საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 650. არასრულწლოვნის გადაცემა სამეთვალყურეოდ

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან დახურულ საბავშვო დაწესებულებათა ხელმძღვანელებისათვის არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემა ნიშნავს, რომ აღნიშნულ პირთაგან რომელიმემ წერილობით უნდა იკისროს ვალდებულება, უზრუნველყოს არასრულწლოვნის გამოცხადება გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში, აგრეთვე ბრალდებულის იმ სხვა ვალდებულებათა შესრულება, რომლებიც ჩამოთვლილია 74-ე და 77-ე მუხლებში.

2.მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან სხვა პირთათვის არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემა შეიძლება მხოლოდ მათი და თვით არასრულწლოვნის თანხმობით.

3.არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემის წინ გამომძიებელმა, პროკურორმა, სასამართლომ უნდა გაარკვიონ მშობლების, მეურვეებისა და მზრუნველების პიროვნება, არასრულწლოვანთან მათი ურთიერთობა და დარწმუნდნენ, რომ ისინი ჯეროვან მეთვალყურეობას გაუწევენ მოზარდს.

4.მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს უფლება აქვთ ნებისმიერ მომენტში უარი თქვან არასრულწლოვნისათვის მეთვალყურეობის გაწევაზე ავადმყოფობის, მოუცლელობის, მასთან ურთიერთობის გაუარესებისა თუ სხვა მიზეზით მისთვის ჯეროვანი გაწევის უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო.

5.მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს, დახურულ საბავშვო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემის შესახებ ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა აცნობონ ბრალდების არსი, რომლის გამოც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და მათი პასუხისმგებლობა, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას, რომლის თავიდან ასაცილებლად გადაცემულია იგი სამეთვალყურეოდ. ეს მონაცემები აისახება სამეთვალყურეოდ გადაცემის ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.

6.თუ ბრალდებული არ შეასრულებს თავის მოვალეობებს, იმ პირებს, რომლებიც მას მეთვალყურეობას უწევენ, შეიძლება სასამართლომ დააკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.

7.არასრულწლოვანი ბრალდებულის მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირებს, რომლებიც მეთვალყურეობას უწევენ მას, უფლება არა აქვთ თავი იმართლონ იმ საბაბით, რომ არ ჰქონდათ ბრალდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დაამტკიცებენ დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან დახურულ საბავშვო დაწესებულებათა ხელმძღვანელებისათვის არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემა ნიშნავს, რომ აღნიშნულ პირთაგან რომელიმემ წერილობით უნდა იკისროს ვალდებულება, უზრუნველყოს არასრულწლოვნის გამოცხადება გამომძიებელთან, პროკურორთან და სასამართლოში, აგრეთვე ბრალდებულის იმ სხვა ვალდებულებათა შესრულება, რომლებიც ჩამოთვლილია 74-ე და 77-ე მუხლებში. 2. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან სხვა პირთათვის არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემა შეიძლება მხოლოდ მათი და თვით არასრულწლოვნის თანხმობით. 3. არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემის წინ გამომძიებელმა, პროკურორმა, სასამართლომ უნდა გაარკვიონ მშობლების, მეურვეებისა და მზრუნველების პიროვნება, არასრულწლოვანთან მათი ურთიერთობა და დარწმუნდნენ, რომ ისინი ჯეროვან მეთვალყურეობას გაუწევენ მოზარდს. 4. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს უფლება აქვთ ნებისმიერ მომენტში უარი თქვან არასრულწლოვნისათვის მეთვალყურეობის გაწევაზე ავადმყოფობის, მოუცლელობის, მასთან ურთიერთობის გაუარესებისა თუ სხვა მიზეზით მისთვის ჯეროვანი გაწევის უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო. 5. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს, დახურულ საბავშვო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს არასრულწლოვნის სამეთვალყურეოდ გადაცემის შესახებ ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა აცნობონ ბრალდების არსი, რომლის გამოც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და მათი პასუხისმგებლობა, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას, რომლის თავიდან ასაცილებლად გადაცემულია იგი სამეთვალყურეოდ. ეს მონაცემები აისახება სამეთვალყურეოდ გადაცემის ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში. 6. თუ ბრალდებული არ შეასრულებს თავის მოვალეობებს, იმ პირებს, რომლებიც მას მეთვალყურეობას უწევენ, შეიძლება სასამართლომ დააკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე. 7. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირებს, რომლებიც მეთვალყურეობას უწევენ მას, უფლება არა აქვთ თავი იმართლონ იმ საბაბით, რომ არ ჰქონდათ ბრალდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დაამტკიცებენ დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
381²21¹²1417281¹12751198¹129177178614946650
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…