საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

მუხლი 36. საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემების დაკავების საფუძველი

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

არმაზ ძირკვაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში მყოფ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემებს აკავებს და ბადრაგის თანხლებით გზავნის უახლოეს პორტში ან სხვა შესაბამის პუნქტში, თუ: ა) გემი იმყოფება დადგენილი წესის შესაბამისად ნაოსნობისათვის დახურულ ზონაში, გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს; ბ) გემში პირთა ჩასხდომა-გადმოსხდომა, აგრეთვე ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა ხდება იმ ადგილებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“; გ) გემი უკანონოდ ეწევა სარეწ, კვლევით ან ჰიდროგრაფიულ საქმიანობას, ყრის ან მარხავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან წყლის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებსა და დამაბინძურებელ ნარჩენებს, მასალებს ანდა მის სხვა მოქმედებას ზიანი მოაქვს საქართველოსთვის; დ) საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების ნებართვის გარეშე ხდება გემბანიდან ნებისმიერი სახის საფრენი აპარატის აფრენა ან გემბანზე დაფრენა; ე) გემის კაპიტანი არ წარადგენს გემის, ტვირთის, მგზავრებისა და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს; ვ) გემი არ ემორჩილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელთა ან ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ უფლებამოსილ ორგანოთა განკარგულებებს; ზ) გემი არღვევს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ წესებს, საერთაშორისო სამართლის ნორმებს. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 36-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში საქმიანობათა ჩამონათვალი გაერთიანდა კავშირით „ან“; „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში შეიცვალა ფორმულირება: „დოკუმენტაციებს“, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელთა „განკარგულებებს“ და მძიმით გამოყოფილი აქტების ჩამონათვალი.

  2. 36-ე მუხლის შესავალ ნაწილსა და „ვ“ ქვეპუნქტში დეპარტამენტის სრული სახელწოდება შემოკლდა სიტყვამდე „დეპარტამენტი“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
242621826083333818373522 (დ…14 (დ…16 (დ…36
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საზღვაო სი…სახელმწიფო საზღვრის რე…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა