Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 72

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 72. პირის ეჭვმიტანილად ცნობა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისთვის ბრალდების წასაყენებლად, გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება. თუ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მას უნდა წაეყენოს ბრალდება არა უგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას ბრალდება არ წაეყენა, დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება. ეჭვმიტანილი, რომელიც დაკავებული არ არის, სარგებლობს ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა უფლებით, გარდა იმავე ნაწილის „ა“, „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული უფლებებისა. მას აგრეთვე უფლება აქვს ეჭვმიტანილად ცნობისთანავე ხელზე მიიღოს მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების ასლი.

2.პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ეჭვმიტანილს ამ ვადის ამოწურვამდე უნდა წაეყენოს ბრალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ, მისი არსებობის შემთხვევაში, უქმდება, ხოლო პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

3.ეჭვმიტანილს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს დუმილის უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, დამცველის მოწვევის უფლება, უფლება, დაუკავშირდეს ახლობლებს, აგრეთვე ამ კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის სხვა უფლებები.

4.(ამოღებულია).

5.პირის მოთხოვნა დამცველის მოწვევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, ახსნა-განმარტების მიცემამდე ან, თუ ეს ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება, მაქსიმალურად გონივრულ დროში, რათა ეჭვმიტანილს მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება განახორციელოს თავისი დაცვა.

6.პირის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პროკურორს. პროკურორი უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაკავებულის დაკითხვისა და გამომძიებლის დასაბუთების მოსმენის გზით შეამოწმოს დაკავების კანონიერება და დასაბუთებულობა, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება და გაათავისუფლოს დაკავებული. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისთვის ბრალდების წასაყენებლად, გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება. თუ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მას უნდა წაეყენოს ბრალდება არა უგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას ბრალდება არ წაეყენა, დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება. ეჭვმიტანილი, რომელიც დაკავებული არ არის, სარგებლობს ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა უფლებით, გარდა იმავე ნაწილის „ა“, „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული უფლებებისა. მას აგრეთვე უფლება აქვს ეჭვმიტანილად ცნობისთანავე ხელზე მიიღოს მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების ასლი. 2. პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ეჭვმიტანილს ამ ვადის ამოწურვამდე უნდა წაეყენოს ბრალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ, მისი არსებობის შემთხვევაში, უქმდება, ხოლო პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 3. ეჭვმიტანილს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს დუმილის უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, დამცველის მოწვევის უფლება, უფლება, დაუკავშირდეს ახლობლებს, აგრეთვე ამ კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის სხვა უფლებები. 4. (ამოღებულია). 5. პირის მოთხოვნა დამცველის მოწვევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, ახსნა-განმარტების მიცემამდე ან, თუ ეს ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება, მაქსიმალურად გონივრულ დროში, რათა ეჭვმიტანილს მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება განახორციელოს თავისი დაცვა. 6. პირის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პროკურორს. პროკურორი უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაკავებულის დაკითხვისა და გამომძიებლის დასაბუთების მოსმენის გზით შეამოწმოს დაკავების კანონიერება და დასაბუთებულობა, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება და გაათავისუფლოს დაკავებული. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191 - სსმ IV, №7, 05.02.2003 წ., გვ. 7 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №68 · ძალაშია 20 დეკ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 დეკ. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 21 დეკ. 2018
  2. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    72-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულია — ეჭვმიტანილის დაკითხვის 24-საათიანი ვადა.

  3. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    პირველ ნაწილში ეჭვმიტანილად ცნობას პროკურორის თანხმობა დაემატა, ხოლო დაუკავებელი ეჭვმიტანილის უფლებათა გამონაკლისებიდან „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულია; დანარჩენი ცვლილებები რედაქციულია.

  4. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    72-ე მუხლის მე-6 პუნქტში დასაბუთების მომსმენი პროკურორი ახლა გამომძიებელს ისმენს, საქმის აღძვრის დადგენილების გაუქმების უფლებამოსილება ამოღებულია, ხოლო საქმის შეწყვეტა შეიცვალა სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტით.

  5. 27 აგვ. 2004

    72-ე მუხლში დამცველის საქმეში დაშვებისა და სავალდებულო მონაწილეობის წინა ტექსტი შეიცვალა ნორმით, რომლის თანახმადაც პირის მოთხოვნა დამცველის მოწვევაზე უნდა დაკმაყოფილდეს დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, ახსნა-განმარტების მიცემამდე, ან ობიექტური მიზეზების არსებობისას — მაქსიმალურად გონივრულ დროში.

  6. 5 თებ. 2003

    72-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებს დაემატა არაკონსტიტუციურად ცნობის აღნიშვნა და მითითება „გვ. 7“; წყაროს მითითებაც შეივსო „, გვ. 7“-ით.

  7. 1 ივნ. 1999

    72-ე მუხლის მე-5 ნაწილში ეჭვმიტანილის დაკითხვისას დამცველის სავალდებულო მონაწილეობა ახლა 81-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზეა მიბმული, მე-80 მუხლის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების ნაცვლად.

  8. 14 მაი. 1999

    72-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა დაუკავებელი ეჭვმიტანილის 30-დღიანი ვადა ბრალდების წასაყენებლად, დადგენილების გაუქმების შედეგი, უფლებათა წრე და დადგენილებათა ასლების მიღების უფლება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 71შემდეგი მუხლი 73

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 14 დეკ. 2018 · №103

  • 8 ცვლილება · ბოლო 21 დეკ. 2018
  • 15 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 73

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 174დაკავების წესი
  • 169პირის ბრალდებულად ცნობა
  • 38ბრალდებულის უფლება-მოვალეობანი # # # # # # # # # # #

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 39

საქართველოს კონსტიტუცია

  • 13ადამიანის თავისუფლება
  • 31საპროცესო უფლებები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 36პირის დაკითხვა
  • 23პირის დაპატიმრება გადაცემის მიზნით

პროკურატურის შესახებ

  • 47მოთხოვნა

პოლიციის შესახებ

  • 21პირის მოწვევა

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 5უფლების აღდგენა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 64პატიმრობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
36231331731741693839216447572
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ხელშეკრულება საქართველ…საქართველოს კონსტიტუცი…სისხლის სამართლის საერ…პროკურატურის შესახებ