საზღვაო კოდექსი

მუხლი 44¹⁷

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გემის ინსპექტორს ან გემების შემმოწმებელს, რომელიც სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის სახელით მუშაობს, ინსპექტირების/შემოწმების, გემის სერტიფიცირების ან ამ კოდექსის 44 3 მუხლის მიზნებისთვის უნდა ჰქონდეს შემდეგი უფლებები: ა) ავიდეს საქართველოს დროშით მცურავ გემზე; ბ) განახორციელოს ყველა საჭირო ინსპექტირება და შემოწმება, რომელთა ჩატარებაც მოითხოვება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციებით, რომელთა მხარეც არის საქართველო; გ) მოითხოვოს დაფიქსირებული შეუსაბამობებისა და ხარვეზების აღმოფხვრა; დ) აუკრძალოს გემს ნაოსნობა, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაფიქსირებული შეუსაბამობები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციების სერიოზული დარღვევაა, ემუქრება გემზე მყოფ მეზღვაურთა უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას ან მიმართულია საზღვაო უშიშროების წინააღმდეგ.

2.გემის ინსპექტორმა ან გემების შემმოწმებელმა უნდა განახორციელოს ყველა შესაბამისი ღონისძიება გემის უსაფუძვლო მოცდენის თავიდან ასაცილებლად.

3.გემის ინსპექტორმა ან გემების შემმოწმებელმა, რომელიც ახორციელებს გემის ინსპექტირებას/შემოწმებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) სტანდარტების დაცვის კუთხით, უნდა უზრუნველყოს, რომ ინსპექტირების ანგარიშის ასლი გადაეცეს გემის კაპიტანს. ამასთანავე, ინსპექტირების ანგარიშის ასლი უნდა განთავსდეს გემზე თვალსაჩინო ადგილას, აგრეთვე გაეგზავნოს სააგენტოს.

4.გემთმფლობელს, დამფრახტავს ან კომპანიას ეკრძალება გემის ინსპექტორის ან გემების შემმოწმებლის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების პროცესში მისთვის ხელის შეშლა. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. თავი II 2 . გემზე ეკიპაჟისთვის არსებული საცხოვრებელი პირობები საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 1 ოქტ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 ივნ. 1997 – 1 ივლ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2411126744¹⁰44³44¹³37635319 (დ…2724444¹⁷
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა