„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 37. არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების ოქმი
1. არასამხედრო გემის შემოწმების ან დაკავების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლები და შემოწმებული ან დაკავებული გემის კაპიტანი.
2. გემის დაკავების შემთხვევაში კაპიტანს ჩამოერთმევა გემისა და ტვირთის დოკუმენტები და ისინი დაერთვის ოქმს. თუ შემოწმებული ან დაკავებული გემის კაპიტანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მოქმედება არამართებულად მიაჩნია ან არ ეთანხმება ოქმის შინაარსს, მას უფლება აქვს ნებისმიერ ენაზე გააკეთოს შენიშვნა თვით ოქმში ან ოქმისათვის დართულ დოკუმენტზე.
3. თუ გემის კაპიტანი ხელს არ აწერს ოქმს, მასში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222
