ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ

მუხლი 18. საკრებულოს წევრის შრომითი გარანტიები

რედაქცია №5კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2009

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.(ამოღებულია) 2. საკრებულოს წევრს საკრებულოში იმ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, რომელზეც უფლებამოსილება ხორციელდება საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოწყვეტით, უფლებამოსილების დამთავრების შემდეგ ეძლევა წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ასეთი აღარ არსებობს – სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა) იმავე ან მისი თანხმობით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ თანამდებობაზე საკრებულოს წევრის მუშაობის დრო ითვლება იმ სპეციალობით შრომის სტაჟში, რომლითაც საკრებულოს წევრი მუშაობდა ამ თანამდებობაზე არჩევამდე.

4.საკრებულოს წევრი საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, აგრეთვე ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად, საკრებულოს თავმჯდომარის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ვადით თავისუფლდება საწარმოო ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან საშუალო ხელფასის შენარჩუნებით და უნაზღაურდება საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს  1999 წლის 23 ივლისის კანონი № 2335 -სსმ I, № 40(47) , 11 .0 8 .199 9 წ; მუხ. 206 თავი IV პასუხისმგებლობა საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-473-1113-032003-10-2134
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რომელი ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნებოდა სააქციო საზოგადოების დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა 1994 წლის მეწარმეთა შესახებ კანონის გამოყენებულ რედაქციაში?

    დავა შეეხებოდა სააქციო საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას და საზოგადოების ორგანოთა გადაწყვეტილებების გასაჩივრებას მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ არჩევით თანამდებობაზე გადასვლის გამო დირექტორის თანამდებობა დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სააქციო საზოგადოების დირექტორთან ურთიერთობა კერძოსამართლებრივი და კორპორაციული ხასიათისაა, ხოლო მისი დანიშვნა და გამოწვევა სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას ეკუთვნის. სასამართლომ დაასკვნა, რომ საკრებულოს წევრის წინანდელ სამუშაოზე დაბრუნების გარანტია ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოების დირექტორზე არ ვრცელდებოდა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების რეგისტრაციის დაგვიანებული ცვლილებაც აღდგენის საფუძველი არ იყო. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და სსსკ 411-ის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა.

  • №24162004-04-0619
    გადასინჯვა / ცნობა (T3)

    შეიძლება თუ არა საქმის წარმოება განახლდეს ისეთი ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე, რომელიც გადაწყვეტილი ურთიერთობისთვის არსებითი არ არის და განსხვავებულ სა

    რ. ს-მა მოითხოვა სააქციო საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გაუქმების შესახებ საქმეზე უზენაესი სასამართლოს 2003 წლის გადაწყვეტილების გაუქმება და წარმოების განახლება. იგი ახლად აღმოჩენილ გარემოებებად მიიჩნევდა საზოგადოების რეგისტრაციის ხარვეზებთან დაკავშირებულ სასამართლო აქტებსა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დასახელებული გარემოებები განხილული ურთიერთობისთვის არსებითი არ იყო და განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს ვერ გამოიწვევდა. სასამართლომ სსსკ 423-ე და 430-ე მუხლების საფუძველზე წარმოების განახლებაზე უარი თქვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 11 აგვ. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ოქტ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
414045245713181014316114118
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს პარლამენტი…პროფესიული კავშირების …