საზღვაო კოდექსი

მუხლი 60

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.(ამოღებულია).

2.ნაოსნობის პერიოდში გემის უცხო ქვეყნის ნავსადგურში დგომისას ამ ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გემის კაპიტანი ატარებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ ზომებს, ხელმძღვანელობს საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყანას შორის დადებული ნაოსნობის ხელშეკრულებებით და საერთაშორისო სამართლის კოლიზიური ნორმებით.

3.გემის კაპიტანი უფლებამოსილია დააკავოს გემზე მყოფი, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი და საქართველოს პირველივე ნავსადგურში გადასცეს შესაბამის ორგანოს. აუცილებლობის შემთხვევაში გემის კაპიტანს უფლება აქვს, აღნიშნული პირი და გამოძიების მასალები გაგზავნოს საქართველოში სხვა გემით, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გემის კაპიტანს უფლება აქვს, გადასცეს აღნიშნული პირი სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.

4.გემის საქართველოს ნავსადგურში ყოფნისას გემის კაპიტანი ვალდებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი გადასცეს ადგილობრივ ხელისუფლებას. საქართველოს 20005 წლის 20 აპრილის კანონი №1361-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.133 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3541-სსმI, №36, 04.08.2006წ., მუხ.267 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51,29.09.2010წ., მუხ.332

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 18 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2006

    მე-60 მუხლის მე-3 ნაწილს დაემატა ახალი წინადადება, რომლის მიხედვით საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კაპიტანს შეუძლია ეჭვმიტანილი გადასცეს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.

  2. · გამოქვეყნდა 28 აპრ. 2005

    60-ე მუხლის პირველი ნაწილი ამოღებულია: გემის კაპიტნის, როგორც მოკვლევის ორგანოს, ფუნქცია და მოკვლევის ინსტრუქციით ხელმძღვანელობა აღარ არის კოდექსში გათვალისწინებული. მე-2 ნაწილი, რომელიც უცხო ქვეყნის ნავსადგურში ეჭვმიტანილის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გადაცემას ეხება, ნაჩვენებ ტექსტში უცვლელია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
242767114⁸485382373619 (დ…18 (დ…14 (დ…60
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…საზღვაო კოდექსისაქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა