პირის გვარი და თანამდებობა; გ) სისხლის სამართლის საქმის მონაცემები, რომელთა გადასინჯვასაც მოითხოვს მომჩივანი; დ) გამოძიებით დადგენილი ახლად აღმოჩენილი გარემოებები; ე) ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები.

5.ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ გარემოებათა არსებობის გამო საქმის გადასინჯვის შესახებ დასკვნას ამტკიცებს საქართველოს მთავარი პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, რომლებიც დასკვნის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 10 დღისა წარდგინებით მიმართავენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. წარდგინებასთან ერთად პალატას გადაეცემა გამოძიების მასალები, პროკურორის მიერ დამტკიცებული დასკვნა და გადასასინჯი სისხლის სამართლის საქმე.

6.საქართველოს მთავარ პროკურორს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უფლება აქვთ საკუთარი ინიციატივითაც წარდგინებით მიმართონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას სახელმწიფოსა და მოქალაქის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.

7.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებზე ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნულ წარდგინებასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოდის პროკურორი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარდგინება განიხილება ამ კოდექსის 560-ე–573-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს მთავარ პროკურორთან, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორთან შეტანილი საჩივრის საფუძველზე ქვემდგომი პროკურორები გამოითხოვენ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეს და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებას. საჩივრის საფუძვლიანობის შემთხვევაში საქართველოს მთავარი პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი აღძრავს წარმოებას და გამოძიებას ავალებს პროკურორს ან გამომძიებელს, ხოლო თუ არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოების აღძვრის საფუძველი, პროკურორს ან გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება წარმოების აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით. 2. საჩივრის შემოწმება ხდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების გზით. 3. თუ ვერ დადგინდა საქმის გადასინჯვის საფუძველი, პროკურორი ან გამომძიებელი წყვეტს წარმოებას მოტივირებული დადგენილებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისად საქართველოს მთავარი პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი. დადგენილების ასლი ეგზავნება მომჩივანს, რომელსაც უფლება აქვს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. 4. თუ დადგინდა საქმის გადასინჯვის შემაპირობებელი საფუძველი, რომელიც მითითებულია 593-ე მუხლის მე-2 ნაწილში , პროკურორი ან გამომძიებელი, რომელმაც გამოძიება ჩაატარა, ადგენს მოტივირებულ დასკვნას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის აუცილებლობის შესახებ. დასკვნაში აღინიშნება აგრეთვე: ა) დასკვნის შედგენის დრო და ადგილი; ბ) გამოძიების ჩამტარებელი პირის გვარი და თანამდებობა; გ) სისხლის სამართლის საქმის მონაცემები, რომელთა გადასინჯვასაც მოითხოვს მომჩივანი; დ) გამოძიებით დადგენილი ახლად აღმოჩენილი გარემოებები; ე) ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები. 5. ამ კოდექსის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ გარემოებათა არსებობის გამო საქმის გადასინჯვის შესახებ დასკვნას ამტკიცებს საქართველოს მთავარი პროკურორი ან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, რომლებიც დასკვნის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 10 დღისა წარდგინებით მიმართავენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. წარდგინებასთან ერთად პალატას გადაეცემა გამოძიების მასალები, პროკურორის მიერ დამტკიცებული დასკვნა და გადასასინჯი სისხლის სამართლის საქმე. 6. საქართველოს მთავარ პროკურორს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს, თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უფლება აქვთ საკუთარი ინიციატივითაც წარდგინებით მიმართონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას სახელმწიფოსა და მოქალაქის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. 7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებზე ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნულ წარდგინებასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოდის პროკურორი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარდგინება განიხილება ამ კოდექსის 560-ე–573-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 იან. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008
  2. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    596 მუხლში უზენაესი სასამართლოს პლენუმის ნაცვლად წარდგინების განმხილველია სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

  3. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    596-ე მუხლის 1, 3, 5, 6 და 7 ნაწილებში აფხაზეთისა და აჭარის პროკურორები და უმაღლესი სასამართლოების პრეზიდიუმები ჩანაცვლებულია ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორითა და უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმით, მხოლობით რიცხვში.

  4. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    596-ე მუხლში უზენაესი სასამართლოს პლენუმი ყველგან შეცვლილია საზედამხედველო პალატით, მათ შორის მე-7 პუნქტში წარდგინების განხილვის სხდომაზე.

  5. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004

    596-ე მუხლის პირველ ნაწილში გადანაწილდა უფლებამოსილება: საქმის გამოთხოვა ქვემდგომ პროკურორებს ეკისრებათ, წარმოების აღძვრა — გენერალურ პროკურორსა და ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, უარის დადგენილებას კი პროკურორი ან გამომძიებელი გამოიტანს.

  6. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    596 მუხლის პირველ ნაწილში დაემატა უარის თქმის დადგენილების გამოტანისა და სასამართლოში გასაჩივრების წესი; მე-7 ნაწილში პლენუმი შეიცვალა სისხლის სამართლის საქმეთა პალატით და ამოღებულია მომხსენებელი პროკურორის დაკონკრეტება.

  7. 596-ე მუხლის ოთხივე მითითებაში საზედამხედველო პალატა ჩანაცვლდა სისხლის სამართლის საქმეთა პალატით.

  8. 596-ე მუხლის მე-5 ნაწილში დასკვნის დამტკიცება და მიმართვა წარდგინების ფორმით ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებზეც გავრცელდა; მე-6 ნაწილში გაჩნდა საკუთარი ინიციატივით მიმართვისა და პრეზიდიუმის უარყოფის შემდეგ პლენუმისთვის მიმართვის უფლება; მე-7 ნაწილში მოხსენებისა და განხილვის წესი შეიცვალა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
423430177312106218753374919204596
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს პარლამენტი…პროკურატურის შესახებსამხედრო პროკურატურის …სისხლის სამართლის სფერ…