საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 647. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა ტარდება დამცველის სავალდებულო მონაწილეობით.

2.დაკითხვას ესწრება არასრულწლოვნის პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვნის პედაგოგის ან კანონიერი წარმომადგენლის დასწრება ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის კანონიერ ინტერესებს, გამომძიებელმა შეიძლება გამოიტანოს დადგენილება დასწრებაზე მისი არდაშვების შესახებ.

3.დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაუსვან კითხვები ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს. დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაკითხვის დამთავრებისთანავე გაეცნონ ოქმს და გააკეთონ შენიშვნები.

4.არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა არ შეიძლება შეუსვენებლად გაგრძელდეს 2 საათზე მეტ ხანს, ხოლო მთლიანად დღეში – 4 საათზე მეტ ხანს. თუ არასრულწლოვანი აშკარად დაიღალა, დაკითხვა უნდა შეწყდეს აღნიშნული დროის გასვლამდეც. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა ტარდება დამცველის სავალდებულო მონაწილეობით. 2. დაკითხვას ესწრება არასრულწლოვნის პედაგოგი ან კანონიერი წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვნის პედაგოგის ან კანონიერი წარმომადგენლის დასწრება ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის კანონიერ ინტერესებს, გამომძიებელმა შეიძლება გამოიტანოს დადგენილება დასწრებაზე მისი არდაშვების შესახებ. 3. დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაუსვან კითხვები ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს. დამცველსა და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაკითხვის დამთავრებისთანავე გაეცნონ ოქმს და გააკეთონ შენიშვნები. 4. არასრულწლოვანი ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკითხვა არ შეიძლება შეუსვენებლად გაგრძელდეს 2 საათზე მეტ ხანს, ხოლო მთლიანად დღეში – 4 საათზე მეტ ხანს. თუ არასრულწლოვანი აშკარად დაიღალა, დაკითხვა უნდა შეწყდეს აღნიშნული დროის გასვლამდეც. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 1 იან. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2003

    647-ე მუხლის მე-2 ნაწილში „უნდა ესწრებოდეს“ შეიცვალა „ესწრება“-თ და დაემატა გამომძიებლის დადგენილებით დასწრებაზე არდაშვების შესაძლებლობა.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    647 მუხლის მე-2 ნაწილში კანონიერ წარმომადგენელთან ერთად დაკითხვას დასწრების უფლებით პედაგოგიც ჩაერთო.

  3. 647-ე მუხლის მე-2 ნაწილში არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის დასწრება დაკითხვაზე ნებართვით შესაძლებლობიდან ვალდებულებად იქცა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21³⁸4¹15281¹148118402152332316647
მნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სამოქალაქო…პოლიციის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სახელმწიფო…იურიდიული დახმარების შ…