Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებმუხლი 18

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

მუხლი 18. საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების შემოსვლის წესი

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹5

1.უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემის შემოსვლა საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე მიიჩნევა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად, რის აღსაკვეთადაც საქართველო მიიღებს საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრულ ზომებს.

2.უცხო სახელმწიფოს არასამხედრო და სამხედრო გემები საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შეიძლება შემოვიდნენ, თუ პორტები ღიაა ასეთი გემების შემოსვლისათვის. ღია პორტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სანაოსნო საშუალებათა შემოსვლის, ყოფნის, სატვირთო და სამგზავრო ოპერაციების ჩატარების, ნაპირთან კავშირის, ეკიპაჟის წევრთა ნაპირზე ჩამოსვლის და სხვა წესები დგინდება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“.

3.უცხო სახელმწიფოს სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს, საქართველოს პორტებსა და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წინაშე შემოსვლამდე არა უგვიანეს 14 დღისა. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს გემის სახელწოდება, ტიპი, ბორტზე მყოფ მგზავრთა სია და სხვა მონაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო თავის გადაწყვეტილებას აცნობებს გემის მფლობელს (მის წარმომადგენელს) შემოსვლამდე არა უგვიანეს 7 დღისა. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც ახორციელებენ სამაშველო ან ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო სამუშაოებს.

4.უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემი საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე შემოსვლამდე არაუგვიანეს 1 თვისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კვირის ვადაში.

4¹.ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (შემდგომ − ნატო) გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5.უცხო სახელმწიფოს ატომური გემის საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად გემის მფლობელი ქვეყანა გემის შემოსვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამ სახელმწიფოს თანხმობის ან უარის შესახებ ეცნობება გემის შემოსვლამდე არაუგვიანეს 14 დღისა. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1154 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3130 – ვებგვერდი, 23.03.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1713 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5624 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემის შემოსვლა საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე მიიჩნევა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად, რის აღსაკვეთადაც საქართველო მიიღებს საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრულ ზომებს. 2. უცხო სახელმწიფოს არასამხედრო და სამხედრო გემები საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შეიძლება შემოვიდნენ, თუ პორტები ღიაა ასეთი გემების შემოსვლისათვის. ღია პორტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სანაოსნო საშუალებათა შემოსვლის, ყოფნის, სატვირთო და სამგზავრო ოპერაციების ჩატარების, ნაპირთან კავშირის, ეკიპაჟის წევრთა ნაპირზე ჩამოსვლის და სხვა წესები დგინდება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“. 3. უცხო სახელმწიფოს სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს, საქართველოს პორტებსა და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წინაშე შემოსვლამდე არა უგვიანეს 14 დღისა. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს გემის სახელწოდება, ტიპი, ბორტზე მყოფ მგზავრთა სია და სხვა მონაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო თავის გადაწყვეტილებას აცნობებს გემის მფლობელს (მის წარმომადგენელს) შემოსვლამდე არა უგვიანეს 7 დღისა. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც ახორციელებენ სამაშველო ან ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო სამუშაოებს. 4. უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემი საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე შემოსვლამდე არაუგვიანეს 1 თვისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კვირის ვადაში. 4 1 . ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (შემდგომ − ნატო) გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. უცხო სახელმწიფოს ატომური გემის საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად გემის მფლობელი ქვეყანა გემის შემოსვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამ სახელმწიფოს თანხმობის ან უარის შესახებ ეცნობება გემის შემოსვლამდე არაუგვიანეს 14 დღისა. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1154 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3130 – ვებგვერდი, 23.03.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1713 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5624 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 26 დეკ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 15 აპრ. 2011 – 26 დეკ. 2019 ტექსტი უცნობია

  2. 17 მარ. 2011 – 15 აპრ. 2011 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2000 – 17 მარ. 2011 ტექსტი უცნობია

  4. 9 დეკ. 1999 – 1 იან. 2000 ტექსტი უცნობია

  5. … – 9 დეკ. 1999 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 26 დეკ. 2019

    მე-18 მუხლს დაემატა 4¹ პუნქტი, რომლის თანახმად ნატოს დროშის ქვეშ მცურავი, ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო-საზღვაო შენაერთისა ან/და მცურავი საშუალების შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესს საქართველოს მთავრობა დადგენილებით ამტკიცებს.

  2. 14 დეკ. 2017
  3. 23 მარ. 2015
  4. 8 ოქტ. 2013

    18-ე მუხლის მე-5 პუნქტში ატომური გემის შემოსვლის შუამდგომლობის ადრესატი და დასკვნის მიმღები პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრია; დანარჩენი ცვლილებები ტერმინოლოგიური და ფორმულირებითია, 30-დღიანი, ერთკვირიანი და 14-დღიანი ვადები უცვლელია.

  5. 5 დეკ. 2008

    მე-18 მუხლის მე-3 პუნქტში სპეციალური დანიშნულების გემის შუამდგომლობის ადრესატი და გადაწყვეტილების შემტყობინებელი სასაზღვრო პოლიციის ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოა; 14 და 7 დღის ვადები უცვლელია.

  6. 1 ივნ. 2006

    მე-3 პუნქტში შუამდგომლობის ადრესატი და გადაწყვეტილების შემტყობინებელი ორგანო დეპარტამენტის ნაცვლად სასაზღვრო პოლიციაა, ხოლო წყლების აღწერაში დაემატა „საზღვაო“; 14 და 7 დღის ვადები უცვლელია.

  7. 25 დეკ. 2004

    მე-3 პუნქტში სპეციალური დანიშნულების უცხო გემის შემოსვლის შუამდგომლობის განმხილველი და გადაწყვეტილების შემტყობინებელი ორგანო ახლა „დეპარტამენტია“; ვადები უცვლელია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 ივნ. 2023 · №37

  • 7 ცვლილება · ბოლო 26 დეკ. 2019
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

სახელმწიფო საზღვრი… 24 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 20უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების მიერ ნავიგაციის და სხვა წესების დაცვის ვალდებულებანი
  • 42ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლა
  • 36საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემების დაკავების საფუძველი

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 10საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის იმ სახელმწიფო ან სპეციალური დანიშნულების გემის შესვლა, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნით
  • 11საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდის შესვლა
  • 12საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის ატომური გემისა და ატომური სამხედრო ხომალდის შესვლა

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 14 (დანართი 1)
  • 21 (დანართი 1)
  • 10 (დანართი 1)

საზღვაო კოდექსი

  • 82

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 114²საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 4საქართველოში შემოსვლა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
101112114²8220423624 (დ…14 (დ…21 (დ…10 (დ…418
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სახელმწიფო…საზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 ივნ. 2023 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026